ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 15.02.2016
ძალის დაკარგვა 14.12.2017
გამომცემი ორგანო ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №05
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016287
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/02/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი | ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად და აღსადგენად წარსადგენ დოკუმენტებზე რეგულაციების დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 08.12.2017
დოკუმენტის ტექსტი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №05
2016 წლის 15 თებერვალი
ქ. ამბროლაური
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილებით დამტკიცებული "მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის" პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეერასტი მეტრეველი
დანართი №1
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი წესი (შემდგომში –
წესი) განსაზღვრავს სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის მიზნით გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით დამატებით წესს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტებები
ამ წესისათვის ტერმინებს აქვთ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 3🔗.
სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი წესის მიზანი
სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი წესის მიზანია ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე ფიზიკური პირისათვის წარმოსადგენი დოკუმენტების გამარტივება.
მუხლი 4🔗.
სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტი
1.
სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებით წარმოსადგენ დოკუმენტად განისაზღვროს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტს.
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წარმომადგენლის ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს ფიზიკურმა პირმა.
3.
ამ მუხლის მე-2 პუნქტით ფიზიკური პირის მიერ წარმოსადგენი წარმომადგენლის ინფორმაცია შეიძლება მოითხოვოს:
ა)
უფლებამოსილმა პირმა, რომელიც ამოწმებს შემოსული განცხადებების სისწორეს;
ბ)
სათათბირო ორგანომ –
საბჭომ, რომელიც განიხილავს სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის საკითხებს.