ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.02.2016 ძალადაკარგული 14.02.2017
ნომერი
№06
სარეგისტრაციო კოდი
200140030.35.117.016288
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №06

2016 წლის 22 თებერვალი

ქ. ამბროლაური

 

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგინდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №1).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №09 დადგენილება (www.matsne.gov.ge;  06/03/2015; სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.117.016252).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეერასტი მეტრეველი



დანართი №1
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში  სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი)  დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

 CN=IMG X ITL X C X K, სადაც:

ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG არის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,32-ს;
გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის შუალედური ზონისთვის – 1-ს;
დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომელიც  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის  შუალედური ზონისათვის განისაზღვროს – 131-ით.
2. პირველი პუნქტის მიხედვით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის   შუალედურ ზონაში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

0,32

1

0,24

131

10.06

 

3. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის შუალედურ ზონაში დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3.02 ლარს.
4. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის  შუალედურ ზონაში დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 2.52 ლარს.
5. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის ზოლში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის  შუალედურ ზონაში დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 5.03 ლარს.