ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.02.2016
ძალის დაკარგვა 12.07.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.170.016174
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/02/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია | ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 06.07.2018
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2016 წლის 5 თებერვალი
ქ. ზუგდიდი
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების
წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ ა.დ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს საპატიო ზუგდიდელის, ზუგდიდის საპატიო მოქალაქის და დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს თანდართული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესი.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია
დანართი
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს საპატიო ზუგდიდელის, ზუგდიდის საპატიო მოქალაქის და დამსახურებული მოღვაწის მინიჭების სამართლებრივ საფუძვლებს და მისი განხილვის წესს.
2. საპატიო წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვან ფიზიკურ პირს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური აღმსარებლობისა.
3. საპატიო ზუგდიდელის წოდება შეიძლება მიენიჭოს ქალაქ ზუგდიდში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს:
ა) განსაკუთრებული დამსახურება ქალაქ ზუგდიდის ან/და საქართველოს წინაშე;
ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ქალაქ ზუგდიდის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში;
გ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ქალაქ ზუგდიდთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში.
4. ზუგდიდის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არ ცხოვრობს ქალაქ ზუგდიდში, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს:
ა) განსაკუთრებული დამსახურება ქალაქ ზუგდიდის ან/და საქართველოს წინაშე;
ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ქალაქ ზუგდიდის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში;
გ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ქალაქ ზუგდიდთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში.
5. დამსახურებული მოღვაწის წოდება (მაგ. დამსახურებული ექიმი, დამსახურებული პედაგოგი, დამსახურებული არქიტექტორი და სხვა) შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც იმსახურებს საზოგადოების მხრიდან აღიარებას და მადლობის გამოცხადებას შესაბამის პროფესიულ სფეროში (დარგში) თავისი ხანგრძლივი ან/და წარმატებული საქმიანობის გამო.
6. საპატიო წოდება მიენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ. დაუშვებელია საპატიო წოდების მინიჭება პირის გარდაცვალების შემდეგ.
მუხლი 2🔗
საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები
1. საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს:
ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს;
ბ) მუნიციპალიტეტის მერს;
გ) საკრებულოს თავმჯდომარეს;
დ)საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;
ე) საინიციატივო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით.
2. კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთოდეს:
ა) „საპატიო წოდების“ მისანიჭებლად კანდიდატურის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით;
ბ) ბიოგრაფიული მონაცემები;
გ) კანდიდატის ღირსების ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები;
დ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და წერილობითი თანხმობა;
ე) კანდიდატის 2 (ორი) ფოტოსურათი ზომით 3X4.
მუხლი 3🔗.
საპატიო წოდების მინიჭება
1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ქალაქ ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის მერიას
.
2. წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი
საპატიო წოდების მინიჭების სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან საკრებულოს, მერიის და საზოგადოების წარმომადგენლები პარიტეტულ საწყისებზე. კომისიას თავმჯდომარეობს ქალაქ ზუგდიდის მუნიციალიტეტის მერი. კომისია საპატიო წოდების მინიჭების თაობაზე დასკვნას წარუდგენს მერს.
3. ქალაქ ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის მერი საპატიო წოდების
მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებს ბრძანების სახით.
4
. საპატიო წოდების
დამადასტურებელი მოწმობის:
ა)
ფორმას ბრძანებით ამტკიცებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი;
ბ)
დამზადებას უზრუნველყოფს ქალაქ ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის მერია
.
მუხლი 4🔗.
საპატიო წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული სხვა დებულებანი
1. საპატიო წოდების მინიჭებისას მიმღებს გადაეცემა შესაბამისი სიგელი და სამკერდე ნიშანი, რომლის დამზადებას მერის შესაბამისი ბრძანების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში უზრუნველყოფს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაცია.
2. საპატიო წოდების დამადასტურებელ სიგელზე ქალაქ ზუგდიდის თვითმმართველობის სახელით ხელს აწერს ქალაქის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. იგი დასტურდება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის ბეჭდით.
3. საპატიო წოდება მიმღებს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე. საპატიო წოდების გადაცემაზე უფლებამოსილი პირებია ქალაქ ზუდიდის მუნიციპალიტეტის მერი და ქალაქ ზუდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
4. საპატიო წოდების მიმღებს, წოდების მინიჭების დღეს შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქარი ან /და ფულადი ჯილდო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადგენილი წესით.
5. საპატიო წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები უნდა შესრულდეს სპეციალურ წიგნში სახელწოდებით – „საპატიო წოდება“, რომლის ელექტრონული ვერსია უნდა განთავსდეს შესაბამისად ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ვებგვერდზე.
6. წიგნში ჩანაწერებს უზრუნველყოფს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაცია, სადაც აისახება საპატიო წოდების შესახებ სრული ინფორმაცია (ფოტოსურათი, ბიოგრაფია და ცნობები თუ რა დამსახურებისთვის მიენიჭა პირს ეს წოდება).
მუხლი 5🔗.
საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის საფუძვლები
1. პირს შეიძლება ჩამოერთვას საპატიო წოდება, თუ მის მიერ ჩადენილ იქნა:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახ ჩადენილი დანაშაული;
ბ) საქართველოს სახელმწიფო ან ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები;
გ) ზოგადზნეობრივი ნორმები, პატივისა და ღირსების შემლახავი ქმედება;
დ) საკუთარი სურვილით.
2. საპატიო წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ბრძანებით, კომისიის დასკვნის საფუძველზე.