„ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის“ დასაფინანსებლად რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის ფინანსური პირობების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №549
2014 წლის 2 აპრილი
ქ. თბილისი
„ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის“ დასაფინანსებლად რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის ფინანსური პირობების შესახებ
მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება „ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის“დასაფინანსებლად რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკიდან (IBRD) მისაღები სესხის თაობაზე, შემდეგი ძირითადი ფინანსური პირობებით:
სესხის ხანგრძლივობა: 25 წელი (მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი – 10 წელი);
საპროცენტო განაკვეთის ტიპი: Libor-ზე დაფუძნებული ცვლადი განაკვეთი (Libor+Variable Spread);
სესხის ვალუტა: აშშ დოლარი;
ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო: 0,25% სესხის მთლიან თანხაზე;
კონვერსიის შესაძლებლობა: იქნეს გათვალისწინებული სასესხო ხელშეკრულებაში.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი