ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 |
|
2016 წლის 5 თებერვალი ქ. გორი |
|
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის გერბის
აღწერილობა
გერბის ფარი გადაკვეთილია ჰორიზონტალურად ქონგურისებურად ორ ნაწილად – ლაჟვარდის და მეწამულ ველებად.
I ნაწილის ლაჟვარდის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს გასაღები და ვერცხლის მთა.
II ნაწილის მეწამულ ველზე გამოსახულია ორი მდინარის შეერთება ვერცხლის სტილიზებული ტალღოვანი შემცირებული სარტყლით.
ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს გარს არტყია შესამკობელი – ვაზის ფოთლების ვერცხლის ორნამენტი.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი ,,გორი“.
სადევიზო ბაფთის ორივე მხარეს გამოსახულია ორი მცირე მეწამული ჰერალდიკური ჯვარი.
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის დროშა
აღწერილობა
მეწამულ ველზე გამოსახულია ვერცხლის მარჯვნივ გადაბრუნებული ორკაპისებრი ჰერალდიკური ჯვარი, რომელიც დროშას ჰყოფს სამ ნაწილად.
დროშის მარჯვენა ნაწილში, ლაჟვარდის ველზე, ჯვრის მკლავებს შორის გამოსახულია ოქროს გასაღები.
დროშის პროპორციები: 2:3
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.04.2018.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“?
- „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 05.02.2016. მიმღები ორგანო — ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №10. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.174.016146.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 13.04.2018-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.04.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“, №10, 05.02.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.174.016146 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.04.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3184128/