ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად და აღსადგენად წარსადგენ დოკუმენტებზე რეგულაციების დადგენის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.12.2017 ძალადაკარგული 31.01.2018
ნომერი
№34
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.117.016359
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (8 მუხლი)
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2017 წლის 8 დეკემბერი

ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად და აღსადგენად წარსადგენ დოკუმენტებზე რეგულაციების დადგენის შესახებ
  საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის,  შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილებით დამტკიცებული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის მე-5 მუხლის „ზ“ პუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად და აღსადგენად წარსადგენ დოკუმენტებზე რეგულაციების დადგენის შესახებ დებულება“ თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად და აღსადგენად წარსადგენი დოკუმენტის ფორმა“ დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად და აღსადგენად წარსადგენ დოკუმენტებზე რეგულაციების დადგენის შესახებ“  ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 მარტის №15 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 23/03/2016; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.172.016129);

ბ) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე   დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 თებერვლის №05 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 17/02/2016; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016287).

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ვაჩაძე



დანართი №1

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად და აღსადგენად წარსადგენი დოკუმენტის განსაზღვრის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად და აღსადგენად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტი წარმოადგენს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (მაჟორიტარი დეპუტატის მუნიციპალიტეტის იმ ადმინისტრაციულ ერთეულში, რომლის ტერიტორიაზეც ფაქტობრივად ცხოვრობს განმცხადებელი) მიერ ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში (ამბროლაურის მუნიციპალიტეტში) მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურებას.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
ამ წესისათვის ტერმინებს აქვთ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 3. მიზანი
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად და აღსადგენად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტის მიზანია ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვე ან 9 თვეზე მეტი ვადით, ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტის დადგენა/განსაზღვრა.

მუხლი 4. სტატუსის მისანიჭებლად და აღსადგენად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტი
1. „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის,  შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილებით დამტკიცებული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის მე-5 მუხლის „ზ“ პუნქტით გათვალისწინებულ ნებისმიერ სხვა დოკუმენტად, რომელიც დაადასტურებს ფიზიკური პირის კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვე ან 9 თვეზე მეტი ვადით მაღალმთიან დასახლებაში ცხოვრების ფაქტს, განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (მაჟორიტარი დეპუტატის მუნიციპალიტეტის იმ ადმინისტრაციულ ერთეულში, რომლის ტერიტორიაზეც ფაქტობრივად ცხოვრობს განმცხადებელი) მიერ ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში (ამბროლაურის მუნიციპალიტეტში) მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი წერილობითი ინფორმაცია.

   2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, აღდგენის მსურველმა ფიზიკურმა პირმა.

   3. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (მაჟორიტარი დეპუტატის მუნიციპალიტეტის იმ ადმინისტრაციულ ერთეულში, რომლის ტერიტორიაზეც ფაქტობრივად ცხოვრობს განმცხადებელი) მიერ ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში (ამბროლაურის მუნიციპალიტეტში) მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი ინფორმაციის წარდგენა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, აღდგენის მსურველ ფიზიკურ პირს შეიძლება მოთხოვოს:

   ა) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, აღდგენისა და შეჩერების საკითხების განმხილველმა,  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრულმა უფლებამოსილმა პირმა, რომელიც ამოწმებს შემოსული განცხადებების სისწორეს;

   ბ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანებით შექმნილმა სათათბირო ორგანომ – საბჭომ, რომელიც განიხილავს სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის საკითხებს.



დანართი 2

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად და აღსადგენად წარსადგენი დოკუმენტის ფორმა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის

------------------------------------------------------------------------------------

(სახელი, გვარი, პირადი ნომერი)

 

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

 

     მე, ქვემოთ ხელის მომწერი საკრებულოს წევრი, ვადასტურებ, რომ ამბროლაურში

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(საცხოვრებელი მისამართი)

 

მცხოვრები მოქალაქე---------------------------------------------------------------------------------- ნამდვილად

(სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბ. თარიღი)

 

ცხოვრობს 9 თვის ან მეტი ვადით აღნიშნულ მისამართზე.

 

 

-------------------------------------

(ხელმოწერა)

 

 

 

-------------------------------

(თარიღი)

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად და აღსადგენად წარსადგენ დოკუმენტებზე რეგულაციების დადგენის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.01.2018.
როდის იქნა მიღებული „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად და აღსადგენად წარსადგენ დოკუმენტებზე რეგულაციების დადგენის შესახებ“?
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად და აღსადგენად წარსადგენ დოკუმენტებზე რეგულაციების დადგენის შესახებ“ მიღებულია 08.12.2017. მიმღები ორგანო — ამბროლაურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №34. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.117.016359.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად და აღსადგენად წარსადგენ დოკუმენტებზე რეგულაციების დადგენის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 31.01.2018-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად და აღსადგენად წარსადგენ დოკუმენტებზე რეგულაციების დადგენის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად და აღსადგენად წარსადგენ დოკუმენტებზე რეგულაციების დადგენის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 2 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად და აღსადგენად წარსადგენ დოკუმენტებზე რეგულაციების დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.01.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად და აღსადგენად წარსადგენ დოკუმენტებზე რეგულაციების დადგენის შესახებ“, №34, 08.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016359 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.01.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3886995/