საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2108
2017 წლის 6 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის თანდართული შემადგენლობა.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 ოქტომბრის №1967 განკარგულება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობა
გიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;
გიორგი გახარია – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
დიმიტრი ქუმსიშვილი – საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი;
ნოდარ კერესელიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე;
ირაკლი მატკავა – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე;
დავით ჯალაღანია – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
თორნიკე რიჟვაძე – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე;
გენადი არველაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
ნიკოლოზ გაგუა – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
ეკატერინე გრიგალავა – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე;
თეიმურაზ მურღულია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;
ლევან ხარატიშვილი – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე;
ზაზა სოფრომაძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;
ალექსანდრე ბარამიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;
ალექსანდრე ხვთისიაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი;
ხატია წილოსანი – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი;
მარიამ გაბუნია – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი;
ნანა შავიძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
ქეთევან სალუქვაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი;
ეკა ყუბუსიძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი;
მიხეილ ხმალაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი;
გიორგი ჩოგოვაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
გიორგი ზვიადაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე;
ნიკოლოზ ანთიძე – სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი;
დავით თვალაბეიშვილი – სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი;
ნიკოლოზ გოგილიძე – სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე;
მამუკა ბახტაძე – სს „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორი;
დავით საგანელიძე – სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი;
ნინო ქაჯაია – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი;
სამსონ ურიდია – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობაში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი;
მაია გუნცაძე – სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე;
ლევან მაჭავარიანი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
ალექსი ბარბაქაძე – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე;
კახა ოქროჯანაშვილი – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე;
ლევან ჭაბუკიანი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის დროებით შემსრულებელი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი;
ალექსანდრე პაპიაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ის – აწარმოე საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის დეპარტამენტის ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯერი;
თეონა კუტალაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის მეორე მდივანი, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი.