ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 |
|
2016 წლის 18 თებერვალი დაბა სტეფანწმინდა |
|
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები დანართი №1-ის შესაბამისად;
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ნოემბრის №26 დადგენილება (სსმ 02.12.2014. 010250000.35.151.016164) „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ.“.
მუხლი 3🔗
დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 4🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა ელოშვილი
დანართი №1|
№ თანამდებობის დასახელება თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი(ლარი)1 საკრებულოს თავმჯდომარე 26502 საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე 17003 საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე 13504 საკრებულოს აპარატის უფროსი 12005 უფროსი საჯარო თანამდებობა მთავარი სპეციალისტი800 ხშირად დასმული კითხვები
როგორ დავიმოწმოთმუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“, №9, 18.02.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.151.016198 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.01.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3196549/ |