„შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის“ დასაფინანსებლად რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკიდან (IBRD) მისაღები სესხის ფინანსური პირობების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№105
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020759
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №105

2016 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

„შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის“ დასაფინანსებლად რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკიდან (IBRD) მისაღები სესხის ფინანსური პირობების შესახებ

მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის“ დასაფინანსებლად რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკიდან (IBRD) სესხის მიღების შესახებ, შემდეგი ძირითადი ფინანსური პირობებით:

სესხის ხანგრძლივობა:

 

24 წელი (მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი 15 წელი);

საპროცენტო განაკვეთის ტიპი:

 

Libor-ზე დაფუძნებული ცვლადი განაკვეთი (Libor+Variable Spread);

სესხის ვალუტა:

 

აშშ დოლარი;

ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო:

 

0,25% სესხის მთლიან თანხაზე;

სესხის ვალდებულების გადასახადი (Commitment fee):

 

0.25% ერიცხება სესხის აუთვისებელ თანხას;

 

კონვერსიის შესაძლებლობა:

 

გათვალისწინებულ იქნეს სასესხო ხელშეკრულებაში.

პრემიერ-მინისტრი                გიორგი კვირიკაშვილი