თიღვის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33 |
|
2014 წლის 1 დეკემბერი ქ. თბილისი |
|
2. პრემიის მიზნებია საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულებაში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.
2. პრემიის გაცემის შესახებ გამგეობის თანამდებობის პირების და გამგეობის სხვა საჯარო მოხელეთა მიმართ გადაწყვეტილებას იღებს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ხოლო საკრებულოს აპარატის უფროსის, აპარატის და სხვა საჯარო მოხელეთა მიმართ- საკრებულოს თავმჯდომარე.
2. თიღვის მუნიციპალიტეტში დასქმებულ საჯარო მოხელეებზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ.
3. პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.