„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის N4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ბრძანება №01/166 |
|
2016 წლის 9 თებერვალი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის N2 ბრძანებით (სსმ III, 2001წ, N18, მუხლი 156) დამტკიცებულ „სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულებაში“ (შემდგომში – დებულება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოში სახელმწიფოებრივი ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში პროგრამებისა და პროექტების განსახორციელებლად ფინანსური მხარდაჭერის მოსაპოვებელი კონკურსი ბავშვებსა და ახალგაზრდებზე, აგრეთვე მათ კავშირებზე სახელმწიფო ზრუნვის გამოხატულებაა და წარმოადგენს სტიმულირების ფორმას კავშირების წევრთა საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში მონაწილეობისათვის. 2. სახელმწიფოს მიერ ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში განსახორციელებელი პროგრამებისა და პროექტების დაფინანსება – ეს არის საქართველოს ხელისუფლების მიერ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისათვის, სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მიზნით, ფინანსური სახსრების გადაცემა, „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 2. დებულების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან ფინანსური მხარდაჭერისთვის მიღებული თანხა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ პროგრამების პროექტში განსაზღვრული მიზნებისათვის.“. 3. დებულების მე-8 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) პროექტის შესახებ არანაკლებ ერთი სარეკომენდაციო წერილი;“. 4. დებულებიდან ამოღებულ იქნენ მე-13 და მე-14 პუნქტები. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|