ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ

მიღების თარიღი 10.02.2016
გამომცემი ორგანო N
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016275
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/02/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,181 სიტყვა · ~11 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
გარე რეკლამა
ხონის მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში  მდებარე  სახელმწიფო ან  ხონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში  არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე  რეკლამის გავრცელება  პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშნების, სტაბილური ტერიტორიული განთავსების  სხვა ტექნიკური  საშუალებებით,იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია „რეკლამის  შესახებ“ საქართველოს კანონით და იმ ადგილებში, სადაც გაცემული  ნებართვით შესაძლებელია  განთავსდეს რეკლამა
მუხლი 2
სარეკლამო საშუალება
პლაკატი, სტენდი, შუქფირნიში, ბილბორდი, ლაითბოქსი და გარე რეკლამის გასავრცელებლად სხვა ტექნიკური საშუალება,რომელიც განთავსებულია უძრავ ობიექტზე ან/და ობიექტის გამოყენებით
მუხლი 2
ნებართვა
ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ  მოპოვებული  ნებართვა (უფლება) განათავსოს გარე რეკლამის გასავრცელებლად  ტექნიკური საშუალება და მასზე განათავსოს გარე რეკლამა
მუხლი 2
ნებართვის მაძიებელი
ფიზიკური ან იურიდიული  პირი,რომელსაც  მოქმედი კანონმდებლობის და ამ წესის შესაბამისად სურს  სარეკლამო საშუალების განთავსების  ან/და სარგებლობის უფლების მოპოვება
მუხლი 2
აუქციონი
გარე რეკლამის განთავსების  ნებართვის გასაცემად ხონის მუნიციპალიტეტის  გამგებლის სამართლებრივი აქტით გამოცხადებული  ვაჭრობა, რომლის ჩატარების მიზანია დადგენილი ნორმების და წესების  დაკმაყოფილების ვალდებულება აღების და ყველაზე  მაღალი ფასის ( ფიქსირებული ფასი ან შემოსავლიდან პროცენტი) წარმოდგენის  საფუძველზე გამოავლინოს ის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი,რომელსაც მიეცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა
მუხლი 2
ნებართვის მფლობელი
ფიზიკური ან/და  კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც დადგენილი წესით მოიპოვა გარე  რეკლამის განთავსების ნებართვა.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (2)
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
N სანებართვო მოწმობის N
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესისა და გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმის ნიმუშის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 30.08.2019 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 11.09.2024 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 25.12.2015 ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 23.01.2015 კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, განთავსების წესის, სანებართვო მოწმობის ტიპური ფორმისა და განთავსების სანებართვო რეესტრის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 18.03.2016

დოკუმენტის ტექსტი

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს    დადგენილება №5 2016 წლის 10 თებერვალი ქ. ხონი ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი" მე-16 მუხლის  მე-2 ნაწილის „ჟ“ პუნქტის  24-ე მუხლის  მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის „რეკლამის შესახებ“ მე-6 მუხლის, საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 მიღებულ იქნეს ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  გარე რეკლამის განთავსების ნებართვა. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს  ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  გარე რეკლამის განთავსების  ნებართვის გაცემის წესი, №1 დანართის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს  ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  გარე რეკლამის განთავსების სანებართვო ფორმა, №2  დანართის შესაბამისად.  