სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№13/1684
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ!

 

ორი ათას თექვსმეტი წლის თორმეტ თებერვალს სააქციო საზოგადოება „ბიჯეო ჯგუფი“ (საიდენტიფიკაციო №405103034, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, გაგარინის ქ. №29ა) (შემდგომში – „აქციონერი“) მიერ, რომელიც წარმოდგენილია მისი გენერალური დირექტორის ბ-ნ ირაკლი გილაურის სახით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები ქვემოთ მითითებულ საკითხებზე. ვინაიდან „აქციონერი“ ფლობს სს „საქართველოს ბანკის“ ჩვეულებრივი აქციების და , შესაბამისად, ხმების 75%-ზე მეტს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.11 მუხლისა და სს „საქართველოს ბანკის“ წესდების 7.1.2 ქვეპუნქტის თანახმად, წინამდებარე გადაწყვეტილება აქციონერთა საერთო კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.

 

დღის წესრიგი:

1. 2015 წლის მოგების ნაწილის განაწილების (დივიდენდების გადახდის) შესახებ შუალედური დივიდენდის სახით;

2. დივიდენდის სააღრიცხვო თარიღის დადგენის შესახებ;

3. დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღის დადგენის შესახებ.

 

დღის წესრიგში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით „აქციონერის“ მიერ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები :

 

1 საკითხი - მოგების განაწილების (დივიდენდების გადახდის) შესახებ:

1. სს „საქართველოს ბანკის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების ჩატარებამდე და წლიური შედეგების დამტკიცებამდე, მოხდეს 2015 წლის მოგების ნაწილის განაწილება შუალედური დივიდენდის სახით და სს „საქართველოს ბანკის“ თითოეულ ჩვეულებრივ აქციაზე განაწილდეს დივიდენდი 3.48 ლარის (სამი ლარი და 48 თეთრი) ოდენობით.

 

2 საკითხი - დივიდენდის სააღრიცხვო თარიღის დადგენის შესახებ:

1. დივიდენდის სააღრიცხვო თარიღად განისაზღვროს 2016 წლის 29 თებერვალი (18.00 საათის მდგომარეობით).

 

3 საკითხი - დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღის დადგენის შესახებ:

1. დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღად განისაზღვროს 2016 წლის 15 მარტი.