„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)“

მიღების თარიღი 26.10.2015
ძალაში შესვლა 19.01.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №1014
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016380
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/02/2016
matsne.gov.ge 4,245 სიტყვა · ~21 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.10.2015 მიღება
19.01.2016 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშერულება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 4)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 97% 05.02.2015 „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროექტი)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 94% 17.11.2023 „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროექტი თანაბარი განვითარებისთვის)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 94% 10.12.2021 „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ენერგიის შემნახველი და მწვანე წყალბადის აირის განვითარების პროექტი)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 94% 03.05.2025 „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 94% 26.10.2015

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)“ სესხის ნომერი 3292-GEO (SF) საქართველოს და აზიის განვითარების ბანკს შორის  სასესხო ხელშეკრულება (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 5) დათარიღებული: 26 ოქტომბერი, 2015წ. GEO 43405  სასესხო ხელშეკრულება (სპეციალური ოპერაციები) წინამდებარე სასესხო ხელშეკრულება, დათარიღებული 2015 წლის 26 ოქტომბრით, საქართველოსა („მსესხებელი”) და აზიის განვითარების ბანკს („ADB“) შორის, სადაც: (ა) მსესხებელსა და ADB-ს შორის დადებული დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების  (FFA) მიხედვით, რომელიც დათარიღებულია 2011 წლის 1 მარტით, ADB თანახმაა უზრუნველყოს მრავალტრანშიანი დაფინანსების მექანიზმი (“მექანიზმი”) მსესხებლისათვის პროექტების დაფინანსების მიზნით, ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში;  (ბ) 2015 წლის 30 მარტით დათარიღებული მსესხებლის მიერ ხელმოწერილი პერიოდული დაფინანსების მოთხოვნით, მსესხებელმა მიმართა ADB-ს (i) ADB-ის სპეციალური ფონდების რესურსებიდან სესხის თაობაზე და (ii) ADB-ის ჩვეულებრივი  კაპიტალური რესურსებიდან სესხის თაობაზე, წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების დანართ 1-ში აღწერილი პროექტის მიზნებისათვის; (გ) მსესხებელსა და ADB-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ADB თანახმაა ასესხოს მსესხებელს ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან ორმოცდასამი მილიონი დოლარის ($43,000,000) ოდენობის თანხა პროექტის მიზნებისთვის; (დ) პროექტს განახორციელებს შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” (UWSCG), როგორც პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია, რომელსაც ზედამხედველობას უწევს მსესხებლის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, როგორც პროექტის აღამსრულებელი ორგანიზაცია და ამ მიზნით მსესხებელი ხელმისაწვდომს გახდის ჩვეულებრივი ოპერაციების სასესხო თანხას და ამ სესხის თანხას UWSCG-თვის, ADB-სთვის მისაღები ვადებისა და პირობების მიხედვით; და (ე) ADB თანახმაა გასცეს სესხი მსესხებელზე ADB-ს სპეციალური ფონდების რესურსებიდან, წინამდებარე ხელშეკრულებასა და ADB-სა და UWSCG-ს შორის დადებულ საპროექტო ხელშეკრულებაში ფორმულირებული ვადებისა და პირობების მიხედვით.  შესაბამისად მხარეები თანხმდებიან შემდეგზე: მუხლი I სასესხო რეგულაციები; განსაზღვრებები პუნქტი 1.01. ADB-ს 2006 წლის 1 იანვრით დათარიღებული სპეციალური ოპერაციების სასესხო რეგულაციების („სასესხო რეგულაციები”) ყველა პირობა მისაღებია ამ სასესხო ხელშეკრულებისთვის იგივე ძალითა და ეფექტით, როგორიც მას ექნებოდა ამ დოკუმენტში ფორმულირებისას, თუმცა მათში შეტანილია შემდეგი ცვლილებები:  (ა) პუნქტი 2.01 (25) ამოღებულია და მის ნაცვლად შეტანილია: „საპროექტო ხელშეკრულება” ნიშნავს ADB-ისა და UWSCG-ს შორის დადებულ საპროექტო ხელშეკრულებას; (ბ) სასესხო რეგულაციების 6.01(ა), 8.01(დ), 8.01(ვ), 8.01(ლ), 9.01(გ) და 9.02(გ)  პუნქტებში მოხსენიებული „პროექტის განმახორციელებელი ორგანო” უნდა შეიცვალოს ტერმინით „UWSCG”.  პუნქტი 1.02. წინამდებარე სასესხო ხელშეკრულებაში გამოყენებულ რამდენიმე ტერმინს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც  განსაზღვრულია სასესხო რეგულაციებში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ამ დოკუმენტში მოდიფიცირებული არ არის ან კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. წინამდებარე სასესხო ხელშეკრულებაში გამოყენებულ დამატებით ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები: (ა) „საკონსულტაციო სახელმძღვანელო“ ნიშნავს სახელმძღვანელოებს ADB-ის და მისი მსესხებლების კონსულტანტებთან დაკავშირებით (2013, რომელიც დროდადრო ექვემდებარებოდა ცვლილებას); (ბ) „საკონსულტაციო მომსახურება“ ნიშნავს სესხის თანხიდან დაფინანსებულ მომსახურებას, როგორც ეს აღწერილის წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების დანართი 1-ის 3(გ) ქვეპუნქტში; (გ) „EARF” გულისხმობს საინვესტიციო პროგრამისთვის გარემოსდაცვითი ზემოქმედების შეფასებისა და მიმოხილვის დოკუმენტს, როგორც ეს შეთანხმებულია მსესხებელსა და ADB-ს შორის, რომელიც დროდადრო ექვემდებარება ცვლილებას და როგორც ეს ასახულია მითითებით FFA-ში; (დ) „EMP” გულისხმობს პროექტისთვის გარემოსდაცვის მართვის გეგმას, რომელიც მომზადებულია EARF–ის მიხედვითდა შესაბამისობაშია IEE-სთან; (ე) „გარემოს დაცვის უსაფრთხოების ღონისძიებები” გულისხმობს SPS-ის პირველი და მეოთხე დანართებისა და მე-5 თავის  (საჭიროების შემთხვევაში) პრინციპებსა და მოთხოვნებს;  (ვ) „დაფინანსების მექანიზმი“ ნიშნავს მრავალტრანშიანი დაფინანსების მექანიზმს, რომელსაც ADB უზრუნველყოფს მსესხებლისთვის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში პროექტების დასაფინანსებლად; (ზ)FFA - ნიშნავს მსესხებელსა და ADB-ს შორის დაფინანსების მექანიზმისთვის 2011 წლის 1 მარტით დათარიღებულ დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულებას, მასში შეტანილი ცვლილებებით; (თ) FY - ნიშნავს UWSCG-ის ფისკალური წელს; (ი) GAP - ნიშნავს პროექტისთვის გენდერის სამოქმედო გეგმას, ცვლილებების ჩათვლით; (კ) „GNEWSRG” ნიშნავს მსესხებლის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ან