1.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული) ტექნოლოგიური მიმართულებით ან/და გარემოსდაცვითი მიმართულებით;
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება;
გ) უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნას);
დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, internet) ცოდნა;
1.2. საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
გ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (I, III, IV, VI თავები);
დ) საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;
ვ) საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“;
ზ) საქართველოს კანონი „საქართველოს ტყის კოდექსი“;
თ) საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
კ) აფხაზეთის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
ლ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 30 ნოემბრის №39 დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - სატყეო სამმართველოს რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