სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.02.2016 ძალადაკარგული 30.01.2017
გამომცემი ორგანო
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
370020000.35.108.016259
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2016 წლის 12 თებერვალი

ქ. სენაკი

 

სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ე“ პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგინდეს სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №1).
მუხლი 2
დამტკიცდეს ქ. სენაკის ტერიტორიის ზონირება (დანართი №2).
მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 თებერვლის №10 დადგენილება.
მუხლი 4
 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერი ლაშქარავა



 

    დანართი №1

 

სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

1.  სენაკის მუნიციპალიტეტის (შემდეგში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნორმატიული ფასი (შემდეგში – მიწის ნორმატიული ფასი) 1 (ერთი) კვადრატული მეტრი მიწის ფართობისათვის გამოიანგარიშება შემდეგი x ფორმულით: CN=IMG x ITL x C x K, სადაც:

        ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

        ბ) IMG არის ქ. სენაკის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,58-ს;

        გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:

        გ.ა) ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს;

        გ.ბ) შუალედური ზონისათვის – 1-ს;

        გ.გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,7-ს;

        დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო  განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

        ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში  უდრის 120-ს.

2. ამ დადგენილების დანართი №1-ის პირველი პუნქტის მიხედვით ქ. სენაკში მიწის ნორმატიული ფასი  დადგინდეს შემდეგი სახით:

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

ცენტრალური ზონა

0,58

1,3

0,24

120

21,72

შუალედური ზონა

0,58

1

0,24

120

16,70

პერიფერიული ზონა

0,58

0,7

0,24

120

11,70

 

3. სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. სენაკის შუალედური  ზონისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 5,01 ლარს.
4. სენაკის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. სენაკის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 4,18 ლარს.
5. სენაკის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. სენაკის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით  და იგი შეადგენს 8,35 ლარს.  ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-3 და მე-4 პუნქტებით  დადგენილი ფასი.

 

დანართი 2

ქ. სენაკის ზონების აღწერა
 

ცენტრალური ზონა

1. მშვიდობის ქუჩა №156-197-დან ბოლომდე;

2. მიშა ღვინჯილიას ქუჩა;

3. ილია ჭავჭავაძის ქუჩა (აკაკი ხორავას ქუჩიდან დავით აღმაშენებლის ქუჩამდე);

4. შოთა რუსთაველის ქუჩა (აკაკი ხორავას ქუჩიდან ბოლომდე);

5. ცოტნე დადიანის ქუჩა;

6. ნოე შონიას ქუჩა (აკაკი ხორავას ქუჩიდან ბოლომდე);

7. დავით აღმაშენებლის ქუჩა დასაწყისიდან ზვიად გამსახურდიას ქუჩამდე  I შესახვევით;

8. ვახტანგ გორგასლის ქუჩა დასაწყისიდან დავით აღმაშენებლის ქუჩამდე;

9. ბათუმის ქუჩა;

10. ალექსანდრე პუშკინის ქუჩა;

11. ეგნატე ნინოშვილის ქუჩა;

12. ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა დასაწყისიდან ზვიად გამსახურდიას ქუჩამდე;

13. არჩილ ჯორჯაძის ქუჩა;

14. დავით ვაჰანიას ქუჩა დასაწყისიდან ცოტნე დადიანის ქუჩამდე;

15. აკაკი წერეთლის ქუჩა;

16. მიხეილ ქურდოვანიძის ქუჩა დასაწყისიდან ცოტნე დადიანის ქუჩამდე;

17. ახალგაზრდობის ხეივანი;

18. ვახტანგ გოგოლაძის სახელობის მოედანი;

19. წმინდა ნინოს ქუჩა;

20. მერაბ კოსტავას ქუჩა (ცოტნე დადიანის ქუჩიდან მშვიდობის ქუჩამდე);

21. თამაზ კანკიას ქუჩა;

22. თავისუფლების ქუჩა;

23. იაკობ გოგებაშვილის ქუჩა ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან  შოთა რუსთაველის ქუჩამდე;

24. შოთა რუსთაველის ქუჩის I და II ჩიხი;

25. შოთა ჩიქობავას ქუჩა;

26. ნესტორ ესებუას ქუჩა;

27. სოსო გეგელიას ქუჩა;

28. აკაკი ხორავას ქუჩა;

29. აპალონ გუნიას ქუჩა.

შუალედური ზონა

1. შოთა რუსთაველის ქუჩა დასაწყისიდან აკაკი ხორავას ქუჩამდე;

2. ზურაბ ნაფეტვარიძის ქუჩა;

3. ნიზან ცერცვაძის ქუჩა შესახვევით;

4. გივი კარტოზიას ქუჩა;

5. ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩა;

6. ნიკო ფიროსმანის ქუჩა;

7. აბესალომ საჯაიას ქუჩა;

8. ალექსანდრე დავითაიას ქუჩა;

9. დუტუ მეგრელის ქუჩა;

10. სამეგრელოს ქუჩა;

11. კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა;

12. გიორგი ურიდიას ქუჩა;

13. ომიანე კაჭარავას ქუჩა;

14. ფოთის ქუჩა;

15. ვახტანგ მეფის ქუჩა;

16. უნივერსტიტეტის ქუჩა;

17. რაკვერეს ქუჩა;

18. დავით ჭონქაძის ქუჩა;

19. დამიანე ჯიჯელავას ქუჩა;

20. ნიკო კეცხოველის ქუჩა;

21. კონსტანტინე სანაიას ქუჩა;

22. მერაბ კოსტავას ქუჩა მშვიდობის ქუჩიდან ბოლომდე;

23. გია ნადარეიშვილის ქუჩა;

24. გიორგი ლეონიძის ქუჩა;

25. რომან რუსიას ქუჩა;

26. დედის ქუჩა;

27. მოსე ნაროუშვილის ქუჩა;

28. სამტრედიის ქუჩა;

29. მშვიდობის ქუჩა დასაწყისიდან №156-მდე (შესახვევებით);

30. ალექსანდრე არჩაიას ქუჩა;

31. იგორ ნარმანიას ქუჩა;

32. ანტონ ნადარეიშვილის ქუჩა;

33. შავი ზღვის ქუჩა (შესახვევებით);

34. ილია ჭავჭავაძის ქუჩა დავით აღმაშენებლის ქუჩიდან ბოლომდე;

35. ილია ჭავჭავაძის ქუჩა გიორგი ჭყონდიდელის ქუჩიდან აკაკი ხორავას ქუჩამდე;

36. ტეხურის ქუჩა;

37. ვახტანგ გორგასლის ქუჩა დავით აღმაშენებლის ქუჩიდან ბოლომდე;

38. გიორგი ბრწყინვალის ქუჩა;

39. არქეოპოლისის ქუჩა;

40. სოლომონ შამათავას ქუჩა (შესახვევით);

41. აკაკი ელიავას ქუჩა (შესახვევით);

42. სიმონ ჩიქოვანის ქუჩა;

43. ალექსი ბერის ქუჩა;

44. მედეას ქუჩა;

45. მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა;

46. ნოკო ხურციას ქუჩა;

47. სულხან-საბას ქუჩა;

48. არსენას ქუჩა;

49. დავით ლოლუას ქუჩა ჩიხით;

50. დავით კლდიაშვილის ქუჩა;

51. თეოფანე დავითაიას ქუჩა;

52. აპოლონ გარუჩავას ქუჩა;

53. მიხეილ ლერმონტოვის ქუჩა (შესახვევით);

54. ზუგდიდის ქუჩა (შესახვევით);

55. დავით აღმაშენებლის ქუჩა ჩიხებით ზვიად გამსახურდიას ქუჩიდან ბოლომდე;

56. ზვიად გამსახურდიას ქუჩა;

57. ლევან II დადიანის ქუჩა (შესახვევით);

58. სანკტ-პეტერბურგის ქუჩა;

59. თბილისის ქუჩა ჩიხებით;

60. ვაჟა-ფშაველას ქუჩა;

61. ბაგრატიონის ქუჩა;

62. ნოე ცხვიტავას ქუჩა;

63. ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა;

64. ძმები კანკავების ქუჩა;

65. კალისტრატე გრიგოლიას ქუჩა;

66. ჟიული შარტავას ქუჩა;

67. დომენტი ქობალავას ქუჩა;

68. ქუთაისის ქუჩა ჩიხებით;

69. ლევან თეფანიას ქუჩა ჩიხით;

70. ვარლამ განგიას ქუჩა;

71. ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩა;

72. დავით ვაჰანიას ქუჩა ცოტნე დადიანის ქუჩიდან ბოლომდე;

73. მიხეილ ქურდოვანიძის ქუჩა ცოტნე დადიანის ქუჩიდან ბოლომდე;

