საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ამოცანებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფიზიკური და ტექნიკური დაცვა;
ბ) სასაზღვრო, საკარანტინო, საავტომობილო, ვეტერინარული, ფიტოსანიტარიული და საბაჟო
კონტროლი;
გ) სასაზღვრო ინციდენტებისა და მოსაზღვრე სახელმწიფოთა სამხედრო ან სხვა სახის აგრესიის თავიდან აცილება და მოგერიება;
დ) მიგრაციული პროცესების კონტროლი;
ე) პირისა და ტრანსპორტის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის, აგრეთვე ტვირთისა და სხვა ქონების სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილების კონტროლი;
ვ) სამეურნეო, სარეწი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კონტროლი სასაზღვრო ზონაში;
ზ) საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის დადგენა და დამრღვევის მიმართ იძულებითი ღონისძიებების გამოყენება, სამართალდარღვევის გამომწვევი მიზეზებისა და პირობების აღმოფხვრა.
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 05.11.2010 წ., მუხ.414
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5948 – ვებგვერდი, 12.04.2012