მის სამართალმემკვიდრეს; (ლ) „IEE” ნიშნავს პროექტის საწყის გარემოსდაცვით შემოწმებას, მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილებით, რომელიც მომზადებულია და წარდგენილი მსესხებლის მიერ “EARF”-ის მოთხოვნების მიხედვით და რაც უნდა დაადასტუროს ADB-მ; (მ) „საინვესტიციო პროგრამა“ ნიშნავს ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამას; (ნ) „სესხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელო“ ნიშნავს ADB-ს სესხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელოს (2015 წ, მასში დროდადრო შეტანილი ცვლილებებით); (ო) „სესხები“ ნიშნავს ამ სესხს და ჩვეულებრივი ოპერაციების სესხს; (პ) „MRDI”გულისხმობს მსესხებლის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს; (ჟ) „ჩვეულებრივი ოპერაციების სესხი“ წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების პრეამბულის (გ) ნაწილში მითითებულ სესხს; (რ) „ჩვეულებრივი ოპერაციების სასესხო ხელშეკრულება“ წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების პრეამბულის (გ) ნაწილში მითითებულ ხელშეკრულებას; (ს) „PAM”გულისხმობს პროექტის ადმინისტრირების მართვის სახელმძღვანელოს, რომელიც დათარიღებულია 2015 წლის 23 ივლისით და შეთანხმებულია მსესხებელსა და ADB–ს შორის და რომელიც დროდადრო ექვემდებარება ცვლილებას;  (ტ) „PFR” გულისხმობს მსესხებლის მიერ წარდგენილ ან წარსადგენ პერიოდული დაფინანსების მოთხოვნას თითოეული სესხის მიზნებისთვის დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში და წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების მიზნებისთვის, დათარიღებულს 2015 წლის 30 მარტით; (უ) „შესყიდვის სახელმძღვანელო” გულისხმობს ADB-ის შესყიდვის სახელმძღვანელოს (2015, რომელიც დროდადრო ექვემდებარებოდა ცვლილებას); (ფ) „შესყიდვის გეგმა” გულისხმობს პროექტის შესყიდვის გეგმას, დათარიღებულს  2015 წლის 23 ივლისით და შეთანხმებულს მსესხებელსა და ADB-ის შორის, რომელიც დროდადრო ექვემდებარება განახლებას, შესყიდვების სახელმძღვანელოს, საკონსულტაციო სახელმძღვანელოს და ADB-ისთან შეთანხმებული სხვა ღონისძიებების შესაბამისად;  (ქ) „პროექტის აღმასრულებელი ორგანიზაცია” სასესხო რეგულაციების მიზნებისთვის და მნიშვნელობისთვის გულისხმობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ან მის ნებისმიერ სამართალმემკვიდრეს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პროექტის განხორციელებაზე და მისაღები იქნება ADB-სთვის; (ღ) „უსაფრთხოების მონიტორინგის ანგარიში” ნიშნავს მსესხებლის მიერ მომზადებულ და ADB–ში წარდგენილ თითოეულ ანგარიშს, რომელიც აღწერს EMP-შესაბამისად პროცესის განვითარებას, გამოსასწორებელი და გამაფრთხილებელი ქმედებების ჩათვლით;  (ყ) „SPS” გულისხმობს ADB-ს უსაფრთხოების პოლიტიკის დებულებებს (2009); (შ) „ქვესასესხო ხელშეკრულება” გულისხმობს მსესხებელს, MRDI და UWSCG შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებას, მოხსენიებულს წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების 3.01(ა) პუნქტში;  (ჩ) „UWSCG” გულისხმობს შპს “საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას”, რომელიც დაარსებულია მსესხებლის ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად და რეგისტრირებულია შემდეგ მისამართზე: ვაჟა ფშაველას გამზირი 76ბ, 0186 თბილისი, საქართველო; (ც) „სამუშაოები” გულისხმობს სასესხო სახსრებიდან დასაფინანსებელ მშენებლობას ან სამშენებლო სამუშაოებს, მათ შორის ისეთ მომსახურებას, როგორიცაა საბურღი სამუშაოები ან რუკების შედგენა და პროექტთან დაკავშირებულ მომსახურებას, რომელიც უზრუნველყოფილია, როგორც ცალკეული პასუხისმგებლობის ნაწილი ან სრული პაკეტის კონტრაქტი, საკონსულტაციო მომსახურების გარდა; და (ძ) „WSS” გულისხმობს წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემას. მუხლი II სესხი ნაწილი 2.01. ADB თანახმაა ADB-ის სპეციალური ფონდების რესურსებიდან გასცეს სესხი მსესხებელზე სხვადასხვა ვალუტაში, რომელიც ეკვივალენტურია ოცდასამი მილლიონ ხუთი ათასი სპეციალური სასესხო უფლებისა (SDR 23,005,000).  ნაწილი 2.02. (ა) მსესხებელი გადაუხდის ADB-ს სარგოს, რომლის წლიური განაკვეთი შეადგენს შეღავათიანი და შემდგომი პერიოდის განმავლობაში ბანკის სასესხო ანგარიშიდან პერიოდულად გატანილი და დაუფარავი სესხის ოდენობის 2%-ს;  (ბ) ტერმინი „შეღავათიანი პერიოდი”, რომელიც გამოყენებულია ამ ნაწილის (ა) ქვეპუნქტში, გულისხმობს პერიოდს სესხის ძირითადი თანხის პირველ გადახდამდე ამორტიზაციის გრაფიკის შესაბამისად, რომელიც ფორმულირებულია წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების დანართ 2-ში; ნაწილი 2.03.   სესხზე დარიცხული პროცენტი ან ნებისმიერი სხვა სახის საკომისიო გადახდილი უნდა იყოს ნახევარწლიური შუალედებით - ყოველი წლის 15 მარტი და 15 სექტემბერი. ნაწილი 2.04. სასესხო ანგარიშიდან გამოთხოვილი სესხის ძირითად თანხას მსესხებელი დაფარავს ამორტიზაციის გრაფიკის შესაბამისად, რომელიც მოცემულია წინამდებარე ხელშეკრულების დანართ 2-ში. ნაწილი 2.05. სასესხო რეგულაციების 4.03 (ა) და 4.04 პუნქტების მიზნებისთვის გაცემული სესხის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაფარვის ვალუტა იქნება დოლარი. მუხლი III სესხის თანხის გამოყენება ნაწილი 3.01. (ა) მსესხებელი UWSCG-ს გადაასესხებს სესხის სახსრებს ქვესასესხო ხელშეკრულების შესაბამისად ADB-სთვის მისაღები პირობებით. თუკი სხვაგვარად არ იქნება ADB-სთან შეთანხმებული, გადასესხებულ სესხის თანხას დაერიცხება საპროცენტო გადასახადი წლიური 2%-ის ოდენობით საშეღავათო პერიოდში და შემდგომ დასესხის დაფარვის პერიოდია 25 წელი, 5-წლიანი შეღავათიანი პერიოდის ჩათვლით. სავალუტო რისკს თავის თავზე იღებს UWSCG. (ბ) მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ მოცემული სესხის თანხა მიმართოს პროექტის ხარჯების დასაფინანსებლად, სასესხო და საპროექტო ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად.  