კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/36
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს

გენერალური დირექტორის

ბრძანება 2/36

 

2016 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

 

კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

 

საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2015 წლის 30 ოქტომბრის №02 ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველი მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:

1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ამ ბრძანების  დანართში მითითებულ ობიექტებს.

2. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში , საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №4).

 

გენერალური დირექტორი                                 ნიკოლოზ ანთიძე

დანართი

ფოტო

სახელწოდება

 

ადგილმდებარეობა

სახეობა

თარიღი

 

IMG_5166

 

 

„გიორგიწმინდა“

 

საჩხერის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვემო ბერეთი

 

არქიტექტურის

 

XIX ს.

 

20151224_154734

 

წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია

 

კასპის მუნიციპალიტეტი, სოფ. თვალადი

 

არქიტექტურის

 

გვიან ფეოდალური ხანა

 

IMG_9804

 

 

„ჯანაანის ღვთისმშობელი”

 

ახმეტის მუნიციპალიტეტი,

სოფ. კოღოთო

 

არქიტექტურის

 

გვიანი შუა

  საუკუნეები

 

 

 

მაცხოვრის სახელობის ეკლესია

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. დერჩი

 

არქიტექტურის

 

XIX ს.

 

 

წერეთლების ციხე

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. დერჩი

 

არქიტექტურის

 

შუა საუკუნეები