ონის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (დროშისა და გერბის) დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.118.016169
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №19

2015 წლის 23 ივლისი

ქ. ონი

 

 

ონის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (დროშისა და გერბის) დამტკიცების შესახებ
 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის,  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის   შესაბამისად,  ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის გერბი და მისი აღწერილობა დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის დროშა და მისი აღწერილობა დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ონის მუნიციპალიტეტის  სიმბოლოების – გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 დეკემბრის №43 დადგენილება.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქურა ჯაფარიძე



დანართი №1

ონის მუნიციპალიტეტის გერბი
                       

ონის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა:

გერბის ფარის ლაჟვარდის ველზე გამოსახულია ვერცხლის სამმწვერვალიანი მთა, რომლის შუა მწვერვალი მაღალია; მთის ზემოთ მოთავსებულია სტილიზებული ფორმის ოქროს ვერძის რქები, მის ზემოთ ოქროს ჯვარი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდის ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი – ონი.


დანართი №2

ონის მუნიციპალიტეტის დროშა
                            

ონის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა:


დროშის ველი გაყოფილია ჰორიზონტალურად ორ ნაწილად. I ნაწილში ლაჟვარდოვან ველზე გამოსახულია ოქროს ბოლნური ჯვარი.  II ნაწილი წარმოადგენს ვერცხლის ველს. I ნაწილს დროშის 2/3 უჭირავს, II ნაწილს – 1/4. დროშის პროპორციაა  2:3.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ონის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (დროშისა და გერბის) დამტკიცების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ონის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (დროშისა და გერბის) დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.07.2015.
როდის იქნა მიღებული „ონის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (დროშისა და გერბის) დამტკიცების შესახებ“?
„ონის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (დროშისა და გერბის) დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 23.07.2015. მიმღები ორგანო — ონის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №19. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.118.016169.
რამდენი მუხლისგან შედგება „ონის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (დროშისა და გერბის) დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ონის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (დროშისა და გერბის) დამტკიცების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ონის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (დროშისა და გერბის) დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.07.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ონის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (დროშისა და გერბის) დამტკიცების შესახებ“, №19, 23.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.118.016169 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.07.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2921500/