ნაწილი 3.02. სესხის თანხის გამოთხოვა და გამოყენება უნდა მოხდეს წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების დანართ 3-ში მოცემული პირობების შესაბამისად, რომელიც დროდადრო ექვემდებარებოდა ცვლილებას მსესხებელსა და ADB-ს შორის შეთანხმების საფუძველზე. ნაწილი 3.03. თუკი სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული ADB-სთან, მსესხებელი შეისყიდის ან უზრუნველყოფს დანახარჯების მუხლებით გათავალისწინებული საშუალებების შესყიდვას, რომლებიც უნდა დაფინანსდეს  სასესხო თანხიდან წინამდებარე ხელშეკრულების დანართი 4-ის პირობების მიხედვით. ნაწილი 3.04. თუკი სხვაგვარად არ იქნება ADB-სთან შეთანხმებული, მსესხებელი სასესხო თანხებიდან დაფინანსებული დანახარჯების ყველა საშუალებას გამოიყენებს მხოლოდ და მხოლოდ პროექტის განხორციელების მიზნით. ნაწილი 3.05. სასესხო ანგარიშიდან საქონლისთვის, სამუშაოებისა და მომსახურებისთვის თანხის გატანა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ იმ ხარჯების საფუძველზე, რომელიც დაკავშირებული იქნება შემდეგთან: (ა) საქონელი, რომელიც წარმოებულია და მოწოდება ხდება, და სამუშაოები და საკონსულტაციო მომსახურება, რომელთა მოწოდება ხდება ADB-ს იმ წევრი ქვეყნებიდან, რომლებიც დროდადრო ADB-ს მიერ განისაზღვრება მომწოდებელ ქვეყნებად; (ბ) საქონელი, სამუშაოები და საკონსულტაციო მომსახურება, რომელიც აკმაყოფილებს იმ შესაბამის მოთხოვნებს, რომლებსაც დროდადრო განსაზღვრავს ADB. ნაწილი 3.06. სასესხო რეგულაციების ნაწილი 8.02 ნაწილით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, სესხის დახურვის თარიღად განისაზღვრა 2019 წლის 30 ივნისი, ან სხვა ისეთი თარიღი, რომელზეც მსესხებელი და ADB დროდადრო შეთანხმდებიან.  მუხლი IV განსაკუთრებული პირობები ნაწილი 4.01. პროექტის განხორციელებისა და პროექტთან დაკავშირებული საქმიანობის პროცესში მსესხებელმა უნდა შეასრულოს ან უზრუნველყოს წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების დანართ 5-ში მოცემული ყველა ვალდებულების შესრულება. ნაწილი 4.02. მსესხებელმა საშუალება უნდა მისცეს ADB-ს წარმომადგენლებს ჩაატარონ პროექტისა და სამუშაოების, აგრეთვე ნებისმიერი შესაბამისი ჩანაწერისა თუ დოკუმენტის ინსპექტირება. მუხლი 4🔗.03. ADB გამოაქვეყნებს პროექტისთვის წლიურ აუდირებულ ფინანსურ ანგარიშებს და აუდიტორთა დასკვნას ასეთ ფინანსურ ანგარიშებზე მათი მიღებიდან 30 დღის განმავლობაში და განათავსებს მათ ADB-ის ვებგვერდზე. ნაწილი 4.04. თავის მხრივ, მსესხებელმა უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რომელიც საჭიროა UWSCG-სთვის, რათა მან შეძლოს ვალდებულებების შესრულება საპროექტო ხელშეკრულების ფარგლებში და არ უნდა განახორციელოს ან დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც შეაფერხებს ამგვარი ვალდებულებების შესრულებას.  ნაწილი 4.05. (ა) მსესხებელმა უნდა განახორციელოს თავისი უფლებები ქვესასესხო ხეშეკრულების მიხედვით, რათა დაიცვას მსესხებლის და ADB-ის ინტერესები და უზრუნველყოს სესხის მიზნების შესრულება. (ბ) დაუშვებელია ქვესასესხო ხეშეკრულებით განსაზღვრული უფლებების და ვალდებულებების გადაცემა, შეცვლა ან გაუქმება ADB-ის თანხმობის გარეშე. მუხლი V ეფექტურობა ნაწილი 5.01. სასესხო რეგულაციების 9.01(ვ) ნაწილის შესაბამისად შემდეგი განსაზღვრულია სასესხო ხელშეკრულების ეფექტურობის დამატებით პირობად: ჩვეულებრივი  ოპერაციების სასესხო ხელშეკრულება სათანადოდ ხელმოწერილი, რატიფიცირებული, აღსრულებული  და წარმოდგენილია მსესხებლის მიერ და მისი ეფექტურობის ყველა პირობა (გარდა იმ პირობისა, რაც საჭიროა წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების ეფექტურად გამოცხადებისთვის) შესრულებულია.  ნაწილი 5.02. სასესხო რეგულაციების 9.02(დ) ნაწილის შესაბამისად შემდეგი განსაზღვრულია დამატებით საკითხად, რაც ასახული უნდა იქნეს სამართლებრივ დასკვნაში ან დასკვნებში და წარდგენილი ბანკისთვის: ჩვეულებრივი  ოპერაციების სასესხო ხელშეკრულება სათანადოდ ხელმოწერილი, რატიციფირებული, აღსრულებული და წარმოდგენილია მსესხებლის მიერ და ძალაშია მისი პირობების შესაბამისად.  ნაწილი 5.03. სასესხო რეგულაციების 9.04 ნაწილის შესაბამისად წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღად განისაზღვრულია 60 დღე წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან. მუხლი VI სხვადასხვა ნაწილი 6.01. მსესხებლის ფინანსთა მინისტრი დაინიშნა მსესხებლის წარმომადგენლად სასესხო რეგულაციების 11.02 მუხლში განსაზღვრული მიზნებისათვის. ნაწილი 6.02. ქვემოთ მოყვანილი მისამართები განსაზღვრულია სასესხო პირობების 11.01 ნაწილში განსაზღვრული მიზნებისთვის: მსესხებლისთვის ფინანსთა სამინისტრო ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16, 0114 თბილისი, საქართველო ფაქსიმილეს ნომერი: (99532) 2 262 423. ADB-სათვის აზიის განვითარების ბანკი 6 ADB Avenue MandaluyongCiuty 150 Metro Mainila Philippines ფაქსიმილეს ნომერი: (632) 636-2444 (632) 636-2301. რის დასტურადაც, მხარეები მოქმედებენ რა თავიანთი სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით, ხელს აწერენ წინამდებარე სასესხო ხელშეკრულებას და გზავნიან ADB-ს სათაო ოფისში ზემოთ მოყვანილ წელსა და რიცხვში.  საქართველო                                                                                      ____________________________ ნოდარ ხადური ფინანსთა მინისტრი   აზიის განვითარების ბანკი                                                                                                ____________________________ იეშიმ ელჰან-კაიალარი საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი დანართი 1 პროექტის აღწერა 1. საინვესტიციო პროგრამის მიზანია წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო მომსახურების გაუმჯობესება საქართველოს მეორად ქალაქებში. 2. როგორც საინვესტიციო პროგრამის ნაწილი, პროექტის მიზანია საქართველოში, ზუგდიდისა და მესტიის ურბანულ ცენტრებში კანალიზაციის მომსახურების გაუმჯობესება. 3. პროექტი მოიცავს: კომპონენტი 1 - ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (ა) კანალიზაციის ქსელის მშენებლობა ზუგდიდში, კანალიზაციის სატუმბი სადგურის მშენებლობა და კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.   (ბ) კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მესტიაში; კომპონენტი 2 - პროექტის განხორციელების მხარდაჭერა  (გ)  UWSCG-ის მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რათა მან შეძლოს: (i) პროექტის განხორციელებისა და მართვის კუთხით (ii) ზუგდიდში წყლის, ჰიგიენისა და სანიტარიული პირობების შესახებ საზოგადოებრივი პროგრამების გაშლა, განვითარება, და   (iii) WSS მომსახურების ცენტრებში მომხმარებელზე საზრუნავი განყოფილებების შექმნა, რომლებიც დაკომპლექტებულია ყველაზე მცირე 30% ქალებით და რომლებიც ინფორმაციას იძლევიან, ასწავლიან და ესაუბრებიან წყალთან, ჰიგიენასა და კანალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 3. პროექტის უფრო სრული აღწერა მოცემულია პერიოდული დაფინანსების მოთხოვნაში (PFR). 4. პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღია 2018 წლის 31 დეკემბერი.  დანართი 2 ამორტიზაციის გრაფიკი (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგამა – პროექტი 5) გადახდის თარიღი                                                                                     ძირითადი თანხის გადახდა                                                                                                         (გამოხატული სპეციალურ სასესხო უფლებაში)* 15 სექტემბერი, 2020                                                                                                575,125.00 15 მარტი, 2021                                                                                                          575,125.00 15 სექტემბერი, 2021                                                                                                575,125.00 15 მარტი, 2022                                                                                                          575,125.00 15 სექტემბერი, 2022                                                                                               575,125.00 15 მარტი, 2023                                                                                                          575,125.00 15 სექტემბერი, 2023                                                                                                575,125.00 15 მარტი, 2024                                                                                                          575,125.00 15 სექტემბერი, 2024                                                                                               575,125.00 15 მარტი, 2025                                                                                                          575,125.00 15 სექტემბერი, 2025                                                                                                575,125.00 15 მარტი,2026                                                                                                           575,125.00 15 სექტემბერი, 2026                                                                                                575,125.00 15 მარტი, 2027                                                                                                          575,125.00 15 სექტემბერი,2027                                                                                                 575,125.00 15 მარტი, 2028                                                                                                          575,125.00 15 სექტემბერი, 2028                                                                                                575,125.00 15 მარტი, 2029                                                                                                          575,125.00 15 სექტემბერი, 2029                                                                                                575,125.00 15 მარტი, 2030                                                                                                          575,125.00 15 სექტემბერი, 2030                                                                                                575,125.00 15 მარტი, 2031                                                                                                          575,125.00 15 სექტემბერი, 2031                                                                                                575,125.00 15 მარტი, 2032                                                                                                          575,125.00 15 სექტემბერი, 2032                                                                                                575,125.00 15 მარტი, 2033                                                                                                          575,125.00 15 სექტემბერი, 2033                                                                                                575,125.00 15 მარტი, 2034                                                                                                          575,125.00 15 სექტემბერი, 2034                                                                                                575,125.00 15 მარტი, 2035                                                                                                          575,125.00 15 სექტემბერი, 2035                                                                                                575,125.00 15 მარტი, 2036                                                                                                          575,125.00 15 სექტემბერი, 2036                                                                                                575,125.00 15 მარტი 2037                                                                                                           575,125.00 15 სექტემბერი, 2037                                                                                                575,125.00 15 მარტი, 2038                                                                                                          575,125.00 15 სექტემბერი, 2038                                                                                                575,125.00 15 მარტი, 2039                                                                                                          575,125.00 15 სექტემბერი, 2039                                                                                                575,125.00 15 მარტი, 2040                                                                                                          575,125.00 სულ                                                                                                                              23,005,000.00 * გადახდების განხორციელება მოხდება სასესხო რეგულაციების 3.04 და 4.03 ნაწილების დებულებების