მუხლი 4🔗 დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების  სანებართვო რეესტრი, №3 დანართის  შესაბამისად. მუხლი 5🔗 ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების  სანებართვო რეესტრის წარმოება   განახორციელოს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ. მუხლი 6🔗 ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობა უზრუნველყოფს სანებართვო მოწმობის  ფორმის დაბეჭდვა-რეგისტრაციას. მუხლი 7🔗 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე დანართი 1 ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო ეს წესი შემუშავებულია „რეკლამის შესახებ“  და „ლიცენზიებისა და ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად  და განსაზღვრავს ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო  ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში  არსებულ მიწის ნაკვეთზე  ან სხვა ქონებაზე რეკლამის ნებართვის გაცემის წესს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) გარე რეკლამა – ხონის მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში  მდებარე  სახელმწიფო ან  ხონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში  არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე  რეკლამის გავრცელება  პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშნების, სტაბილური ტერიტორიული განთავსების  სხვა ტექნიკური  საშუალებებით,იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია „რეკლამის  შესახებ“ საქართველოს კანონით და იმ ადგილებში, სადაც გაცემული  ნებართვით შესაძლებელია  განთავსდეს რეკლამა; ბ) სარეკლამო საშუალება – პლაკატი, სტენდი, შუქფირნიში, ბილბორდი, ლაითბოქსი და გარე რეკლამის გასავრცელებლად სხვა ტექნიკური საშუალება,რომელიც განთავსებულია უძრავ ობიექტზე ან/და ობიექტის გამოყენებით; გ) ნებართვა – ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ  მოპოვებული  ნებართვა (უფლება) განათავსოს გარე რეკლამის გასავრცელებლად  ტექნიკური საშუალება და მასზე განათავსოს გარე რეკლამა; დ) ნებართვის მაძიებელი – ფიზიკური ან იურიდიული  პირი,რომელსაც  მოქმედი კანონმდებლობის და ამ წესის შესაბამისად სურს  სარეკლამო საშუალების განთავსების  ან/და სარგებლობის უფლების მოპოვება; ე)  გარე  რეკლამის განთავსების  ნებართვის გამცემი-ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი; ვ) აუქციონი – გარე რეკლამის განთავსების  ნებართვის გასაცემად ხონის მუნიციპალიტეტის  გამგებლის სამართლებრივი აქტით გამოცხადებული  ვაჭრობა, რომლის ჩატარების მიზანია დადგენილი ნორმების და წესების  დაკმაყოფილების ვალდებულება აღების და ყველაზე  მაღალი ფასის ( ფიქსირებული ფასი ან შემოსავლიდან პროცენტი) წარმოდგენის  საფუძველზე გამოავლინოს ის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი,რომელსაც მიეცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა; ზ) ნებართვის მფლობელი – ფიზიკური ან/და  კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც დადგენილი წესით მოიპოვა გარე  რეკლამის განთავსების ნებართვა. მუხლი 3🔗. ზოგადი დებულებანი 1. სარეკლამი საშუალება (გარე რეკლამა ) არ უნდა ჰგავდეს საგზაო ნიშნებს  და მაჩვენებლებს, მან არ უნდა გააუარესოს ამ ნიშნების,მაჩვენებლებისა და გზის ხილვადობა,საფრთხე არ უნდა შეუქმნას  ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას. 2. შენობა-ნაგებობაზე განთავსებული სარეკლამო საშუალება არ უნდა აუარესებდეს  მათ არქიტექტურულ  იერსახეს და უნდა  იყოს კონსტრუქციულად  მდგრადი,ნებისმიერი ფორმით  განთავსებული (გავრცელებული) სარეკლამო საშუალება არ უდა ამახინჯებდეს ეროვნულ და მსოფლიო  კულტურულ საგანძურში შემავალი ისტორიულ  და არქიტექტურულ ძეგლებს. 3. სარეკლამო  მასალაზე  იმ საქონლის რეკლამირებისას ,რომლის სერტიფიცირებაც აუცილებელია, უნდა გაკეთდეს აღნიშვნა „სერტიფიცირებულია“ 4. დაუშვებველია არასათანადო ან/და ისეთი  შინაარსის  გარე რეკლამის განთავსება,  რომლის განთავსებაც  (გავრცელებაც)აკრძალულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით. 5.  სარეკლამო საშუალებაზე (გარე რეკლამაზე) წარწერა შესრულებული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე. საქართველოს სახელმწიფო ენასთან ერთად, წარწერა შეიძლება შესრულდეს რომელიმე უცხო  ენაზეც (ენებზეც). უცხო ენაზე  შესრულებული წარწერა ზომით(ფორმით)  არ უნდა აღემატებოდეს   საქართველოს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას, ორენოვანი  მანათობლის წარწერის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ობიექტზე გაკეთებული ყველა  წარწერა (ქართულიც და უცხოურიც) იყოს ერთნაირ  განათებული და კითხვადი. მუხლი 4🔗. გარე რეკლამის გავრცელების გეგმა 1. ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის გავრცელების გეგმის (სარეკლამო საშუალების განთავსების  ადგილის, გაბარიტული ზომებისა და ფორმის მითითებებით)ამტკიცებს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. გარე რეკლამის გავრცელების გეგმა (რეკლამის ზომის, ფორმის და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით) შეთანხმებული უნდა იყოს: ა) საავტომობილო გზების  მმართველობის სათანადო ორგანოსთან და საგზაო  პოლიციის ტერიტორიულ ქვედანაყოფთან-რეკლამის გავრცელების ტერიტორიის საავტომობილო გზების  კუთვნილ ან მის მომიჯნავე ზოლში მდებარეობისას  (დასახლებული პუნქტების საზღვრების გარეთ); ბ)  საქართველოს ისტორიისა და კულტურის  ძეგლთა  დაცვისა და გამოქვეყნების  მთავარ სამეცნიერო  საწარმოო სამმართველოსთან  ან მისდამი დაქვემდებარებულ  სტრუქტურებთან  რეგიონებში – ბუნების, ისტორიის და კულტურის დაცვის ზონებში, ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებში. მუხლი 5🔗. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი 1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის ფორმით  და მისი მიზანია ხონის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ხონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე  გარე რეკლამის განთავსების  ნებართვა მიეცეს  ნებართვის იმ მაძიებელს,რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის  პროცესში ნებართვის გამცემს ყველაზე გაღალ ფასს შესთავაზებს. 2. გარე რეკლამის განთავსების  ნებართვის მოსაპოვებლად  აუქციონის გამოცხადება  ხდება ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის  ინდივიდუალური-ადმინისტარაციულ- სამართლებრივი აქტით . 3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის   გაცემის თაობაზე  აუქციონის ჩატარებისას  წინამდებარე წესის თავისებურებათა  გათვალისწინებით გამოიყენება „ხონის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი  საპრივატიზებო  საფასურის ქირის  საფასურის, ქირის საწყისი საფასურის  განსაზღვრისა და  და ანგარიშსწორების  წესის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლის  №5 დადგენილებით  განსაზღვრული წესები. 4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის   გაცემა  მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით „რეკლამის შესახებ“ საქართველოს  კანონის, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და  წინამდებარე წესის შესაბამისად. 5. გარე რეკლამის  განთავსების ნებართვას აუქციონში  გამარჯვებულ პირზე  დადგენილი წესით გასცემს ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 6. ამ წესის შესაბამისად  გაცემული გარე რეკლამის განთავსების საფუძველზე  სარეკლამო  საშუალების  განთავსების  საკითხები რეგულირდება მოქმედი  სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად. 7. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის   გაცემასთან დაკავშირებით წინამდებარე წესით  განსაზღვრული დისკრეციულ უფლებამოსილებათა ფარგლებში  ყველა გადაწყვეტილება  (კონკრეტულ შემთხვევაში ნებართვა უნდა გაიცეს გარე რეკლამის გავრცელების გეგმის საფუძველზე თუ მის გარეშე  და სხვა) დადგენილი წესით მიიღება ხონის მუნიციპალტეტის გამგებლის მიერ. მუხლი 6🔗. ნებართვის ობიექტი და საწყისი ფასი 1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონის ფორმით ობიექტი შეიძლება იყოს: ა) გარე რეკლამის განსათავსებელი ერთი ტექნიკური საშუალება; ბ) ერთ ლოტში შემავალი რამდენიმე ტექნიკური საშუალება; გ) უფლება,რომ ხონის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში ნებართვის მფლობელმა  განათავსოს გარე რეკლამის განსათავსებელი  ტექნიკური საშუალება. 2. გარე რეკლამაზე მითითებული უნდა იყოს  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს  მიერ  რეკლამის გამავრცელებელზე გაცემული  ნებართვის ნომერი. 3.  ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“  და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარე რეკლამის განსათავსებელი  ტექნიკური საშუალებების  განთავსების ადგილები  განისაზღვრება  წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული გარე რეკლამის  განთავსების გეგმით. 4. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“  და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარე რეკლამის განსათავსებელი  ტექნიკური საშუალებების  განთავსების ადგილები და მის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხები, როგორც წესი, განისაზღვრება  წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული გარე რეკლამის  განთავსების გეგმით, ხოლო მისი მთლიანად  ან ნაწილობრივ არარსებობის შემთხვევაში, გარე რეკლამის განთავსების გეგმით  გაუთვალისწინებელ ნაწილში  გარე რეკლამის განსათავსებელი  ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები  განისაზღვრება ნებართვის მფლობელის  მიერ  ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხბებით. აღნიშნულიდან გამომდინარე  გარე რეკლამის ფანთავსების ადგილების განსაზღვრა  შესაძლებელია  ერთდროულად ან  ან ეტაპობრივად. 5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე  გაცემის საწყისი ფასი განისაზღვრება  გასაცემი სარეკლამო საშუალებების  1 კვ.მ-ზე  განსაზღვრული შესაბამისი ფასის  გამრავლებით  სარეკლემო საშუალებების  საერთო ფართობთან კვადრატულ  მეტრებში. 6. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე  გაცემის  საწყისი ფასი  გასაცემი სარეკლამო საშუალების  1 კვ.მ-ზე ყოველ სანებართვო წერილზე  ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  განისაზღვროს  60/სამოცი/ ლარის ოდენობით. 7. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასს  ნებართვის მფლობელი  იხდის ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის  შესაბამის სახაზინო ანგარიშზე. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის  ფასის გადახდის საკითხები  დეტალურად განისაზღვრება აუქციონის გამოცხადების  შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტით. მუხლი 7🔗. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ვადა გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების  ვადა განისაზღვრება არანაკლებ 1 წლისა და არა  უმეტეს 5 წლის ვადით. გარე რეკლემის განთავსების  ნებართვის მოქმედების  კონკრეტული ვადა  განისაზღვრება  გარე რეკლამის  ნებართვის  გაცემის შესახებ აუქციონის გამოცხადების თაობაზე  გაცემული სამართლებრივი აქტით. მუხლი 8🔗. გარე რეკლამის განთავსების ნებართვასთან დაკავშირებით  დაწესებული  საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვები 1. გარე რეკლამის განთავსების  ადგილების  განსაზღვრა  ან/და  ამ ადგილზე გარე რეკლამის  განთავსების ნებართვის გაცემა არ კრძალავს  ამ ადგილების გამოყენებას  კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხების, წყლისა და კანილიზაციის  სისტემები, ელექტროგადამცემი  ხაზები  და სხვა ხაზოვანი  ნაგებობები) ობიექტების  სამშენებლო (ახალი  მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისთვის გარე რეკლამის ადგილების გამოყენებასთან დაკავშირებით  ამ პუნქტით  გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენა შესაბამის   ნაწილში  გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს. 2. გარე რეკლამის განთავსების  ადგილების  განსაზღვრა  ან/და  ამ ადგილზე გარე რეკლამის  განთავსების ნებართვის გაცემა  უფლებამოსილ ორგანოს  ან უზღუდავს  ან/და უკრძალავს  მიიღოს გადაწყვეტილება  ამა თუ იმ ადგილისათვის (ადგილებისათვის)  გარე რეკლამის განთავსების  ადგილის სტატუსის  გაუქმების შესახებ ან/და გამოიყენოს იგი რაიმე სხვა  დანიშნულებით ან/და  გაასხვისოს იგი. კონკრეტული ადგილისათვის (ადგილებისთვის) გარე რეკლამის განთავსების  ადგილის  სტატუსის გაუქმებასთან  დაკავშირებით ამ პუნქტის გათვალისწინებულ შემთხვევაში   მიღებული გადაწყვეტილება  წარმოადგენს შესაბამის ნაწილში გარე რეკლამის განთავსების  ნებართვის ძალადაკარგულად  გამოცხადების საფუძველს. 3. ამ მუხლით  გათვალისწინებული შეზღუდვების  შესახებ უნდა მიეთითოს  გარე რეკლამის  განთავსების ნებართვის გაცემის თაობაზე  გამოცხადებულ სააუქციონი პირობებში და  აუქციონში  გამარჯვების  დამადასტურებელ ოქმში . მუხლი 9🔗. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა 1. სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა  და ზედამხედველობის  სამსახური, საქართველოს  კანონმდებლობის, ხონის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს და  ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. 