ჭიათურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.02.2016
გამომცემი ორგანო ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016194
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/02/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.02.2016 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი | ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გერბისა და დროშის დადგენის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (დროშისა და გერბის) დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2016 წლის 5 თებერვალი
ქ. ჭიათურა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების –
გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-8 მუხლისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1.
დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული ჭიათურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოები –
გერბი და დროშა (დანართი №1).
2.
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა №2 დანართის შესაბამისად.
3.
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა №3 დანართის შესაბამისად.
4.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის გამოყენება/დაცვა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის ორიგინალების შენახვის ადგილად განისაზღვროს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი
დანართი №1
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გერბი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის დროშა
დანართი №2
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა
გერბის ფარი გაყოფილია სამ არათანაბარ ნაწილად. მარცხენა მწვანე ველზე გამოსახულია ბოლნურ-კაცხური ჯვარი; მარჯვენა ლაჟვარდოვან ველზე გამოსახულია ვერცხლის კაცხის სვეტი, ხოლო კაცხის სვეტის თავზე ოქროსფერით გამოსახულია ბაზილიკა. გერბის ქვედა შავ ველზე, რომელიც გერბის ფარის 1/3 ნაწილს წარმოადგენს, გამოსახულია მაღაროს მადნით დატვირთული სამი ოქროსფერი ვაგონი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი –
სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მწვანე ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი „ჭიათურა“.
დანართი №3
ჭიათურის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა
დროშა ჰორიზონტალურად გაყოფილია ორ თანაბარ ნაწილად. მარცხენა ნაწილი წარმოადგენს მწვანე ველს, ხოლო მარცხენა ლაჟვარდოვან ველს. დროშის მწვანე ველის ზედა მარცხენა კუთხეში გამოსახულია ბოლნურ-კაცხური ჯვარი.
დროშის პროპორციებია 2/3.