ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 18.02.2016
ძალის დაკარგვა 13.02.2017
გამომცემი ორგანო ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.151.016199
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/02/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 561 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.02.2016 მიღება
13.02.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
IMG მაკრომდებარეობის ინდექსი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შალვა ელოშვილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 4 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 2016 წლის 18 თებერვალი დაბა სტეფანწმინდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.გ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების, ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის  2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასის გამოანგარიშების მარეგულირებელი კოეფიციენტი – 230 ოდენობით, მიწის საწყისი ნორმატიული ფასის გამოანგარიშება  მოხდეს ფორმულით CN=IMG   X ITL X C x K სადაც CN  –არის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასი 1 მ​2–ზე. IMG – არის ყაზბეგისათვის  დადგენილი მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც განისაზღვრება 0,2 ოდენობით, ის მუდმივი მაჩვენებელია. ITL–არის ლოკალურ–ტერიტორიული ინდექსი, რომელიც დ.სტეფანწმინდისათვის განისაზღვრება 1,0 ოდენობით  (დ.სტეფანწმინდაში ზონირება არ ხორციელდება). C– არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლით დადგენილი საბაზისო განაკვეთი არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 1 მ​2–ზე და მისი ოდენობა განისაზღვრება 0,24 ლარით. K –არის მიწის საწყისი ნორმატიული ფასის გასაანგარიშებელი მარეგულირებელი კოეფიციენტი. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი ფორმულით . დაბა სტეფანწმინდის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრების და ადგილობრივი  თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასი 1 მ​2-ზე განისაზღვროს შემდეგი სახით: № IMG მაკრომდებარეობის ინდექსი ITL – ლოკალურ-ტერიტორიული ინდექსი C საბაზისო განაკვეთი K –მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი CN=IMG   X ITL X C x K 0,2 1,0 0,24 230 11,04 მუხლი 3🔗 ყაზბეგის მუნიციპლიტეტის დასახლებებში და მის  არეალებში გამავალ ,,საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს: ა) საერთაშორისო მნიშვნელობის (სამხედრო გზა) სტეფანწმინდა – თბილისის საავტომობილო გზის (გარდა დ.სტეფანწმინდის . სარეკრეაციო –საკურორტო  და სამთო სათხილამურო დასახლებების და არეალების) 50 მეტრის რადიუსში. (ორივე მხარეს) დასახლებების და არეალების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასი განისაზღვროს დ.სტეფანწმინდისათვის დადგენილი ფასის 70%-ის ოდენობით , რაც შეადგენს 7,728 ლარს 1 მ​2-ზე. ბ) შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  (გარდა სტეფანწმინდის, სარეკრეაციო –საკურორტო და სამთო–სათხილამურო დასახლებების და არეალების ) 50 მეტრის რადიუსში (ორივე მხარეს) დასახლებების და არეალების არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასი განისაზღვროს დ.სტეფანწმინდისათვის დადგენილი ფასის 60 %-ით , რაც შეადგენს  6,624  ლარს  1მ​2-ზე . მუხლი 4🔗 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ,,საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო  ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულებით განსაზღვრული გუდაურის ტერიტორიისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასი განისაზღვროს დ.სტეფანწმინდისათვის დადგენილი ფასის ოთხმაგი ოდენობით და დადგინდეს  44,16 ლარი 1 მ​2-ზე. მუხლი 5🔗 ყველა დანარჩენ დასახლებებში და არეალებში მოქცეული ტერიტორიებისათვის მიწის საწყისი ნორმატიული ფასი განისაზღვროს დ.სტეფანწმინდისათვის დადგენილი ფასის 60%-ით , რაც შეადგენს 6,624 ლარს 1 მ​2-ზე. მუხლი 6🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის  27 თებერვლის   №3 დადგენილება (www.matsne.gov.ge,06.03.2015წ., 210070000.35.151.016178) ,, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“. მუხლი 7🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე .ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა ელოშვილი