სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „დათოსათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
მიღების თარიღი 11.02.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №198
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020820
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/02/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.02.2016 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „სანტასათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „მარსისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ალაზანი ენერჯისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისა და სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის წესის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „დათოსათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №198
2016 წლის 11 თებერვალი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „დათოსათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „დათოს“ (ს/კ: №422935480) იჯარის უფლებით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიმშში მდებარე უძრავი ნივთები: 7.4555 ჰა სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №86.03.26.035), 0.7476 ჰა სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №86.03.26.037) და 0.73 ჰა სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №86.03.26.043) და ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ სხვავაში მდებარე 53.8232 ჰა სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №88.05.23.036) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 (ოცდახუთი) წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით - 980 (ცხრაას ოთხმოცი) ლარად.
2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ნივთების იჯარის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:
ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით:
ა.ა) შპს „დათოს“ საკუთრებაში არსებულ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიმშში მდებარე 0.26 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №86.03.26.050) არანაკლებ 60 (სამოცი) სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე გათვლილი ფერმ(ებ)ის მშენებლობა და მოწყობა;
ა.ბ) ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 95 000 (ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;
ბ) ყოველი წლის დეკემბრის თვეში ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ნივთების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა ამ განკარგულების №1 დანართის შესაბამისად;
გ) №86.03.26.043 და №86.03.26.037 (მიწის (უძრავი ნივთის)) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში და შემდგომ ყოველ 5 (ხუთი) წელიწადში ერთხელ, ხოლო თუ იჯარის ვადის გასვლამდე დარჩენილია 5 (ხუთი) წელიწადი - იჯარის ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე, ნიადაგის ნაყოფიერების და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით, ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა.
3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე შპს „დათომ“ წარადგინოს ამავე პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც ამავე ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.
4. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ქონების საიჯარო ქირის ოდენობის გადახედვა შესაძლებელია განხორციელდეს მესაკუთრის მიერ, ამ განკარგულების გამოცემიდან 5 (ხუთი) წელიწადში ერთხელ.
5. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გ. კვირიკაშვილი