ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.02.2016 ძალადაკარგული 20.02.2017
გამომცემი ორგანო
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
200140030.35.158.016288
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2016 წლის 15 თებერვალი

ქ. ბოლნისი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
 „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების მე-2 მუხლის  შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 მარტის  №15 დადგენილება (www.matcne.gov.ge, 06/03/2015,  200140030.35.158.016223).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი



დანართი №1
ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითmმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 
მუხლი 1
 სახელმწიფო და ადგილობრივი თვითmმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 (ერთი) კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN=IMG x ItL x Cx K, სადაც:

ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG – არის ქ. ბოლნისის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,38-ს;

გ) It L – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს;

დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 200-ს. 

მუხლი 2
პირველი პუნქტის მიხედვით ქალაქ ბოლნისის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს 18,24 ლარით.
მუხლი 3
დაბა კაზრეთში და დაბა თამარისში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ბოლნისისთვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 9,12 ლარს;
მუხლი 4
სოფლებში და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებათა შორის არეალებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ბოლნისისათვის დადგენილი ნორმატიული ფასის 30%-ის ოდენობით და შეადგენს  5,472 ლარს.
მუხლი 5
   ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრული შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. ბოლნისისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 9,12 ლარს.