2. გარე რეკლამის განთავსების  სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს  პასუხისმგებლობას  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. გარე რეკლამის განთავსების  ნებართვის მთლიანად  ან ნაწილობრივ გაუქმების შესახებ, ასევე მასში შესაბამისი  ცვლილებების  ან/და  დამატებების შეტანის თაობაზე  გადაწყვეტილებას იღებს  ნებართვის გამცემი, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ხონის მუნიციპალიტეტის  მხრიდან  ცალმხრივი გაუქმების საფუძველია: ა) გაფრთხილების მიუხედავად  დაწესებულ ვადაში  სანებართვო  პირობების შეუსრულებლობა. მათ შორის  გაფრთხილების მიუხედავად  სანებართვო პირობების  განმეორებით დარღვევა; ბ) დაკისრებული პირგასამტეხლოს  დაწესებულ ვადაში გადაუხდელობა გ) გაფრთხილობის მიუხედავად  წინამდებარე წესის  მოთხოვნის დარღვევა; დ) უფლებამოსილი ორგანოს  მიერ მიღებული  გადაწყვეტილება, რომლითაც ამა თუ იმ ადგილს  (ადგილებს) მოეხსნა  გარე რეკლამის განთავსების  ადგილის სტატუსი; ე) გარე რეკლამის განთავსების ადგილი საჭიროა  კომუნალური ინფრასრტუქტურის  (სანიაღვრე არხები, წყლისა და კანილიზაციის  სისტემები,  ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისთვის; ვ) საქართველოს სამოქალაქო  კოდექსით  გათვალისწინებული სხვა საფუძველი. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის  „დ“  „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით  გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის ხონის მუნიციპალიტეტის მიერ  ცალმხრივად გაუქმების  დროს ნებართვის მფლობელს  არ უბრუნდება  უკვე გადახდილი ნებართვის ფასი და არ წარმოეშობა ზიანის ანაზღაურების  მოთხოვნის უფლება, თუნდაც აღნიშნული  არ იყოს  გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო  პირობებით. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის  „დ“  „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით  გათვალისწინებულ შემთხვევაში  ნებართვის ხონის   მუნიციპალიტეტის მიერ  ცალმხრივად გაუქმების დროს ნებართვის მფლობელს უფლება აქვს წაიღოს  გარე რეკლამის განთავსების  ადგილზე  მის მიერ განთავსებული ნივთები. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ „ბ“ და „გ“  ქვეპუნქტებით  გათვალისწინებულ შემთხვევაში  ნებართვის ხონის მუნიციპალიტეტის მიერ  ცალმხრივად გაუქმების დროს, ნებართვის მფლობელს  უფლება არ აქვს წაიღოს  გარე რეკლამის განთავსების  ადგილზე  მის მიერ განთავსებული ნივთები, ამასთან მას არ უბრუნდება  უკვე გადახდილი  ნებართვის  ფასი და აუნაზღაურდება გარე რეკლამის განთავსების ადგილზე  მის მიერ განთავსებული ნივთების  ღირებულება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამის სანებართვო პირობებით. მუხლი 10🔗. კერძო მიწის ნაკვეთზე ან/და ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების წესი 1. ფიზიკური და კერძო  სამართლის იურიდიული პირის და სხვა ორგანიზაციული  წარმონაქმნების საკუთრებაში  არსებული მიწის ნაკვეთზე  ან/და სხვა უძრავ ქონებაზე  გარე რეკლამის განთავსების  საკითხი  საჭიროებს ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელთან სავალდებულო შეთანხმებას. 2. ფიზიკური და კერძო  სამართლის იურიდიული პირის და სხვა ორგანიზაციული  წარმონაქმნების საკუთრებაში  არსებული მიწის ნაკვეთზე  ან/და სხვა უძრავ ქონებაზე  გარე რეკლამის განთავსებით  დაინტერტესებულმა პირმა  ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის  არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურს  2 ეგზემპლარად უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის მოწმობის ასლი  (იურიდიული პირის შემთხვევაში დირექტორის) (ხელმძღვანელის) პირადობის მოწმობის ასლი; ბ)  საკუთრებაში არსებული მიწის  ნაკვათის ან/და  სხვა უძრავი ქონების ამონაწერი  საჯარო რეესტრიდან  და საკადასტრო გეგმა (საერთო საკუთრებაში  არსებულ ქონებაზე  ასევე სხვა თანამესაკუთრეების  მიერ  დადგენილი წესით გაცემული თნხმობა); გ) საკუთრებაში არსებული მიწის  ნაკვეთის ან/და  სხვა უძრავი ქონების სიტუაციური გეგმა (A3 ფორმატზე, ფერადი) სათანადო დეტალიზაციითა  და სამეზობლო  საზღვრების ჩვენებით; დ) იურიდიული პირის შემთხვევაში  დამატებითი  იურიდიული პირის წესდების  სათანადო  წესით დამოწმებული ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო  იურიდიულ პირთა რეესტრიდან; ე) გარე რეკლამის პროექტი (ესკიზი) A3 ფორმატზე, ფერადი. 