ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 24.02.2016
გამომცემი ორგანო ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №08
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.115.016189
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/02/2016
matsne.gov.ge 326 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჩანქსელიანი ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დმანისის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი რეგულაციების დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 18.10.2016 მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 25.12.2025 ხულოს მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი რეგულაციების დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 05.08.2016 „ახალციხის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი” მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 84% 30.09.2014 ასპინძის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 84% 30.03.2016

დოკუმენტის ტექსტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 2016 წლის 24 თებერვალი დ. ლენტეხი ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ       საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“   61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილებით დამტკიცებული  „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ლენტეხის  მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.  მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჩანქსელიანი დანართი №1 ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს სტატუსის მინიჭების მიზნით განცხადების წარდგენა, განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებით წესს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები ამ წესის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 3🔗. სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი წესის მიზანი სტატუსი, მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი წესის მიზანია ლენტეხის  მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის, მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე ფიზიკური პირისათვის წარმოსადგენი დოკუმენტების გამარტივება. მუხლი 4🔗. სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტი 1. სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებით წარმოსადგენ დოკუმენტად განისაზღვროს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წარმომადგენლის ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს ფიზიკურმა პირმა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით ფიზიკური პირის მიერ წარმოსადგენი წარმომადგენლის ინფორმაცია შეიძლება მოითხოვოს: ა) უფლებამოსილმა  პირმა, რომელიც ამოწმებს შემოსული განცხადებების სისწორეს; ბ) სათათბირო ორგანო საბჭომ, რომელიც განიხილავს სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის საკითხებს.