1.
საერთო კრებაზე დგება ოქმი. ოქმში მიეთითება:
ა)
საერთო კრების გამართვის თარიღი და ადგილი;
ბ)
ოქმის ნომერი;
გ)
საერთო კრებაზე განხილული საკითხი/საკითხები და მიღებული გადაწყვეტილება, კენჭისყრის შედეგების ჩათვლით;
დ)
საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რაოდენობა;
ე)
სხვა ინფორმაცია (საჭიროების შემთხვევაში).
2.
საერთო კრების ოქმს ხელს აწერს რჩეული ან ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საერთო კრების თავმჯდომარეობაზე უფლებამოსილი პირი და სხდომის მდივანი.
3.
სხდომის ოქმის ბეჭდურ ვერსიასთან ერთად, სადაც ეს შესაძლებელია, იქმნება სხდომის აუდიოვერსიაც, რომელიც ინახება ბეჭდურ ვერსიასთან ერთად.
4.
საერთო კრების გადაწყვეტილება, შესაბამის სხდომაზე მიღებული ოქმის ფორმით რჩეულის ან ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირის მიერ, რეაგირებისთვის წარედგინებათ მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს კრების გამართვიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.
5.
სხდომის აუდიოვერსია და ოქმი ინახება მუნიციპალიტეტის მერიაში.თავი III
საერთო კრების რჩეულ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 26.02.2016
მუხლი 11. ოქმი
თავი II — საერთო კრების სტრუქტურა, უფლებამოსილებები, მოწვევის და საქმიანობის წესი
მთავარი მონაცემები
- ვადა 7 სამუშაო დღის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. საერთო კრების უფლებამოსილება
- მუხლი 6. საერთო კრების მოწვევის უფლების მქონე სუბიექტები:
- მუხლი 7. ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის მიერ საერთო კრების მოწვევა
- მუხლი 8. მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრების მოწვევა
- მუხლი 9. რჩეულის მიერ საერთო კრების მოწვევა
- მუხლი 10. საერთო კრების საქმიანობის წესი
- მუხლი 12. რჩეულის უფლებამოსილება
- მუხლი 13. რჩეულის უფლებამოსილების ვადა
- მუხლი 14. რჩეულის არჩევის წესი
- მუხლი 15. რჩეულის არჩევის პროცედურა
- მუხლი 16. რჩეულის თანამდებობრივი შეუთავსებლობა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 11, №4/7, 26.02.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.111.016293 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.02.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3204504/muxli-11/