ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.02.2016 ძალადაკარგული 23.02.2017
გამომცემი ორგანო
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
200140030.35.118.016186
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №8

2016 წლის 25 თებერვალი

ქ. ონი

 

 

ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანილი კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.გ” ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
განისაზღვროს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნორმატიული ფასი დანართის მიხედვით.
მუხლი 2
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქურა ჯაფარიძე



დანართი
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრა

 

მუხლი 1
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN = IMG X ITL X C X K, სადაც

ა) CN  არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG   არის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც ქ. ონისთვის განსაზღვრულია 0.28-ის ოდენობით;

გ) ITL  არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც  ქ. ონისთვის განსაზღვრულია 1.0-ის ოდენობით;

დ) C  არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს;

ე) K  არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლიც ქ. ონისთვის განსაზღვრულია 74.4-ის ოდენობით.

მუხლი 2
პირველი მუხლის  მიხედვით ქ. ონის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

IMG

ITL

C

K

CN(ლარი)

0,28

1

0,24

74,4

5,0

 

მუხლი 3
ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში  სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. ონისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული  ფასის  50%-ით და შესაბამისად შეადგენს 2,5 ლარს.
მუხლი 4
ონის მუნიციპალიტეტის  დასახლებათა შორის არეალებში  სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ.ონისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25%-ით და შესაბამისად შეადგენს 1,25 ლარს.
მუხლი 5
ონის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი  ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ.ონისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული  ფასის 50%-ის ოდენობით და შესაბამისად  შეადგენს 2,5 ლარს.