ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხელოვანებისათვის ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 |
|
2016 წლის 15 თებერვალი ქ. ბოლნისი |
|
ა) ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის ინდივიდუალური შემსრულებლები – მუსიკოსები, მომღერლები, მოცეკვავეები, მსახიობები, მხატვრული კითხვის ოსტატები, კომპოზიტორები, მხატვრები, მწერლები, პოეტები, მსახიობები და სხვა;
ბ) ხელოვნების წარმომადგენლობები – ანსამბლები, დასები, ჯგუფები, გუნდები, ტრიოები, კვარტეტები და სხვა;
გ)შემოქმედებითი დასების ხელმძღვანელი პირები – პედაგოგები, კონცერტმაისტერები, ბალეტმაისტერები, რეჟისორები, მუსიკალური ხელმძღვანელები, კომპოზიტორები, ქორეოგრაფები, ლოტბარები, რეგენტები, დირიჟორები, და სხვა, ვინც უშუალოდ მოამზადა ინდივიდუალური შემსრულებელი, ამა თუ იმ შემოქმედებითი დასისთვის შექმნა ან მოამზადა საკონკურსო ნომერი და უხელმძღვანელა მის ფესტივალ-კონკურსზე წარდგენა ს.
ა) ხელოვანებს (ინდივიდუალური შემსრულებლები), რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში გახდებიან საქართველოს მასშტაბით ფესტივალ-კონკურსების გამარჯვებული (1,2,3 ადგილის მფლობელები) დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებსა და ჟანრებში – 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
ბ) ხელოვანებს (ინდივიდუალური შემსრულებლები), რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში გახდებიან საქართველოს მასშტაბით პრიზიორები (გრანპრისა და ფესტივალ-კონკურსების სპეციალური პრიზების მფლობელები) დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებსა და ჟანრებში – 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით.
გ) ხელოვანებს (ინდივიდუალური შემსრულებლები), რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში გახდებიან საერთაშორისო მასშტაბით ფესტივალ-კონკურსების გამარჯვებული (1,2,3 ადგილის მფლობელები) დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებსა და ჟანრებში – 100 (ასი) ლარის ოდენობით (ბიუჯეტის ვალდებულებების გათვალისწინებით).
დ) ხელოვანებს (ინდივიდუალური შემსრულებლები), რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში გახდებიან საერთაშორისო მასშტაბით ფესტივალ-კონკურსების პრიზიორები (გრანპრისა და ფესტივალ-კონკურსების სპეციალური პრიზების მფლობელები) დიდებსა და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებსა და ჟანრებში – 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით (ბიუჯეტის ვალდებულებების გათვალისწინებით).
ე) ხელოვანებს (ინდივიდუალური შემსრულებლები), რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში გახდებიან საერთაშორისო მასშტაბით ფესტივალ-კონკურსების გამარჯვებულები (1,2,3 ადგილის მფლობელები) და პრიზიორები (გრანპრისა და ფესტივალ-კონკურსების სპეციალური პრიზების მფლობელები) დიდებში და ირიცხებიან ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის საქართველოს სახელმწიფო ან აკადემიურ დასებში – 200 (ორასი) ლარის ოდენობით (ბიუჯეტის ვალდებულებების გათვალისწინებით).
2. ხელოვნების წარმომადგენლებისთვის (ინდივიდუალური შემსრულებლები) ყოველთვიური ფულადი დახმარება გაიცემა მიღწეულ წარმატებებზე დაყრდნობით წარმოდგენილი დამადასტურებელი დოკუმენტაციის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ყოველთვიურდ წარმოდგენილი დასკვნისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
ა)ხელოვანებს (ინდივიდუალური შემსრულებლები), რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში გახდებიან საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ფესტივალ-კონკურსების გამარჯვებული (1,2,3 ადგილის მფლობელები) და პრიზიორები დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებსა და ჟანრებში:
ა.ა) საქართველოს მასშტაბით ფესტივალ-კონკურსებზე გამარჯვების შემთხვევაში (1,2,3 ადგილი) – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
ა.ბ) საქართველოს მასშტაბით ფესტივალ-კონკურსებზე სპეციალური პრიზების მოპოვების შემთხვევაში (გრანპრი, ჟიურის სიმპატია და სხვ.) – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
ა.გ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ (საერთაშორისო კონკურსში) ფესტივალ-კონკურსებზე გამარჯვების შემთხვევაში (1,2,3 ადგილი) – 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით (ბიუჯეტის ვალდებულებების გათვალისწინებით).
