1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტები არიან:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

გ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

2. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ამ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან, არიან:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური;

ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

ე) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნულ ორგანოთა უფლებამოსილებები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისას განისაზღვრება „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №812 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.191

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4264 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.424

საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №854 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.279

საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3751 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.391

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4420 – ვებგვერდი, 17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №484

– ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2015 წლის
8

ივლისის კანონი
№3926
- ვებგვერდი, 15.07.2015წ.

საქართველოს 2017 წლის 7
დეკემბრის

კანონი №1713
–
ვებგვერდი, 14.12.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის

კანონი №3080
–
ვებგვერდი, 11.07.2018