ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 |
|
2016 წლის 24 თებერვალი დაბა ლენტეხი |
|
ა) მძიმე ავადმყოფთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფინანსური დახმარება;
ბ) ხანდაზმულთა ფინანსური დახმარება;
გ) მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური ფინანსური დახმარება;
დ) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა დახმარება;
ე) ომის ვეტერანთა სოც. უზრუნველყოფის ხარჯები (კომპენსაცია);
ვ) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო დახმარება;
ზ) ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
თ) მარტოხელა დედების დახმარება;
ი) დაბადებიდან შშმ პირებზე ყოველთვიური ფინანსური დახმარება.
2. მძიმე ავადმყოფებს, რომლებიც დაავადებული არიან:
· ონკოლოგიური დაავადებები მე-3 და მე-4 კლინიკური ჯგუფი, ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი. ფორმა №100 ონკოლოგიური ცენტრიდან.
· ცერებრალური დამბლით და სხვა პარალიზირებული სინდრომით;
· თირკმლის დაავადებები მძიმე მიმდინარეობით, თირკმლის ქრონიკული უკმარისობით;
· ჰემიპლეგია ;
· ტეტრაპლეგია;
· შიზოფრენია;
· უსინათლო - 1 ჯგუფის ინვალიდები;
· პარკინსონი;
· ეპილეფსია.
3. მძიმე ავადმყოფისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) ბენეფიციარის პირადობის ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა №100ж
ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
ვ) გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა მუდმივად ცხოვრების შესახებ.
2. დახმარების თანხა განისაზღვრება 90-დან 95 წლამდე 100 ლარის ოდენობით, 95-დან ზევით 150 ლარის ოდენობით.
3. დახმარების მიმღებმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი,
გ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
დ) გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა მუდმივად ცხოვრების შესახებ.
ა) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება 4 შვილი - 200 ლარი ერთჯერადად. 5 და ზევით ყოველთვიურად ბავშვზე 15 ლარი;
2. დახმარების მიმღებმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები;
ვ) გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა მუდმივად ცხოვრების შესახებ.
2. ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს გაეწევა ერთჯერადი დახმარება 2000 (ორი ათასი) ლარის, ხოლო ოჯახს, რომლის საცხოვრებელ სახლს ხანძარმა არსებითი ზიანი მიაყენა - 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
3. დაზარალებულმა ოჯახის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) აქტი სახნძრო-სამაშველო დაწესებულებიდან სახლის დაზიანების ხარისხის შესახებ;
დ) გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია აღნიშნულ ოჯახზე;
ე) საცხოვრებელი სახლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) საბანკო დაწესებულებებში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.
4. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთნ ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ მასალებს სამსახური გადასცემს შემდგომ განხილვისთვის გამგებლის ბრძანების საფუძველზე შექმნილ კომისიას.
5. დახმარების თანხა გაიცემა კომისიის დასკვნის საფუძველზე გამოცემული გამგებლის ბრძანებით.
6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახმარება მიეცემა საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილეებს.
3. დახმარების მიმღებმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;
დ) დოკუმენტი (დოკუმენტები), რომლებიც დაადასტურებს გარდაცვლილთან ნათესაურ (მეუღლე, მშობელი, შვილი) კავშირს;
ე) გარდაცვალების მოწმობა;
ვ) საბანკო რეკვიზიტები;
ზ) გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა მუდმივად ცხოვრების შესახებ.
ა) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;
ბ) მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული იმ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება, რომლებიც ცხოვრობენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაციაა:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;
დ) ინფორმაცია გამგებლი, წარმომადგენლისგან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
3. თანახა გაიცემა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
2. დახმარების ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ, რომლის ოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს 200 ლარს.
3. დახმარების მიმღებმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე;
ე) თემის წარმომადგენლისა და მაჟორიტარი დეპუტატის მოხსენებითი ბარათი ოჯახის სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.
2. სოციალური დახმარების მიმღებმა მარტოხელა დედამ უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ცნობა სოციალური სუბსიდიების მომსახურების სააგენტოდან ბავშვის მეურვის ვინაობის შესახებ;
ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები;
ვ) წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა მუდმივად ცხოვრების შესახებ.
· ცერებრალური დამბლა;
· დაუნის სინდრომი;
· ლეიკემია;
· შიდსი;
· ყრუ-მუნჯი.
2. დახმარება გაიცემა ყოველთვიურად 60 (სამოცი) ლარის ოდენობით.
3. დახმარების მიმღებმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის სახელზე;
ბ) ბენეფიციარის პირადობის ასლი ან დაბადების მოწმობის ასლი;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ამონაწერი სოციალური სუბსიდიების სააგენტოდან);
დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცამები;
ე) გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა მუდმივი ცხოვრების შესახებ.
2. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და შემოწმების შემდეგ სრულყოფილ დოკუმენტაციას გადასცემს სოციალური დახმარების გაცემის კომისიას, რომელსაც ქმნის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.
2. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, არანაკლებ 2/3 -ისა.
3. მრავალშვილიანი ოჯახების, ხანდაზმულების და ბავშვობიდან ინვალიდების ფინანსური დახმარება გაიცემა სოც. კომისიის დასკვნის გარეშე შემოსული დოკუმენტაციის საფუძველზე.
4. ბენეფიციარს დახმარება მიეცემა მხოლოდ და მხოლოდ ერთი კატეგორიით.
5. კომისია იკრიბება თვეში ერთხელ და ამზადებს დასკვნებს.
2. კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება, დასკვნის სახით, აისახება ოქმში. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში კომისიის წევრის აზრი წერილობით დაერთვება დასკვნას.
3. კომისიის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი.
4. კომისიის სხდომის ოქმი იკრიბება ცალკე საქაღალდეში, რიგითობის მიხედვით.
2. გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია წინამდებარე წესის ბენეფიციართა სასწრაფო სამედიცინო და სასწრაფო სტაციონარული სამედიცინო მომსახურება დაფინანსების დაყოვნებამ შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს, დახმარება შეიძლება გაიცეს სოციალური კომისიის ოქმის გარეშე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით).
1. თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშწორებით.
2. ინფორმაცია დახმარების ახალი დანიშვნის ან შეწყვეტის შესახებ, დასკვნის სახით, სამსახურის უფროსის მიერ იგზავნება მუნიციპალიტეტის გამგებელთან ხელმოსაწერად, კონტინგენტის მონაცვლეობის სიებთან ერთად.
3. წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დანართი №1-ის მიხედვით.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 თებერვლის №07 დადგენილება (www.matsne.gov.ge 26/02/2015, 010250020.35.115.016158).
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია 2016 წლის 1 იანვრიდან.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჩანქსელიანი
დანართი №1ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი