„ახალციხის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.09.2014 ბოლო ცვლილება 28.11.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№34
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.138.016161
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/10/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2014 წლის 30 სექტემბერი

ქ. ახალციხე

 

ახალციხის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი
   „საჯარო  სამსახურის  შესახებ“  საქართველოს    კანონის  გათვალისწინებით   და  „საჯარო  დაწესებულებებში პრემიის  ოდენობის  განსაზღვრის  წესის  დამტკიცების  შესახებ“  საქართველოს   მთავრობის  2014  წლის  15 ივლისის №449 დადგენილების საფუძველზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს,   ახალციხის   მუნიციპალიტეტში   პრემიის   ოდენობის   განსაზღვრის   წესი   დანართის შესაბამისად.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე



ახალციხის მუნიციპალიტეტში

პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი

 


მუხლი 1. ამ წესის რეგულირების სფერო
ეს  წესი  განსაზღვრავს   ახალციხის  მუნიციპალიტეტში  დასაქმებულ  საჯარო  მოხელეებზე  გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს.

 


მუხლი 2. პრემიის გაცემის საფუძველი და მიზნები
1. პრემია გაიცემა საჯარო დაწესებულებაში  დასაქმებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების (საჯარო  დაწესებულებაში   სამუშაოს        შეფასების  სისტემის  არსებობის  შემთხვევაში)  ან/და დასაბუთების საფუძველზე.  დასაბუთებაში  უნდა  მიეთითოს  გასაცემი  პრემიის  ოდენობა,  მისი  პროცენტული  მიმართება პირის თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ.
2. პრემიის  მიზნებია  საჯარო  დაწესებულებაში  დასაქმებულ  პირთა  წახალისების  და მოტივაციის  გაზრდა, აგრეთვე,   დასაქმების   ბაზარზე   არსებული   კონკურენციის   გათვალისწინებით,   საჯარო  დაწესებულებაში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.

მუხლი 3. პრემიის გაცემის უფლებამოსილება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე პრემიის გაცემის  საკითხის ინიცირების უფლება აქვს უშუალო ხელმძღვანელ პირს და ზემდგომ თანამდებობის პირს.
2. პრემიის გაცემის  შესახებ გამგეობის თანამდებობის პირების და  გამგეობაში სხვა საჯარო მოხელეთა მიმართ გადაწყვეტილებას იღებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ხოლო საკრებულოს აპარატის უფროსის, აპარატის და სხვა საჯარო მოხელეთა  მიმართ - საკრებულოს თავმჯდომარე.

მუხლი 4. პრემიის გაცემის პერიოდულობა და ოდენობა
1. ახალციხის მუნიციპალიტეტში  დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.
2. ახალციხის   მუნიციპალიტეტში   დასაქმებულ   საჯარო   მოხელეებზე    პრემია   შეიძლება   გაიცეს კვარტალში ერთხელ.
3. პრემია  შესაძლებელია  გაიცეს,  ასევე,  არა უმეტეს  წელიწადში  სამჯერ,  საქართველოს  შრომის  კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით.
4.     ამ  მუხლის  პირველი  და  მე-2  პუნქტებით  დადგენილი  წესიდან  გამონაკლისის  დაშვება  შესაძლებელია „საჯარო  დაწესებულებებში   პრემიის  ოდენობის  განსაზღვრის  წესის  დამტკიცების  შესახებ’’  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 ივლისის №449 დადგენილებით   დამტკიცებული წესის  მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.