მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს ხარისხის კონტროლისა და ტრენინგების განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 25.02.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №1125
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.029.016344
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/02/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,342 სიტყვა · ~7 წთ
📜 ცვლილებების ისტორია (2)
დამატებითი მეტამონაცემები (7)
N კანდიდატის სახელი, გვარი
1. ზეპირი კომუნიკაციის უნარი
2. წერილობითი კომუნიკაციის უნარი
3. დროის მართვის უნარი
4. ანალიტიკური აზროვნების უნარი
5. დეტალებზე ორიენტირებულობა
6. კარიერული მიზნები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს ხარისხის კონტროლისა და ტრენინგების განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 25.02.2016 მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 07.02.2017 მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 05.05.2015 მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის მიგრაციისა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 13.10.2016 მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 11.01.2016

დოკუმენტის ტექსტი

მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს ხარისხის კონტროლისა და ტრენინგების განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება №1125 2016 წლის 25 თებერვალი ქ. თბილისი მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს ხარისხის კონტროლისა და ტრენინგების განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის  და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის  თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს ხარისხის კონტროლისა და ტრენინგების განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №1). მუხლი 2🔗 დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის  თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს ხარისხის კონტროლისა და ტრენინგების განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის წერითი დავალება – დანართი №2, გასაუბრების შეფასების ფორმა №1 – დანართი №3, გასაუბრების შეფასების ფორმა №2 – დანართი №4 და კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა – დანართი №5. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის  თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს ხარისხის კონტროლისა და ტრენინგების განყოფილების მთავარი სპეციალისტის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების,  საკონკურსო თემატიკის,  გასაუბრების შეფასების  და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 25 იანვრის №566 ბრძანება. მუხლი 4🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისოზარ სუბარი დანართი №1 მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის  თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს ხარისხის კონტროლისა და ტრენინგების განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა 1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 2. მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის  თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს ხარისხის კონტროლისა და ტრენინგების განყოფილების მთავარი სპეციალისტის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი  განათლება, მიმართულება – სამართალი,  დარგი/სპეციალობა – საერთაშორისო სამართალი – ჩაითვლება უპირატესობად; ბ) სამუშაო გამოცდილება – სასურველია ზოგადი  მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება; გ) საოფისე პროგრამების, კერძოდ, Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPont – კარგი ცოდნა; დ) აუცილებელია  ინგლისური ენის კარგი ცოდნა, რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. 3. მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის  თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს ხარისხის კონტროლისა და ტრენინგების განყოფილების მთავარი სპეციალისტის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) ,, საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი; გ) ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილება; დ) ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 3 დეკემბრის №154 ბრძანება; ე) ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენცია; ვ) ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1967 წლის 31 იანვრის ოქმი; ზ) ,,ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი; ი) ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (1948 წელი); კ) სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; ლ) ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; მ) კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ; ნ) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის  კონვეცია (1950 წელი). დანართი №2 წერითი დავალება წერითი დავალება შედგება ორი კითხვისგან.  აღნიშნული კითხვების მიზანია წარმოაჩინოს კანდიდატის ლოგიკური აზროვნების, მსჯელობისა და წერითი უნარ-ჩვევები.  შეფასება ხორციელდება ქულებით. პირველი კითხვა ფასდება შემდეგი ქულებით: არასწორი პასუხი  – 0 ქულა, 3 ქულა – საშუალოზე ნაკლები,  6 ქულა – საშუალო,   9  ქულა – კარგი, 12 – ძალიან კარგი. მეორე კითხვა ფასდება შემდეგი ქულებით: არასწორი პასუხი – 0 ქულა, 2 ქულა – საშუალოზე ნაკლები,   4  ქულა – საშუალო,   6  ქულა – კარგი,  8 – ძალიან კარგი; წერითი დავალების შესრულებაზე გამოყოფილია  ერთი საათი და 30 წუთი. წერითი დავალების შეფასების ჯამური ქულა დაითვლება თითოეული კითხვის შესრულებით მიღებულ ქულათა მიმატებით. წერითი დავალება დადებითად შესრულებულად ჩაითვლება, თუ კანდიდატი  მიიღებს წერითი დავალების მაქსიმალურ ქულათა ოდენობის 60  პროცენტს. ვაკანტური თანამდებობის დასახელება: ________________________________________ კანდიდატის ნომერი:            ___________________________________________________ თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):_________________________________________________ კითხვა 1  (ნიმუში): თავშესაფრის მაძიებლის ისტორია განმცხადებელი ჰამიდი ამტკიცებს, რომ მისი პროტესტანტული აღმსარებლობის გამო  რუტინიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა იგი აწამეს, დააშინეს და არაერთგზის დააპატიმრეს. ხელისუფლებამ ჰამიდი „ექსტრემიზმში“ დაადანაშაულა და იგი სასამართლოს წინაშე უნდა წარმდგარიყო „სამშობლოს ღალატის“ გამო, მაგრამ მან საკუთარი ქვეყნიდან გაქცევა მოახერხა. ჰამიდი აცხადებს, რომ იგი ჩვეულებრივი პრაქტიკის მქონე პროტესტანტია და ეშინია, რომ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში ელოდება  მუდმივი დევნა და სასტიკი სასჯელი. ჰამიდი ამტკიცებს, რომ რუტინიის პოლიციამ, დაპატიმრებისას მის პასპორტს კონფისკაცია გაუკეთა. ამასთან, მან წარმოადგინა დაბადების მოწმობა და პოლიციაში, დაკითხვაზე გამოცხადების უწყება. როგორც აცხადებს, მას არ მისცეს ადვოკატით სარგებლობის უფლება და ამიტომ არ შეუძლია წარმოადგინოს საქმესთან დაკავშირებული არანაირი დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც იგი უნდა წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე. წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია რუტინიაში Human Rights Watch-ის ანგარიშიდან რუტინიას შესახებ: ხელისუფლებამ შეზღუდა აღმსარებლობის თავისუფლების უფლება, განიხილავს რა თითქმის ყველა იმ სახის რელიგიურ მოღვაწეობას, რომელიც არ ექვემდებარება სახელისუფლებო კონტროლს, როგორც დანაშაულს. მოსამართლეებმა ექსტრემისტული მოღვაწეობის გამო მრავალი დამოუკიდებელი მუსლიმი გაასამართლეს; რამდენიმე პროტესტანტული ჯგუფი დაექვემდებარა დევნას. ხშირად, დაკავებულებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ამყოფებდნენ დაცვის ქვეშ მიმოწერის უფლების, ასევე ნათესავებთან და უფლებების დამცველებთან ურთიერთობის გარეშე. ბრალდებულებს ხშირად ართმევდნენ ადვოკატის დახმარების უფლებას. საბრალდებო აქტი გამოიტანებოდა თითქმის ყველა შემთხვევაში და როგორც წესი, ეფუძნებოდა იძულების გზით მიღებულ განსასჯელთა აღიარებებსა და მოწმეთა ჩვენებებს. საბრალდებო აქტის გამოტანის შემდეგ, პოლიცია ხშირად კონფისკაციას უკეთებდა პასპორტებს. გთხოვთ,  მოყვანილ ფაქტებზე დაყრდნობით იმსჯელოთ, იმსახურებს თუ არა ჰამიდი ლტოლვილის სტატუსს „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციის კრიტერიუმების შესაბამისად? (ჩათვალეთ, რომ მოწოდებული ფაქტები არის სანდო) და იმ შემთხვევაში, თუ ჩავთვლით, რომ მოწოდებული ფაქტების შესახებ სანდოობა დადგენილი არ არის, რა ინფორმაცია დაგჭირდებოდათ დამატებით ჰამიდის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად და სანდოობის დასადგენად? კითხვა 2 (ნიმუში):   თქვენ სწავლობთ სტატუსის დამდგენი სპეციალისტების მუშაობის ხარისხს, რათა გამოკვეთოთ მათი ტრენინგის საჭიროებები. ამისათვის გადაწყვეტთ შეისწავლოთ რამდენიმე საქმე. საქმეების შესწავლისას აღმოაჩინეთ, რომ არის არაერთი საქმე, სადაც სპეციალისტების მიერ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა განხორციელდა განმცხადებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ნამდვილობაში გამოვლენილი პრობლემების კუთხით. კერძოდ, განმცხადებლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში გამოიკვეთა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, რაზეც განმცხადებელს არ ჰქონდა გაკეთებული შესაბამისი განმარტებები. თქვენ გაესაუბრეთ სტატუსის დამდგენ სპეციალისტებს და მათთან საუბრისას აღმოაჩენთ, რომ მართალია, მათაც ჰქონდათ კითხვის ნიშნები, მაგრამ ვინაიდან ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ცალსახა იყო, გადაწყვიტეს აღნიშნულთან დაკავშირებით აღარ მოეთხოვათ განმცხადებლისგან განმარტებების გაკეთება.  რას უპასუხებდით სპეციალისტს და არის თუ არა საჭიროება, მიეცეს განმცხადებელს განმარტებების გაკეთების საშუალება? დანართი №3 გასაუბრების შეფასების ფორმა N1 ფასდება კანდიდატის შესაბამისობა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+-ის  შეფასებისას,  ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება. 1 – მიუღებელი, 2 – საშუალოზე დაბალი, 3 – კომპეტენტური, 4 – ძალიან კარგი, 5 – აჭარბებს მოლოდინს, 5+ – ზედმეტად კვალიფიციური.  ვაკანტური თანამდებობის დასახელება: __________________________________ კანდიდატის სახელი, გვარი:    _______________________________________ კომისიის წევრის სახელი, გვარი, __________:_________________________________ თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):____________________________________________ N შეფასების კრიტერიუმები შეფასების ქულა კომისიის წევრის კომენტარი 1. განათლება/კვალიფიკაცია 2. სამუშაო გამოცდილება 3. სამართლებრივი აქტების ცოდნა 4. სამოტივაციო წერილი (მუშაობის დაწყების მოტივაცია) შეფასების საშუალო არითმეტიკული ქულა კომისიის წევრის ხელმოწერა:____________________________________________ დანართი №4 გასაუბრების შეფასების ფორმა N2 ფასდება კანდიდატის პიროვნული უნარ-ჩვევები.  შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ -ის  შეფასებისას,  ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება. 1 – მიუღებელი, 2 – საშუალოზე დაბალი, 3 – კომპეტენტური, 4 – ძალიან კარგი, 5 – აჭარბებს მოლოდინს, 5+ – ზედმეტად კვალიფიციური.  ვაკანტური თანამდებობის დასახელება: ________________________________________ კანდიდატის სახელი, გვარი:            __________________________________________________  კომისიის წევრის სახელი, გვარი: ______________________________________________ თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):_________________________________________________ N შეფასების კრიტერიუმები შეფასების ქულა კომისიის წევრის კომენტარი 1. ზეპირი კომუნიკაციის უნარი 2. წერილობითი კომუნიკაციის უნარი 3. დროის მართვის უნარი 4. ანალიტიკური აზროვნების უნარი 5. დეტალებზე ორიენტირებულობა 6. კარიერული მიზნები შეფასების საშუალო არითმეტიკული ქულა კომისიის წევრის ხელმოწერა:____________________________________________ . დანართი №5 კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა კანდიდატთა შეფასების ჯამური ქულა დაითვლება წერითი დავალების შეფასების ჯამური ქულის და გასაუბრების შეფასების (დანართი №1, დანართი №2) საშუალო არითმეტიკულ ქულათა მიმატებით. საკონკურსო პოზიციის დასახელება:___________________________________________ N კანდიდატის სახელი, გვარი შეფასების ჯამური ქულა 1. კომისიის თავმჯდომარე (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________ 2. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________________ 3. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________________ 4. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________________ 5. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________________ .