ა.დ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ (საერთაშორისო კონკურსში) ფესტივალ-კონკურსებზე სპეციალური პრიზების მოპოვების შემთხვევაში (გრანპრი, ჟიურის სიმპატია და სხვ.) – 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (ბიუჯეტის ვალდებულებების გათვალისწინებით);
ბ)შემოქმედებით წარმომადგენლობებს (ანსამბლები, დასები, ჯგუფები, გუნდები, ტრიო და კვარტეტები და ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები), რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში საქართველოს მასშტაბით გახდებიან ფესტივალ-კონკურსების გამარჯვებული (1,2,3 ადგილის მფლობელები) დიდებსა და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებსა და ჟანრებში – 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (ბიუჯეტის ვალდებულებების გათვალისწინებით) და აგრეთვე მათ უშუალო ხელმძღვანელ პირებს (პედაგოგები, კონცერტმაისტერები, ბალეტმაისტერები, რეჟისორები, მუსიკალური ხელმძღვანელები, კომპოზიტორები, ქორეოგრაფები, ლოტბარები, რეგენტები, დირიჟორები, და სხვ.), ვინც უშუალოდ მოამზადა ინდივიდუალური შემსრულებელი და ვინც ამა თუ იმ შემოქმედებითი დასისთვის შექმნა ან მოამზადა საკონკურსო ნომერი და უხელმძღვანელა მის ფესტივალ-კონკურსზე წარდგნას – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
გ) შემოქმედებით წარმომადგენლობებს (ანსამბლები, დასები, ჯგუფები, გუნდები, ტრიო და კვარტეტები და ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები), რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში საქართველოს მასშტაბით გახდებიან ფესტივალ-კონკურსების პრიზიორები (გრანპრისა და ფესტივალ-კონკურსების სპეციალური პრიზების მფლობელები) დიდებსა და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებსა და ჟანრებში - 2 500 (ორიათასხუთასი) ლარის ოდენობით (ბიუჯეტის ვალდებულებების გათვალისწინებით) და აგრეთვე მათ უშუალო შემოქმედებითი დასების ხელმძღვანელ პირებს (პედაგოგები, კონცერტმაისტერები, ბალეტმაისტერები, რეჟისორები, მუსიკალური ხელმძღვანელები, კომპოზიტორები, ქორეოგრაფები, ლოტბარები, რეგენტები, დირიჟორები, და სხვ.), ვინც უშუალოდ მოამზადა ინდივიდუალური შემსრულებელი და ვინც ამა თუ იმ შემოქმედებითი დასისთვის შექმნა ან მოამზადა საკონკურსო ნომერი და უხელმძღვანელა მის ფესტივალ-კონკურსზე წარდგნას – 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით (ბიუჯეტის ვალდებულებების გათვალისწინებით).
დ) შემოქმედებით წარმომადგენლობებს (ანსამბლები, დასები, ჯგუფები, გუნდები, ტრიო და კვარტეტები და ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები), რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში გახდებიან საერთაშორისო მასშტაბით ფესტივალ-კონკურსების გამარჯვებული (1,2,3 ადგილის მფლობელები) დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ კადეგორიებსა და ჟანრებში – 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით (ბიუჯეტის ვალდებულებების გათვალისწინებით) და აგრეთვე მათ უშუალო ხელმძღვანელ პირებს (პედაგოგები, კონცერტმაისტერები, ბალეტმაისტერები, რეჟისორები, მუსიკალური ხელმძღვანელები, კომპოზიტორები, ქორეოგრაფები, ლოტბარები, რეგენტები, დირიჟორები, და სხვ.), ვინც უშუალოდ მოამზადა ინდივიდუალური შემსრულებელი და ვინც ამა თუ იმ შემოქმედებითი დასისთვის შექმნა ან მოამზადა საკონკურსო ნომერი და უხელმძღვანელა მის ფესტივალ-კონკურსზე – 1800 (ათას რვაასი) ლარის ოდენობით (ბიუჯეტის ვალდებულებების გათვალისწინებით).
ე) შემოქმედებით წარმომადგენლობებს (ანსამბლები, დასები, ჯგუფები, გუნდები, ტრიო, კვარტეტები და ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები), რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში გახდებიან საერთაშორისო მასშტაბით ფესტივალ-კონკურსების პრიზიორები (გრანპრისა და ფესტივალ-კონკურსების სპეციალური პრიზების მფლობელები) დიდებსა და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებსა და ჟანრებში - 3 500 (სამიათასხუთასი) ლარის ოდენობით (ბიუჯეტის ვალდებულებების გათვალისწინებით), შემოქმედებითი დასებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების ხელმძღვანელ პირებს (პედაგოგები, კონცერტმაისტერები, ბალეტმაისტერები, რეჟისორები, მუსიკალური ხელმძღვანელები, კომპოზიტორები, ქორეოგრაფები, ლოტბარები, რეგენტები, დირიჟორები, და სხვ.), ვინც უშუალოდ მოამზადა ინდივიდუალური შემსრულებელი და ვინც ამა თუ იმ შემოქმედებითი დასისთვის შექმნა ან მოამზადა საკონკურსო ნომერი და უხელმძღვანელა მას ფესტივალ-კონკურსზე – 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (ბიუჯეტის ვალდებულებების გათვალისწინებით).
2. ხელოვნების წარმომადგენლებისთვის (შემოქმედებითი წარმომადგენლობები) ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ჯილდო) დახმარება გაიცემა მიღწეულ წარმატებებზე დაყრდნობით, წარმოდგენილი დამადასტურებელი დოკუმენტაციის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დასკვნისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.