ჭიათურის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.09.2014 ბოლო ცვლილება 16.01.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№28
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.129.016127
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/09/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (6 მუხლი)
 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №28

2014 წლის 24 სექტემბერი

ქ. ჭიათურა

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების  მე-4 მუხლის შესაბამისად,

 ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და მისი გაცემის წესი თანდართული ფორმით (დანართი №1).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი



დანართი №1
ჭიათურის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა

და მისი გაცემის წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოხელეებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს.

     


მუხლი 2. პრემიის გაცემის საფუძველი 
1. პრემია გაიცემა მუნიციპალიტეტის მოხელის მიერ დაკისრებული უფლებამოსილების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის. 
2. პრემია გაიცემა  მოხელის ზემდგომი თანამდებობის პირის  წარდგენისა და დასაბუთების საფუძველზე.
3. დასაბუთება უნდა შეიცავდეს პრემიის ოდენობას, მის პროცენტულ მიმართებას პირის თანამდებობრივ სარგოსთან და ინფორმაციას შესრულებული სამუშაოსა და მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ.

მუხლი 3. პრემიის გაცემის უფლებამოსილება 
1. გამგეობის მოხელეებზე პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამგებელი, ხოლო საკრებულოს  მოხელეებზე – საკრებულოს თავმჯდომარე.
2. გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეზე პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების შესაბამისად.

მუხლი 4. პრემიის გაცემის ოდენობა და პერიოდულობა
1. მუნიციპალიტეტის მოხელეზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.
2. მოხელეზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ.
3. პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია ზემდგომი თანამდებობის პირის მოტივირებული შუამდგომლობით.

 



ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ჭიათურის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.01.2015.
როდის იქნა მიღებული „ჭიათურის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
„ჭიათურის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 24.09.2014. მიმღები ორგანო — ჭიათურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №28. სარეგისტრაციო კოდი — 190020020.35.129.016127.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 16.01.2015-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ჭიათურის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ჭიათურის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.01.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №28, 24.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.129.016127 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.01.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2511641/