თანახმად. დანართი 3 სასესხო თანხების გამოთხოვა და მიღება  ზოგადი 1. წინამდებარე დანართის ცხრილში განსაზღვრულია იმ დახარჯების კატეგორიები, რომლებიც უნდა დაფინანსდეს სესხის თანხიდან, აგრეთვე თითოეული კატეგორიებისათვის გამოყოფილი თანხა (“ცხრილი”). (“კატეგორია” ამ დანართში აღნიშნავს ცხრილში მოცემულ “კატეგორიას”). სასესხო ანგარიშიდან თანხის გამოთხოვის საფუძველი 2. თუ ADB-სთან სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული, სესხის თანხების ჩამორიცხვა მოხდება ცხრილში ჩამოთვლილი კატეგორიების პროცენტული მაჩვენებლების საფუძველზე. საპროცენტო განაკვეთი 3. მე-3 კატეგორიისათვის გამოყოფილი თანხა განკუთვნილია სესხის პროცენტის დასაფინანსებლად პროექტის განხორციელების პერიოდის განმავლობაში. რეალოკაცია 4. მიუხედავად ცხრილში მოცემული სესხის თანხისა გამოყოფისა და თანხების პროცენტული განაწილებისა, (ა) თუ ნებისმიერი კატეგორიისათვის გამოყოფილი სესხის თანხა არასაკმარისი აღმოჩნდება ამ კატეგორიის ყველა შეთანხმებული დანახარჯის დასაფინანსებლად, ADB-ის მსესხებლისათვის შეტყობინების გაგზავნის შემდეგ, შეუძლია (i) ამ კატეგორიის სავარაუდო დეფიციტის შესავსებად ხელახლა გადაანაწილოს ასეთ კატეგორიაზე თანხა, კერძოდ სესხის ის თანხები, რომლებიც სხვა კატეგორიისათვის იყო გათვალისწინებული, და ამავდროულად, ADB-ის მოსაზრებით, არ არის საჭირო სხვა დანახარჯების დასაფინანსებლად; (ii) თუ ასეთი გადანაწილებით ვერ მოხერხდება  სავარაუდო დეფიციტის სრულად შევსება, ADB-ის შეუძლია შეამციროს ამ ხარჯვითი კატეგორიით გათვალისწინებული თანხის პროცენტული მაჩვენებელი, რათა ხარჯვითი კატეგორიით გათვალისწინებული თანხისშემდგომში გატანა გაგრძელდეს, სანამ დეფიციტი არ შეივსება; და (ბ) თუ რომელიმე კატეგორიისათვის გამოყოფილი სესხის თანხა აღემატება ამ კატეგორიის ყველა შეთანხმებული ხარჯების ოდენობას, ADB-ს შეუძლია, მსესხებლისათვის შეტყობინების გაგზავნის შემდეგ, ასეთი ზედმეტი თანხა სხვა კატეგორიებზე გადაანაწილოს.  ჩამორიცხვის პროცედურები 5.თუ ADB-სთან სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული, სესხის ჩამორიცხვა განხორციელდება სესხის თანხების ჩამორიცხვის სახელმძღვანელოს შესაბამისად. რეტროაქტიური დაფინანსება  6. სასესხო ანგარიშიდან თანხის გამოთხოვა შეიძლება განხორციელდეს ნებადართული დასაბუთებული სამუშაოების, საქონლის და საკონსულტაციო მომსახურების დანახარჯების ასანაზღაურებლად, რომლებიც განხორციელდა წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღემდე, მაგრამ არაუგვიანეს 12 თვისა ამ სასესხო ხელშეკრულების გაფორმებამდე ამგვარი ხარჯების მაქსიმალური თანხა სესხის თანხის 20%-ის ეკვივალენტს შეადგენს. ანგარიშიდან სესხის გატანის პირობები 7. წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების პირობების მიუხედავად, სესხის ანგარიშიდან თანხის გატანა არ არის შესაძლებელი, ADB-სათვის მისაღები ფორმით და შინაარსით ქვესასესხო ხელშეკრულების გაფორმების გარეშე,  რომელიც არ იქნება ხელმოწერილი, შესრულებილი და წარდგენილი მსესხებლის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და UWSCG-ის სახელით და თავისი პირობების შესაბამისად  წარმოადგენს მხარეთა სამართლებრივ საფუძველს.  ცხრილი სასესხო სახსრების განთავსება და გამოთხოვა (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგამა – პროექტი 5)                                                                                კატეგორია                                             ADB დაფინანსება                                                                                                               ნომერი                     დასახელება                   ADB დაფინანსებისათვის                      სასესხო ანგარიშიდან თანხის                                                                         გამოყოფილი  ჯამური თანხა                              გატანის საფუძველი                                                                                    (SDR)                                                                                კატეგორია 1                               სამუშაოები                             20,582,000                                        მთლიანი ხარჯის 84.75%* 2                               პროცენტი                                 644,000                                             მისაღები  თანხის 100% 3                               გაუნაწილებელი                       1,779,000                                  სულ                                         23,005,000 *სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ამ კატეგორიისთვის განკუთვნილი დაფინანსების თანხის 84.75% გამოყენებული იქნება თავდაპირველად ყველა საჭიროებისთვის, სანამ ბოლომდე არ იქნება ჩამორიცხული. შემდგომ, ჩვეულებრივი ოპერაციების სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ამ კატეგორიისთვის განკუთვნილი დაფინანსების თანხის 84.75% იქნება გამოყენებული ყველა საჭიროებისთვის.  დანართი 4  სამუშაოებისა და საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა ზოგადი 1. სამუშაოებისა და საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა უნდა განხორციელდეს შესყიდვების სახელმძღვანელოს და საკონსულტაციო სახელძღვანელოს შესაბამისად.  2. ყველა გამოყენებულ ტერმინს, რომელიც სხვაგვარად არ არის განმარტებული წინამდებარე სასესხო ხელშეკრულებაში, აქვს შესყიდვების სახელმძღვანელოში და/ან საკონსულტაციო სახელმძღვანელოში მინიჭებული შესაბამისი მნიშვნელობა.  სამუშაოები 3. თუ ADB-სთან სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული, სამუშაოების შესყიდვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ საერთაშორისო საკონკურსო ვაჭრობის საფუძველზე. 4. შესყიდვის მეთოდი, სხვა პროცედურებთან ერთად, განისაზღვრება შესყიდვების გეგმაში დადგენილ დეტალურ ღონისძიებებს და ზღვრული ოდენობის საფუძველზე. მსესხებლის მიერ შესყიდვის მეთოდების ან ზღვრული ოდენობის შეცვლა შეიძლება მხოლოდ ADB-სთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე და ეს ცვლილებები შეტანილი უნდა იყოს განახლებულ შესყიდვების გეგმაში. კონტრაქტის დადების პირობები  5. