განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამით დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.02.2016
გამომცემი ორგანო ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.170.016175
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/02/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 674 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტებისათვის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიის დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 02.03.2026 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა” (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისების და სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 85% 09.02.2021 ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 85% 14.09.2022 ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების 2026 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 85% 26.12.2025 ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ჯილდოს გაცემისა და ახალგაზრდული ინიციატივების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 84% 02.02.2018

დოკუმენტის ტექსტი

განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამით დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 2016 წლის 5 თებერვალი ქ. ზუგდიდი განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამით დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ    საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამით დაფინანსების წესი.  მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია დანართი განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამით დაფინანსების წესი ეს წესი განსაზღვრავს განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის  პირობებსა და წესებს. თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური ხელშეწყობის პროგრამა გამიზნულია იმ ახალგაზრდებისა და ბავშვებისთვის, რომლებიც განსაკუთრებულ ნიჭს ავლენენ ხელოვნების, მეცნიერების, სპორტის, მედიცინის, გამომგონებლობისა და სხვა სფეროში. მუხლი 2🔗 ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური ხელშეწყობის პროგრამაში შეიძლება მოხვდეს  7-დან 27 წლამდე  ბავშვები და ახალგაზრდები, რომლებიც არ იღებენ სხვა სტიპენდიას და გრანტს, ან/და მინიჭებული სტიპენდია და გრანტი არ არის საკმარისი მათი ნიჭისა და შესაძლებლობის  განვითარებისთვის. მუხლი 3🔗 ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური ხელშეწყობის პროგრამაში მოსახვედრად ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში  იქმნება კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან  მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის სპეციალისტები. თავი II ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური ხელშეწყობის პროგრამა - მერის სტიპენდია მუხლი 4🔗 ფინანსური ხელშეწყობის - თანადაფინანსების პროგრამაში შეიძლება მოხვდნენ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვები და   ახალგაზრდები, რომლებიც მუშაობენ ან სწავლობენ ქალაქ ზუგდიდის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლის საშუალო საფეხურზე ან სპეციალურ, უმაღლეს ან სხვა ტიპის სასწავლებელში. მუხლი 5🔗 ქალაქ ზუგდიდის მერის სტიპენდია წესდება თვეში 125 (ას ოცდახუთი) ლარი, სოციალურად დაუცველის შემთხვევაში 100 (ასი) ლარის ოდენობით, სტიპენდიანტებს სტიპენდია ეძლევათ დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად ერთი კალენდარული წლის განმავლობაში. მუხლი 6🔗 მერის სტიპენდიაზე წარდგენილი მოსწავლე ან/და სტუდენტი უნდა გამოირჩეოდეს მაღალი აკადემიური მოსწრებით, წინა წლების აკადემიური მაჩვენებლის (მოსწავლის შემთხვევაში საბაზო საფეხურის შეფასება, სრული ათოსანი) გათვალისწინებით, აქტიურად უნდა იყოს ჩართული ეროვნულ ან საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში, სასკოლო თუ საუნივერსიტეტო შემოქმედებით, ტექნიკურ, სპორტულ წრეებსა და სექციებში. თავი III ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური ხელშწყობის  პროგრამა - გრანტი მუხლი 7🔗 მერიის გრანტი, არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა, ენიჭება განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვებსა და ახალგაზრდებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი თავიანთი ნიჭისა და შესაძლებლობის განვითარებისთვის საჭიროებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას (კონკურსებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობის მისაღებად, სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობისათვის, ნაშრომისთვის, კრებულის გამოსაცემად, გამოფენის მოსაწყობად და სხვ.) მუხლი 8🔗 გრანტის მიმღები ვალდებულია წლის ბოლომდე მიზნობრივი ხარჯვის ანგარიში წარუდგინოს კომისიას. ამ ანგარიშს თან უნდა ერთოდეს სათანადო დოკუმენტაცია. მუხლი 9🔗 თავი IV განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის მერიის სპეციალური კომისიის შექმნის, კომისიის მუშაობისა და პროგრამაში მოხვედრის წესი მუხლი 10🔗 კომისიის რიცხობრივ და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს და ამტკიცებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. მუხლი 11🔗 განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეების წარდგენის უფლება აქვთ სასწავლო დაწესებულებებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და შემოქმედებით კავშირებს. მუხლი 12🔗   წარმდგენი ორგანიზაცია კომისიის სახელზე წარადგენს შემდეგ დოკუმენტაციას: ა)  განაცხადი; ბ) აკადემიური მოსწრების ფურცელი. მოსწავლის შემთხვევაში საბაზო საფეხურის შეფასება; გ) პირადობის ან/და დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი; დ) ადგილობრივ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურსებში მიღებული   ჯილდოები/დიპლომები/სერტიფიკატები/სიგელები (არსებობის შემთხვევაში); ე) სამოტივაციო წერილი; ვ) სარეკომენდაციო წერილი დარგის ორი სპეციალისტისგან (სტიპენდიანტის შემთხვევაში  სასურველია, ერთ-ერთი იყოს მოსწავლეთა ან/და სტუდენტთა თვითმმართველობისგან). მუხლი 13🔗  1. განცხადების წარდგენის ვადებს განსაზღვრავს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია და ცხადდება პრესის, ტელევიზიის ან/და მერიის ოფიციალური ვებგვერდის  საშუალებით   www.zugdidicity.gov.ge.  2.  გამოცხადებული ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განცხადებები არ განიხილება.  3. კომისია განცხადებებს განიხილავს სხდომაზე და გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრის წესით.  4. კომისიის სხდომა უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა 2/3-ზე მეტი.  5. მერის სტიპენდიის ან გრანტის მოსაპოვებლად კანდიდატურის განხილვა მიმდინარეობს ღია წესით. 6. კომისიის წევრს უფლება აქვს მოითხოვოს სხდომაზე კანდიდატის დასწრება ან დამატებითი ინფორმაციის მიღება. 7. მერის სტიპენდია ან გრანტი მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებიც მიიღებენ     კომისიის დამსწრე წევრთა ხმის უმრავლესობას. 8. შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მერიის  სტიპენდიის ან გრანტის მინიჭების თაობაზე ქალაქ ზუგდიდის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის,     ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახური ამზადებს მერიის ბრძანების პროექტს და წარუდგენს ქალაქის მუნიციპალიტეტის მერს. 9. მერის სტიპენდიის ან გრანტის დანიშვნა ხორციელდება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით. თავი V გარდამავალი დებულებანი მუხლი 14🔗 წესში ცვლილების შეტანა ან გაუქმება ხორციელედება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე.