ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასისა და საიჯარო ქირის დადგენის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.02.2016 ძალადაკარგული 13.02.2017
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
370160000.35.164.016213
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2016 წლის 22 თებერვალი

ქ. ყვარელი

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასისა და საიჯარო ქირის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქ. ყვარლის ზონირება, (დანართი №1) .
მუხლი 2
დადგინდეს ყვარლის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, (დანართი №2).
მუხლი 3
დადგინდეს ყვარლის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ქირა,  (დანართი №3) .
მუხლი 4
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასისა და საიჯარო ქირის  დადგენის შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №11 დადგენილება .

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯემალ შავერდაშვილი



ქალაქი ყვარელი

 

დანართი №1

.


დანართი №2
ყვარლის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
მუხლი 1

ქ. ყვარელში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია ქ. ყვარლის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

Cn=ImG  X ITL x CxK , სადაც:

1. Cn – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

2. ImG – არის ქ. ყვარლის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,32-ს;

3. ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:

ა) ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს;

ბ) შუალედური ზონისათვის – 1-ს;

გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,8-ს.

4. C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს.

5. K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 40-ს.

მუხლი 2

პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ყვარელში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

ImG

ITL

C

K

Cn (ლარი)

ცენტრალური ზონა

0,32

1,3

0,24

40

3,994

შუალედური ზონა

0,32

1

0,24

40

3, 072

პერიფერიული ზონა

0,32

0,8

0,24

40

2, 458

მუხლი 3

ყვარლის მუნიციპალიტეტის:

1. სოფლებში – ახალსოფელი, შილდა, ჩანტლისყურე, ჭიკაანი, გავაზი, ენისელი, საბუე, ზინობიანი, სანავარდო, წიწკანაანთსერი, გრემი – მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია    ქ. ყვარლის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 60%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,843 ლარს.

2. სოფლებში – თხილისწყარო, თივი, სარუსო, კუჭატანი, შაქრიანი – მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ყვარლის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,536 ლარს.

3. სოფლებში, რომლებიც არაა მითითებული პირველ და მეორე პუნქტებში, მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ყვარლის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის  40%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,228 ლარს.

მუხლი 4

ყვარლის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ყვარლის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0,768 ლარს.

მუხლი 5

ყვარლის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 25 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე, კერძოდ: ყვარელი- თბილისი, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის და ზინობიანი- ჭიკაანი-გავაზის საავტომობილო გზების  50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს)  არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ყვარლის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,536 ლარს.


დანართი №3
მუხლი 1

ყვარლის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის უფლებით გადაცემისას, საწყის საიჯარო ქირად განისაზღვროს შესაბამისი ზონის მიხედვით საკრებულოს მიერ დამტკიცებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 მ2 ფართობისათვის, ნორმატიული ფასის 10%-ის ოდენობით:

ზ ო ნ ა

ნორმატიული ფასი

(ლარი)

საიჯარო ქირა

(ლარი)

შენიშვნა

 

1

ქ. ყვარლის ცენტრალური ზონა

3,994

0,3994

 

2

ქ. ყვარლის შუალედური ზონა

3,072

0,3072

 

3

   ქ. ყვარლის პერიფერიული ზონა

2,458

0,2458

 

4

ახალსოფელი, შილდა, ჩანტლისყურე, ჭიკაანი, გავაზი, ენისელი, საბუე, ზინობიანი, სანავარდო, წიწკანაანთსერი, გრემი

1,843

0,1843

 

5

თხილისწყარო, თივი, სარუსო, კუჭატანი, შაქრიანი 

1,536

0,1536

 

6

დანარჩენ სოფლებში

1,228

0,1228

 

7

ყვარლის მუნიციპალიტეტის დასახლებებს შორის არეალში

0,768

0,0768

 

მუხლი 2

ყვარლის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 25 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის, კერძოდ: ყვარელი-თბილისი, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი- ნინიგორის  და ზინობიანი-ჭიკაანი-გავაზის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის წლიური საიჯარო ქირა დადგენილია ქ. ყვარლის შუალედური ზონისათვის დადგენილი წლიური საიჯარო ქირის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0,1536 ლარს.