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ UWSCG-მ არ გააფორმოს სამუშაო კონტრაქტები, რომლებიც გავლენას მოახდენენ გარემოზე, სანამ: (ა) UWSCG არ მიიღებს მოწონებას IEE-ზე მსესხებლის შესაბამისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მხრიდან; და (ბ) UWSCG არ გააერთიანებს EMP-ის შესაბამის დებულებებს სამუშაოების კონტრაქტში. საკონსულტაციო მომსახურება 6. თუ სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული ADB-სთან, მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ UWSCG-მ გამოიყენოს ხარისხზე და ფასზე დაფუძნებული შერჩევა საკონსულტაციო მომსახურების შერჩევისას და კონსულტანტთა დაქირავებისას. 7. მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ UWSCG-მ დაიქირაოს ინდივიდუალური კონსულტანტები პროექტის ქვეკომპონენტებისთვის, იმ პროცედურების მიხედვით როგორც ეს მოცემულია შესყიდვების გეგმაში: საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში პროექტების ფინანსური ანგარიშების აუდიტისთვის უმცირესი ფასით შერჩევა. საწარმოო ან ინტელექტუალური საკუთრების უფლება 8. (ა) მსესხებელმა უნდა მოითხოვოს, რომ UWSCG-მ უზრუნველყოს, რომ ნებისმიერი სახის საქონლის და სამუშაოს (მათ შორის, შეუზღუდავი რაოდენობის კომპიუტერული მოწყობილობების, პროგრამებისა და სისტემების, როგორც ცალკე, ასევე სხვა საქონელთან და მომსახურებასთან ერთად) შესყიდვისას ადგილი არ ჰქონდეს რომელიმე მესამე მხარის სამრეწველო ან ინტელექტუალური საკუთრების უფლების ან პრეტენზიის დარღვევას ან გვერდის ავლას. (ბ) მსესხებელმა უნდა მოითხოვოს, რომ UWSCG-მ უზრუნველყოს, რომ საქონლისა და სამუშაოს შესყიდვების ყველა კონტრაქტი შეიცავდეს სათანადო მონაცემთა ჩამონათვალს, გარანტიებს და საჭიროების შემთხვევაში, კონტრაქტორის ან მომწოდებლის მიერ ზარალის ანაზღაურების გარანტიას, ამ პარაგრაფის (ა) ქვეპარაგრაფში მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით. 9. მსესხებელმა უნდა მოითხოვოს, რომ UWSCG-მ უზრუნველყოს, რომ კონსულტანტებთან გაფორმებული ADB-ის ყველა დაფინანსების კონტრაქტი მოიცავდეს შესაბამის მტკიცებულებებს, გარანტიებს კონსულტანტების მხრიდან, იმის თაობაზე, რომ საკონსულტაციო მომსახურების მოწოდებისას ადგილი არ ჰქონდეს რომელიმე მესამე მხარის სამრეწველო ან ინტელექტუალური საკუთრების უფლების ან პრეტენზიის დარღვევას. ADB-ს მიერ შესყიდვის გადაწყვეტილების განხილვა 10. საერთაშორისო საკონკურსო ვაჭრობის პროცედურების შესაბამისად შესყიდული კონტრაქტები ექვემდებარება ADB-ის მიერ წინასწარ განხილვას, თუკი მსესხებლისა და ADB-ის შორის სხვაგვარად არ არის შეთანხმებული და შესყიდვების გეგმაში სხვაგვარად არ არის მითითებული. 11. საქონლისა და სამუშაოების კონტრაქტის შემთხვევაში, რომელიც ADB-მ უნდა განიხილოს, მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ UWSCG-მ  მიიღოს ADB-ის თანხმობა კონტრაქტის პირობების ნებისმიერი სახის მოდიფიკაციასა და გაუქმებაზე, მათ შორის: (ა) კონტრაქტის დასრულების ვადის 1 თვით ან მეტი ვადით გაგრძელებაზე ან სესხის დახურვის თარიღის გაგრძელებაზე, თუ ამას კონტრაქტი საჭიროებს; (ბ)  სამუშაოს კონტრაქტის საწყისი ღირებულების 5%-ზე მეტით გაზრდაზე (ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ამგვარ გაზრდაში იგულისხმება კონტრაქტით გათვალისწინებული ნებისმიერი წინა განაცხადი ცვლილების თაობაზე). 12. საქონლისა და სამუშაოების კონტრაქტის შემთხვევაში, რომელიც ADB-მ უნდა განიხილოს, ADB განიხილავს კონტრაქტის მოდიფიკაციას ან უარყოფას და უპასუხებს მსესხებელს შესაძლებლად მოკლე ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მოთხოვნილი დოკუმენტების მიღებიდან 1 თვეში.  13. მსესხებელი უზრუნველყოფს რომ UWSCG-მ მიაწოდოს ADB-ს კონტრაქტის ვადის გაგრძელების, მოდიფიკაციის ან უარყოფის (საგადახდო მოთხოვნების ჩათვლით) თაობაზე ყველა დოკუმენტის ასლი კონტრაქტის ცვლილებიდან 1 თვის განმავლობაში. დანართი 5 პროექტის განხორციელება; ფინანსური საკითხები განხორციელება 1. მსესხებელმა და UWSCG-მ უნდა უზრუნველყონ პროექტის განხორციელება PAM-ში განსაზღვრული ღონისძიებების მიხედვით. PAM-ის რაიმე სახის შემდგომი ცვლილება ძალაში შევა მხოლოდ მსესხებლისა და ADB-ის მიერ დამტკიცების შემდეგ. PAM-სა და სასესხო ხელშეკრულებას და/ან საპროექტოს ხელშეკრულებას შორის რაიმე სახის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სასესხო ხელშეკრულებაში და/ან საპროექტოს ხელშეკრულებაში არსებულ დებულებებს. თანამონაწილეობა და რესურსები 2. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ: (ა) პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური რესურსები დროულად არის მიწოდებული პროექტის განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში; (ბ) შესაბამისი სახსრების გამოყოფა პროექტის ფარგლებში გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობისათვის და დანახარჯების მუხლების დასაფინანსებლად. მშენებლობის ხარისხი 3. მსესხებელმა უნდა  უზრუნველყოს, რომ პროექტი მიმდინარეობდეს შესაბამისი სტანდარტების დაცვით, დიზაინის, ტექნიკური სპეციფიკაციების, მშენებლობის ზედამხედველობის, ხარისხის კონტროლისა და პროექტის მენეჯმენტის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებით.  სექტორის განვითარება 4. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, (ა) ADB-ს ინფორმირებულობა მსესხებლის პოლიტიკისა და პროგრამების შესახებ წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სექტორში, რაც მატერიალურ გავლენას იქონიებს პროექტის ეკონომიკურ სიცოცხლისუნარიანობაზე; და (ბ) საუკეთესო ძალისხმევების გამოყენება წყალმომარაგების სისტემის და კანალიზაციის სექტორის მხარდაჭერისა და გაძლიერებისათვის. 5. მსესხებელი გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (GNEWSRG) მარეგულირებელი ფუნქციის გასაძლიერებლად, ტარიფის დაწესების და პროვაიდერების მიერ მომსახურების სტანდარტების დარეგულირების ჩათვლით. მსესხებელი გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს, რათა უზრუნველყოს, რომ 2017 წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ (GNEWSRG) განსაზღვროს ხარჯების ანაზღაურების პრინციპებზე დაფუძნებული ტარიფები, კერძოდ, უზრუნველყოს ოპერაციისა და შენარჩუნების ხარჯების ანაზღაურება, გადასახადები, ამორტიზაციის აქტივები და დაბრუნება კაპიტალზე დაფუძნებული სოციალურად მიუკერძოებელ პრინციპებზე და WSS-ის ეფექტურობის გაუმჯობესების ზომების მხედველობაში მიღება  (როგორიცაა არასამთავრობო შემოსავლების წყლისა და გაუმჯობესებული გადასახადებისა და დარიცხვისა და ამოღების ეფექტიანობის შემცირება) იმის უზრუნველსაყოფად, რომ მომხმარებლები არ გადაიხდიან არაეფექტური მომსახურებისათვის.    