74. მერაბ კოსტავას ქუჩა დასაწყისიდან ცოტნე დადიანის ქუჩიდან ბოლომდე;

75. სოხუმის ქუჩა;

76. კონსტანტინე ლესელიძის ქუჩა;

77. ვენე არჩაიას ქუჩა ჩიხებით;

78. გუბაზ მეფის ქუჩა ჩიხით;

79. ანა კალანდაძის ქუჩა;

80. 26 მაისის ქუჩა;

81. ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა;

82. ბორჯომის ქუჩა ჩიხებით;

83. სენაკის ქუჩა;

84. იაკობ გოგებაშვილის ქუჩა შოთა რუსთაველის ქუჩიდან ბოლომდე;

85. სურამის ქუჩა;

86. დავით გურამიშვილის ქუჩა;

87. ალექსანდრე წურწუმიას ქუჩა;

88. აქვსენტი ცაგარელის ქუჩა;

89. აგარაკის ქუჩა;

90. ალეკო შენგელიას ქუჩა;

91. ლეო ქიაჩელის ქუჩა;

92. ტიციან ტაბიძის ქუჩა;

93. აკაკი ხორავას ჩიხი;

94. გოჩა კაშიბაძის ქუჩა;

95. სერგო შენგელიას ქუჩა;

96. ვლადიმერ დემურიას ქუჩა;

97. ეკატერინე გაბაშვილის ქუჩა;

98. კოტე მარჯანიშვილის ქუჩა;

99. შალვა დადიანის ქუჩა;

100. ინდიკო სანაიას ქუჩა;

101. გიორგი ჭყონდიდელის ქუჩა;

102.კოლხეთის ქუჩის დასავლეთი ნაწილი;

103. ლადო ასათიანის ქუჩა;

104. დავით დემურიას ქუჩა (ჩიხით);

105. ხოფერიას ქუჩა;

106. დემეტრე თავდადებულის ქუჩა;

107. შალვა ნუცუბიძის ქუჩა;

108. ნოდარ კანკიას ქუჩა (ჩიხით და შესახვევით);

109. გენო ადამიას ქუჩა;

110. სიმონ კალანდარაშვილის ქუჩა;

111. არნოლდ ჩიქობავას ქუჩა;

112. ვალერიან ჯანაშიას ქუჩა;

113. მელორ სტურუას ქუჩა ჩიხით;

114. შალვა ელიავას ქუჩა;

115. იპოლიტე ჩხეტიას ქუჩა ჩიხებით;

116. ჭიჭიკო ბენდელიანის ქუჩა;

117. გორის ჩიხი;

118. შეროზიას ქუჩა;

119. რეზო თაბუკაშვილის ქუჩა;

120. ნიკო ნიკოლაძის ქუჩა;

121. ლომიას ქუჩა;

122. რუსთავის ქუჩა;

123. გივი ღვინჯილიას ქუჩა;

124. ნატო ვაჩნაძის ქუჩა;

125. ივანე მაჩაბლის ქუჩა დასაწყისიდან გივი ღვინჯილიას ქუჩამდე;

126. დავით აღმაშენებლის ქუჩის  I შესახვევი;

127. ნოე შონიას ქუჩა აკაკი ხორავას ქუჩამდე.

პერიფერიული ზონა

1. კოლხეთის ქუჩის აღმოსავლეთი ნაწილი შესახვევით;

2. სტალინის ქუჩა ჩიხებით;

3. ანტონ ფურცელაძის ქუჩა ჩიხებით;

4. პიერ კობახიძის ქუჩა;

5. ქუჯის ქუჩა;

6. ვახტანგ კალანდარაშვილის ქუჩა;

7. მთის კალთის ქუჩა;

8. შხეფის ქუჩა;

9. ჯიხას ქუჩა ჩიხით;

10. აკაკი ბელიაშვილის ქუჩა ჩიხებით;

11. თამარის ქუჩა;

12. თედო სახოკიას ქუჩა შესახვევით და ჩიხებით;

13. ილია ჭავჭავაძის ქუჩა დასაწყისიდან გიორგი ჭყონდიდელის ქუჩამდე;

14. ძმობის ქუჩა;

15. რემა შელეგიას ქუჩა;

16. ივანე მაჩაბლის ქუჩის მეორე შესახვევი ბოლომდე;

17. იგორ ნარმანიას ქუჩის გადაკვეთიდან სიმონ ჯანაშიას ქუჩის გადაკვეთამდე;

18. სიმონ ჯანაშიას ქუჩა ჩიხებით ბოლომდე.