3. ფიზიკური  ან კერძო  სამართლის იურიდიული პირის  ან სხვა  ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე  ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის  განთავსების  საკითხზე გადაწყვეტილებას  წერილის სახით იღებს  ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი. გარე  რეკლამის განთავსების  ან განთავსებაზე  უარის შესახებ გადაწყეტილება მიიღება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენიდან 14 სამუშაო დღის ვადაში, გადაწყვეტილების   პროექტს  ამზადებს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის  არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი. მიღებული   გადაწყვეტილება  (წერილის  ასლი) ეგზავნება განმცხადებელს, რომელსაც  დადებითი გადაწყვეტილების  შემთხვევაში  თან ერთვის განმცხადებლის  მიერ წარმოდგენილი  დოკუმენტაციის გამგეობის შესაბამისი ბეჭდით დამოწმებული 1 ეგზემპლარი. 4. ფიზიკური ან  კერძო  სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ვალდებულია, საკუთრებაში  არსებული მიწის ნაკვეთზე  ან/და სხვა უძრავ ქონებაზე  გარე რეკლამის განთავსების დროს დაიცვას წინამდებარე წესით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და მოთხოვნები. მუხლი 11🔗. გარდამავალი დებულებები 1. წინამდებარე წესის  ძალაში შესვლამდე განხორციელებული ნებისმიერი ქმედება (გარე რეკლამის სანაბართვო პირობების  დარღვევა და გარე რეკლამის განთავსება შესაბამისი ნებართვის გარეშე და სხვა), რომელიც  ვერ აკმაყოფილებს  წინამდებარე  წესის  მოთხოვნებს, ითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად, ასეთის არსებობის შემთხვევაში სამართალდამრღვევებს ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე  განესაზღვროთ ვადა 30 სამუშაო დღის ოდენობით, რათა მათ მიერ, ამ წესის შასაბამისად  მოპოვებული იქნეს გარე რეკლამის უფლება. 2. ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  წინამდებარე წესის ძალაში შესვლამდე  განთავსებული გარე რეკლამა, რომლებიც  ვერ აკმაყოფილებს  წინამდებარე წესის მოთხოვნებს,  წინამდებარე წესის მოთხოვნებთან შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი წესის ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  გარე რეკლამის განთავსება ჩაითვლება გარე რეკლამის სანებართვო პირობების  დარღვევად ან/და გარე რეკლამის  განთავსებად შესაბამისი ნებართვის გარეშე. დანართი 2 ხონის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო ფორმა საქართველო ხონის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნ ე ბ ა რ თ ვ ა N (ფორმა) ეძლევა_________________________________________________________________________ ნებართვის მიმღები  და მისი  მისამართი ________________________________________________________________________________ საფუძველი______________________________________________________________________ ნებართვის მოქმედების ვადა _____________________ დან       ______________________მდე ნებართვა შედგენილია სამ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა  ნებართვის მიმღებს, ხოლო თითო ეგზემპლარი ინახება ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში. სანებართვო პირობები: _________________________________________________________________________ ნებართვა გაცემულია 20--წლის_______________________ _____________________________                                                              ___________________________________ ნებართვის მიმღები                                                                                    ნებართვის გამცემი ბეჭდის ადგილი დანართი 3 ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეესტრის ფორმა ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეესტრი N სანებართვო მოწმობის N ნებართვის გაცემის ცვლილების/გაუქმების საფუძველი და თარიღი ნებართვის გამცემი უფლებამოსილი პირი (სახელი, გვარი) ნებართვის გაცემის იურიდიული მისამართი მონაცემები ნებართვის მიღების შესახებ: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულიპირთა  რეესტრიდან ინდივიდუალური მეწარმისათვის ან იურიდიული პირისათვის (სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისთვის) ნებართვის მიმღების საფირმო სახელწოდება (სახელი, გვარი) ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმა მონაცემები ნებართვის მიმღების  შესახებ: სახელი გვარს, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე ფიზიკური  პირისათვის ინფორმაცია ნებართვის მიმღების  მისამართის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