6. მსესხებელმა უნდა  უზრუნველყოს, რომ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ (UWSCG), მოამზადოს ფინანსური მოდელი, რომელიც ითვალისწინებს UWSCG-ის ფინანსურ მდგომარეობას 2010 წლიდან და UWSCG-ის გრძელვადიანი აქციების პროექტირებას 2025 წლამდე. მსესხებელმა უნდა  უზრუნველყოს, რომ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ (UWSCG) გააერთიანოს ფინანსური მოდელი  UWSCG-ის ბიზნესგეგმაში 2015-2017 წლებისათვის და იხმაროს ყველა ღონე ასეთი ბიზნესგეგმის (ფინანსურ მოდელთან გაერთიანებული) წარსადგენად უმოკლეს ვადაში, და ნებისმიერ შემთხვევაში UWSCG-მ უნდა წარუდგინოს ADB-ის ასეთი ბიზნესს გეგმა 2015 წლის 15 ოქტომბრისათვის. იმ შემთხვევაში, თუ  UWSCG-ს არ შეუძლია ასეთი ბიზნესგეგმის წარდგენა აღნიშნული თარიღისათვის მისი კონტროლის მიღმა არსებული მიზეზების გამო, მხარეები შეთანხმდებიან განხილვისა და წარდგენის მოგვიანებით თარიღზე.   7. მსესხებელმა უნდა  უზრუნველყოს ADB-გან თანხმობის მიღება შემდეგ მოვლენებამდე სულ მცირე 3 თვით ადრე მაინც: (ა)UWSCG-ის, ან პროექტის ფარგლებში განახლებული, შეძენილი ან აშენებული ქონების, შენობა-ნაგებობების  საკუთრების ან კონტროლის შეცვლა; (ბ)UWSCG-ის ფუნქციების ან უფლებამოსილების შეცვლა, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს პროექტის განხორციელებაზე. მსესხებელმა უნდა  უზრუნველყოს ნებისმიერი ზემოჩამოთვლილი მოვლენის ძალაში შესვლა მსესხებლის ყველა შესაბამისი კანონითა და რეგულაციებით.  ფინანსური შეთანხმებები 8. ჩვეულებრივი ოპერაციების სასესხო ხელშეკრულების პირობებით: (ა) მსესხებელმა UWSCG-ის მისაღწევად უნდა გამოიყენოს ოპერაციული თანაფარდობა 1 2019 წლის ბოლოსთვის და უნდა შეინარჩუნოს და გახადოს ის 1-ზე ნაკლები, FFA დებულების მიხედვით. ბიზნესგეგმა, რომელიც მოცემულია ზემოაღნიშნულ პარაგრაფში 6, უნდა მოიცავდეს წლიურ მონაცემებს, 2015 წლიდან დაწყებული, რათა მოხდეს  UWSCG-ის საოპერაციო თანაფარდობის 1-ის მიღწევა 2019 წლისთვის, როგორც ეს აღნიშნულია ზემოთ. პარაგრაფი 8-ის მიხედვით, “ოპერაციული კოეფიციენტი” უნდა ნიშნავდეს გაერთიანებული წყალმომარაგების ოპერაციული ხარჯების ოპერაციულ შემოსავლებზე მეტობის კოეფიციენტს, “ოპერაციულ ხარჯებთან” ერთად, რომელიც გულისხმობს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ყველა დანახარჯს ოპერაციებზე და ტექნიკაზე, დასაქმებულთა ხელფასებს, ენერგეტიკულ ღირებულებას, ქიმიურ მასალებს, რუტინულ შენარჩუნებას, სათადარიგო ნაწილებს, მასალებს და ა.შ. გარდა კაპიტალური ხარჯების, ვალის მომსახურების ვალდებულებების, ამორტიზაციისა და ცვეთისა.   “ოპერაციული შემოსავალი” ნიშნავს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ წყლის გაყიდვით მიღებულ შემოსავლებსა და სხვა შემოსავლებს ხელისუფლების მიერ მიღებული გრანტების გარდა.  (ბ) მანამ, სანამ ტარიფები გაიზრდება ან შემოსავლის სხვა წყაროები ხელმისაწვდომი ხდება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის,  აღინიშნება ოპერაციული კოეფიციენტი მე-8 პარაგრაფში, მსესხებელი უზრუნველყოფს საჭირო დაფინანსებას, რომ აღინიშნოს საოპერაციო კოეფიციენტი 2015 ფისკალური წლის დასაწყისში.   (გ) მსესხებელმა უნდა გამოიწვიოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, რათა გააუმჯობესოს მომსახურების მიწოდება და შემოსავლები ყველა ადგილობრივ და გარე მომხმარებელზე 2015 ფისკალურ წელს შემოსავლების 90%-ით შესრულება და 2019 ფისკალურ წელს მთლიანი შემოსავლის 95%.  გარემო 9. მსესხებელმა უნდა მოითხოვოს, რომ UWSCG-მ უზრუნველყოს, პროექტისა და პროექტთან დაკავშირებული საშუალებების მომზადება, დიზაინი, მშენებლობა, განხორციელება, ექსპლუატაცია და ექსპლუატაციიდან გამოსვლა მიმდინარეობდეს: (ა) მსესხებელის მომქმედი გარემოსდაცვითი, ჯანდაცვითი და უსაფრთხოების დაცვის კანონების და რეგულაციების; (ბ) გარემოსდაცვითი უსაფრთხოების ზომების; (გ) EARF-ის; (დ) შესაბამის IEE-სა და IMP-ში მოცემული ყველა ზომებისა და საშუალებებისა და უსაფრთხოების მონიტორინგის ანგარიშში მოცემული  მაკორექტირებელი და პრევენციული მოქმედებების შესაბამისად. მიწის შესყიდვა და არანებაყოფლობითი განსახლება 10. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს და მოითხოვოს, რომ UWSCG-მ უზრუნველყოს, რომ პროექტს არ ჰქონდეს  არანებაყოფლობით განსახლებასთან დაკავშირებული გავლენა SPS-ის ფარგლებში. თუკი ამგვარ მოვლენას აქვს ადგილი, მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს და მოითხოვოს, რომ UWSCG-მ უზრუნველყოს პროექტების შესაბამისობა მსესხებლის ქვეყანაში მოქმედ ყველა კანონსა და რეგულაციებთან არანებაყოფლობით განსახლებას და SPS-თან მიმართებაში. გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად, ნებისმიერი მიწა, რომელსაც ხელმისაწვდომს გახდის მსესხებელი ან უზრუნველყოფს მის ხელმისაწვდომობას ამ სასესხო ხელშეკრულების 4.02 ნაწილის შესაბამისად, დაექვემდებარება მე-10 პარაგრაფის დებულებებს.  ადგილობრივი მოსახლეობა 11. მსესხებელმა მოსთხოვოს UWSCG-ს, რათა მან უზრუნველყოს, რომ პროექტი SPS-ის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას არანაირ ზიანს არ აყენებს. თუკი ასეთი ზიანის საფრთხე არსებობს, მსესხებელმა უნდა მოითხოვოს, რომ UWSCG-მ მოამზადოს, გააცნოს და განახორციელოს გეგმა ადგილობრივ მოსახლეობასთან და SPS-თან დაკავშირებული მსესხებლის ქვეყანაში მოქმედი ყველა კანონისა და რეგულაციის თანახმად. უსაფრთხოების პროცედურების მოთხოვნების განხორციელებისთვის საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსები 12. მსესხებელმა უნდა მოითხოვოს, რომ UWSCG-მ უზრუნველყოს აუცილებელი ფინანსური და ადამიანური რესურსები EMP-ის მთლიანად შესრულებისთვის. უსაფრხოების პროცედურებთან დაკავშირებული დებულებები საკონკურსო ვაჭრობის დოკუმენტებსა და სამუშაოს შესყიდვის კონტრაქტებში 13. მსესხებელმა უნდა მოითხოვოს, რომ UWSCG-მ უზრუნველყოს, რომ საკონკურსო ვაჭრობის ყველა დოკუმენტი და სამუშაოს შესყიდვების ყველა კონტრაქტი მოიცავდეს დებულებებს, რომლებიც კონტრაქტორებს ავალდებულებენ: (ა) შეასრულონ IEE-ში და EMP-ში მოცემული კონტრაქტორისთვის გასათვალისწინებელი ზომები და მოთხოვნები და უსაფრთხოების ზომების მონიტორინგის სახელმძღვანელოში მოცემული ნებისმიერი კორექტული და თავის არიდების ქმედებები; (ბ) შეადგინონ ბიუჯეტი ყველა მსგავსი გარემოსდაცვითი და სოციალური ღონისძიებისთვის; (გ) წერილობითი შეტყობინებით აცნობონ UWSCG-ს მოსალოდნელი გარემოსდაცვითი რისკისა თუ ზიანის შესახებ, რომელიც შეიძლება წარმოიშვას პროექტის მშენებლობის, განხორციელებისა თუ ექსპლუატაციის ფაზაში და