„საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომიტეტის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 სექტემბრის №1199 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №206
2016 წლის 11 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომიტეტის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 სექტემბრის №1199 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომიტეტის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 სექტემბრის №1199 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკისა და მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 2013 წლის 10 აპრილს დადებული შეთანხმების მე-5 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომიტეტის საქართველოს მხარე შემდეგი შემადგენლობით:
| გენადი არველაძე | - | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე; |
| ნუგზარ კაჩუხაშვილი | - | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩეველი; |
| ზაალ გოქსაძე
| - | საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში; |
| დავით ჯალაღანია | - | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; |
| გოჩა ლორთქიფანიძე | - | საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე; |
| ნოდარ კერესელიძე | - | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე; |
| ლევან ხარატიშვილი | - | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე; |
| მარიამ ვალიშვილი | - | საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე; |
| რევაზ ჯაველიძე | - | საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე; |
| ზაზა სოფრომაძე |
| საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე; |
| გიორგი შარვაშიძე | - | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; |
| ნათელა თურნავა | - | სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; |
| გიორგი პერტაია | - | სსიპ - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი; |
| თამთა ცოცხალაშვილი | - | ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის სექტორული თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი; |
| ირაკლი ქაშიბაძე | - | სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე; |
| მარიამ ლაშხი | - | სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დონორებთან ურთიერთობისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი; |
| გიზო ჭელიძე | - | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი; |
| გიორგი ჩოგოვაძე | - | სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; |
| ნიკოლოზ გოგილიძე | - | სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარე; |
| სოფიო მუჯირი |
| სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილე; |
| ალექსანდრე ხვთისიაშვილი | - | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი; |
| გიორგი წაქაძე | - | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი; |
| მაია გუნცაძე | - | სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; |
| ნინო მატიაშვილი | - | დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი; |
| ნატო ჩიქოვანი | - | საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე; |
| ნინო სხირტლაძე | - | სსიპ - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი; |
| ქეთევან სალუქვაძე | - | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი; |
| ნინო ცეცხლაძე | - | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციებისა და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; |
| ლალი ღოღობერიძე | - | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი; |
| დავით ტყემალაძე | - | სსიპ - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი; |
| პაატა გოგოლიძე | - | სსიპ - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი; |
| მარიამ გაბუნია | - | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; |
| ეკა ყუბუსიძე | - | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი; |
| ანი ვაშაყმაძე
| - | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ევროპულ საქმეთა და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი.“. |
2. განკარგულება ძალაშია 2016 წლის 8 თებერვლიდან.
პრემიერ-მინისტრი გ . კვირიკაშვილი