ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.02.2017 ძალადაკარგული 21.02.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
210070000.35.151.016212
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/02/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (7 მუხლი)
 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2017 წლის 10 თებერვალი

დაბა სტეფანწმინდა

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი  ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის  2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად:

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის გამოანგარიშების მარეგულირებელი კოეფიციენტი – 230 ოდენობით, მიწის ნორმატიული ფასის გამოანგარიშება  მოხდეს ფორმულით CN=IMG   X ITL X C x K, სადაც

CN  არის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნორმატიული ფასი 1 მ2-ზე;

IMG  არის ყაზბეგისათვის  დადგენილი მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც განისაზღვრება 0,2 ოდენობით, ის მუდმივი მაჩვენებელია;

ITL არის ლოკალურ-ტერიტორიული ინდექსი, რომელიც დაბა სტეფანწმინდისათვის განისაზღვრება 1,0 ოდენობით  (დაბა სტეფანწმინდაში ზონირება არ ხორციელდება);

C არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლით დადგენილი საბაზისო განაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 1 მ2-ზე და მისი ოდენობა განისაზღვრება 0,24 ლარით;

K არის მიწის  ნორმატიული ფასის გასაანგარიშებელი მარეგულირებელი კოეფიციენტი.

მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი ფორმულით, დაბა სტეფანწმინდის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრების და ადგილობრივი  თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 მ2-ზე განისაზღვროს შემდეგი სახით:

№

IMG მაკრომდებარეობის ინდექსი

ITL – ლოკალურ–ტერიტორიული ინდექსი

C საბაზისო განაკვეთი

K –მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი

CN=IMG   X ITL X C x K

 

0,2

1,0

0,24

230

11,04

 

 

 

 

 

 

 

მუხლი 3
ყაზბეგის მუნიციპლიტეტის დასახლებებში და მის  არეალებში გამავალ ,,საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს:

ა) საერთაშორისო მნიშვნელობის (სამხედრო გზა) სტეფანწმინდა – თბილისის საავტომობილო გზის (გარდა დ.სტეფანწმინდის  სარეკრეაციო-საკურორტო  და სამთო სათხილამურო დასახლებების და არეალების) 50 მეტრის რადიუსში (ორივე მხარეს) დასახლებების და არეალების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნორმატიული ფასი განისაზღვროს დ.სტეფანწმინდისათვის დადგენილი ფასის 70%-ის ოდენობით , რაც შეადგენს 7,728 ლარს 1 მ2-ზე;

ბ) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  (გარდა სტეფანწმინდის, სარეკრეაციო-საკურორტო და სამთო-სათხილამურო დასახლებების და არეალების ) 50 მეტრის რადიუსში (ორივე მხარეს) დასახლებების და არეალების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დ.სტეფანწმინდისათვის დადგენილი ფასის 60 %-ით, რაც შეადგენს  6,624  ლარს  1მ2-ზე.

მუხლი 4
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ,,საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულებით განსაზღვრული გუდაურის ტერიტორიისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნორმატიული ფასი განისაზღვროს დ.სტეფანწმინდისათვის დადგენილი ფასის ოთხმაგი ოდენობით და დადგინდეს  44,16 ლარი 1 მ2-ზე.
მუხლი 5
ყველა დანარჩენ დასახლებებში და არეალებში მოქცეული ტერიტორიებისათვის მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დ.სტეფანწმინდისათვის დადგენილი ფასის 60%-ით, რაც შეადგენს 6,624 ლარს 1 მ2-ზე.
მუხლი 6
ძალადაკარგულად გამოცხადდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის  18  თებერვლის №10 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 23.02.2016წ., 210070000.35.151.016199) „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“.
მუხლი 7
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე .

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა ელოშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.02.2018.
როდის იქნა მიღებული „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“?
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ მიღებულია 10.02.2017. მიმღები ორგანო — ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №2. სარეგისტრაციო კოდი — 210070000.35.151.016212.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 21.02.2018-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.02.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“, №2, 10.02.2017, სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.151.016212 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3573678/