გათვალისწინებული არ იყო IEE-ს და EMP-ში; (დ) მასალების გადაზიდვისა და მშენებლობის დაწყებამდე გზების, სასოფლო-სამეურნეო მიწებისა და სხვა ინფრასტრუქტურის სათანადო აღწერა; და (ე) მშენებლობის შემდეგ ბილიკების, სხვა ადგილობრივი ინფრასტრუქტურისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების აღდგენა, სულ მცირე, პროექტის დაწყებამდე არსებულ მდგომარეობამდე მისაყვანად. უსაფრთხოების მონიტორინგი და ანგარიშები 14. მსესხებელმა უნდა მოითხოვოს, რომ UWSCG-მ უზრუნველყოს შემდეგი:  (ა) ADB-ს წარუდგინოს ნახევარწლიურად უსაფრთხოების მონიტორინგის ანგარიშები კალენდარული წლის ნახევრის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში და აღნიშნული ანგარიშიდან შესაბამისი ინფორმაცია წარდგენისთანავე აცნობოს დაზარალებულ პირებს; (ბ) პროექტის ფარგლებში განხორციელებული მშენებლობის, შესრულებისა თუ ექსპლუატაციის დროს IEE-ის და EMP-ის მიერ გაუთვალისწინებელი, მოულოდნელი შედეგების გაჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ADB-ს აღნიშნული რისკებისა თუ შედეგების შესახებ; დეტალურად აღწეროს მომხდარი მოვლენა და წარადგინოს რეკომენდირებული სამოქმედო გეგმა არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად; და (გ) მოახსენოს EMP-ში მოცემულ ზომებსა და მოთხოვნებთან რეალური თუ პოტენციური შეუსაბამობის შესახებ, მის შესახებ შეტყობისთანავე. აკრძალული ინვესტირების ჩამონათვალი 15. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ სესხის თანხა არ გამოიყენება იმ საქმიანობის დასაფინანსებლად, რომელიც მოცემულია აკრძალული ინვესტირების ჩამონათვალში, რომელიც მოცემულია SPS-ის დანართ 5-ში. შრომის სტანდარტები და ჯანდაცვა 16. მსესხებელმა უნდა მოითხოვოს, რომ UWSCG-მ უზრუნველყოს, რომ შრომის სტანდარტები და მსესხებლის  შესაბამისი კანონები და რეგულაციები შესაბამისობაშია პროექტის განხორციელების პერიოდში. მსესხებელმა უნდა ასახოს და უზრუნველყოს, რომ UWSCG-მ ასახოს სპეციფიკური დებულებები სატენდერო დოკუმენტებში და კონტრაქტებში, რომელიც დაფინანსებულია ბანკის მიერ პროექტის ფარგლებში და მოითხოვს, რომ კონტრაქტორები, სხვათა შორის, (ა) შესაბამისობაში მოვიდნენ მსესხებლის ქვეყანაში არსებულ შრომით კოდექსთან და რეგულაციებთან და უზრუნველყონ შესაბამისი სამუშაო ადგილის უსაფრთხოების ნორმები; (ბ) არ დაასაქმონ ბავშვები; (გ) არ განახორციელებენ მომუშავეთა დისკრიმინაციას სამუშაო ადგილისა და ოკუპაციის შესაბამისად; (დ)  არ განახორციელებენ იძულებით დასაქმებას. (ე) ნებას დართავენ გაერთიანების თავისუფლებას და აღიარებენ კოლექტიური მოლაპარაკების უფლებას; (ვ)გაავრცელებენ ინფორმაციას ან დაიქირავებენ შესაბამისი მომსახურების მომწოდებლებს რათა მათ პროექტის ფარგლებში კონტრაქტორებისთვის და ადგილობრივი გაერთიანებების წევრებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია პროექტის არეალთან, განსაკუთრებით ქალებისთვის გაავრცელონ ინფორმაცია სექსის გზით გადამდებ დაავადებებზე, შიდსის ჩათვლით.  17. მსესხებელი, MRDI-ის მეშვეობით, მკაცრად გააკონტროლებს  მე-16 პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხს და მიაწოდებს ADB-ს რეგულარულ ანგარიშს. გენდერი და განვითარება 18. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს და მოითხოვოს, რომ UWSCG-მ უზრუნველყოს, რომ: (ა) საინვესტიციო პროგრამისთვის მომზადებული გენდერული სამოქმედო გეგმა დროულად შესრულება მისი პირობების შესაბამისად, მსესხებლის რეგულაციების და ADB-ის გენდერისა და განვითარების პოლიტიკის (1998) და შესაბამისი რესურსები გამოყოფილია ამ მიზნისთვის; (ბ) სატენდერო დოკუმენტები GAP-ში მოცემული დებულებების ჩათვლით, იდენტური სამუშაოს შესრულებისთვის კაცებისთვის და ქალებისთვის თანაბრად ანაზღაურებისთვის და მდედრობითი სქესის წამომადგენელთათვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა; (გ)GAP-ის მიზნების მიღწევის პროგრესი ასახულია პროექტის მიმდინარეობის და განხორციელების  ანგარიშებში; (დ)  GAP-ის მიზნები მიღწეულია შემდეგის ჩათვლით, მაგრამ არა მარტო: (i) წყალთნ, ჰიგიენასთან და კანალიზაციის საკითხებთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხების, მომხმარებელთა უფლებებისა და საჩივრების მექანიზმების თაობაზე ინფორმაციის, სწავლებისა და კომუნიკაციის მასალების გავრცელებაზე  ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და ქალთა კავშირების ლიდერების ტრეინინგი და ჩართულობა (ii) UWSCG დააარსებს მომხმარებლის ზრუნვაზე ორიენტირებულ სერვისცენტრს, რომლის 50% დაკომპლექტებული იქნება წყლის, ჰიგიენისა და კანალიზაციის სფეროში მიღებული განათლების მქონე მდედრობით სქესის წარმომადგენლებით;  (iii) პროექტის ფარგლებში ახლად შექმნილ პოზიციებზე ყველაზე მცირე 15% ქალია დასაქმებული; და (iv) UWSCG-ის მიერ დაარსებულ სერვისცენტრებში მომხმარებელზე ზრუნვის განყოფილებებში დასაქმებულების ყველაზე მცირე 30% ქალია. მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 19. მსესხებელი და UWSCG (ა) პროექტის მიზნებიდან გამომდინარე უნდა იცავდნენ ADB-ს ანტიკორუფციულ პოლიტიკას (1998, შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით). ეთანხმება რა, რომ ADB-ს ჰქონდეს უფლება საკუთარი ძალებით ან აგენტების საშუალებით გამოიკვლიოს პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი კორუფციის, თაღლითობის, ფარული მოლაპარაკების ან ძალადობის ფაქტი; (ბ) ითანამშრომლონ ასეთი სახის ნებისმიერ გამოძიებასთან და გაუწიოს ყველანაირი საჭირო დახმარება გამოძიების წარმატებით დასრულების მიზნით.  20. ამ მიზნით მსესხებელმა და UWSCG უნდა უზრუნველყონ, რომ ADB-ს მიერ პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ყველა კონტრაქტი და საკონკურსო დოკუმენტი მოიცავდეს ADB-სთვის მისაღებ ანტიკორუფციულ დებულებებს, რომლებშიც აღწერილია ADB-ს უფლება პროექტის განმახორციელებელი სააგენტოების, ყველა კონტრაქტორის, მომწოდებლისა და კონსულტანტების, ასევე სხვა მომსახურების პროვაიდერების პროექტთან დაკავშირებული საბუთებისა და ანგარიშების აუდიტირებისა და შემოწმების შესახებ.  21. მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ UWSCG-მ განათავსოს საკუთარ ვებგვერდზე ინფორმაცია (ა) ტენდერის პროცედურებზე, მონაწილეებზე და გაფორმებულ კონტრაქტებზე; (ბ) პროექტის ფარგლებში ჩამორიცხული თანხების გამოყენებაზე; (გ) პროექტის პროგრესთან დაკავშირებით; და (დ) უსაფრთხოების საკითხებზე, ნებისმიერი გარემოსდაცვითი და/ან სოციალური უსაფრთხოების გეგმების ჩათვლით, რაც მიზანშეწონილია მომზადდეს პროექტისთვის.