1.
ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის მიერ საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში, საერთო კრების მოწვევის ინიციირებისათვის შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ 3 ამომრჩევლის შემადგენლობით იქმნება საინიციატივო ჯგუფი.
2.
საინიციატივო ჯგუფი მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივის რეგისტრაციის თაობაზე.
3.
საერთო კრების მოწვევის შესახებ განცხადებაში უნდა მიეთითოს:
ა)
საინიციატივო ჯგუფის წევრის სახელი, გვარი, ფაქტობრივი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში);
ბ)
საინიციატივო ჯგუფის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;
გ)
საერთო კრების დეტალური დღის წესრიგი;
დ)
ინფორმაცია საერთო კრების ჩასატარებლად მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის საჭიროების შესახებ.
4.
საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას არეგისტრირებს მუნიციპალიტეტის მერი ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელე/სტრუქტურული ერთეული.
5.
საინიციატივო ჯგუფზე ინიციატივის რეგისტრაციის ცნობას გასცემს მუნიციპალიტეტის გამგებელი ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელე/სტრუქტურული ერთეული, შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
6.
რეგისტრაციაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია კანონით და ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნები ან/და საერთო კრების დღის წესრიგში შეტანილი საკითხების განხილვა-გადაწყვეტა არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის ან/და საერთო კრების უფლებამოსილებას. რეგისტრაციაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს.
7.
საინიციატივო ჯგუფის წევრს უფლება აქვს, რეგისტრაციაზე მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელის/სტრუქტურული ერთეულის უარი გაასაჩივროს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.
8.
საინიციატივო ჯგუფს რეგისტრაციის ცნობის მიღების დღიდან გადაეცემა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული ამომრჩეველთა სიის ფურცლები. საინიციატივო ჯგუფი ხელმოწერების შეგროვებას და საერთო კრების მოწვევის ინიციატივის მქონე ამომრჩეველთა სიის შედგენას იწყებს რეგისტრაციის მოწმობის მიღების დღიდან. ამომრჩეველთა სიაში მიეთითება შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და ხელმოწერა. სიის ყოველ ფურცელს ხელს აწერს საინიციატივო ჯგუფის წევრი.
9.
რეგისტრაციის ცნობის მიღების დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა საინიციატივო ჯგუფი მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ. განცხადებაში მიეთითება საერთო კრების მოწვევის თარიღი, დრო და ადგილი (შესაბამისი დასახლების ტერიტორიის ფარგლებში). განცხადებას უნდა ახლდეს ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული წესით შეგროვებული, ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის ხელმოწერები.
10.
რეგისტრაციის ცნობას გასცემს მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელე/სტრუქტურული ერთეული შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
11.
მუნიციპალიტეტის მერი ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელე/სტრუქტურული ერთეული 2 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ამომრჩეველთა სიის ბლანკზე არსებულ ხელმოწერებს. თუ ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა აღმოჩნდა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, ან შემოწმების შედეგად გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით, ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა სიის გაბათილებული ნაწილი უბრუნდება საინიციატივო ჯგუფს და ეძლევა 2 სამუშაო დღის ვადა ხარვეზის შესავსებად. საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ ამომრჩეველთა სიის შესწორებულ ნაწილს კვლავ ამოწმებს მუნიციპალიტეტის მერი ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელე/სტრუქტურული ერთეული ზემოაღნიშნული წესით, 1 სამუშაო დღის ვადაში. თუ ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა კვლავ დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა სია მთლიანად ბათილდება და საინიციატივო ჯგუფს მერის ბრძანებით უარი ეთქმება საერთო კრების მოწვევის განცხადების რეგისტრაციაზე.
12.
.სიაში ამომრჩევლის ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ:
ა)
მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული სახელი და გვარი;
ბ)
მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
გ)
მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული რეგისტრაციის ადგილი (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, სახლისა და ბინის ნომრები);
დ)
ხელმოწერის თარიღი მითითებული არ არის ან არ ემთხვევა ამ კანონით განსაზღვრულ ამომრჩეველთა სიის შედგენის ვადას;
ე)
არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა;
ვ)
ამომრჩეველთა სიაში შეყვანილი ამომრჩეველი არ არის რეგისტრირებული ამ დასახლებაში ან რეგისტრირებულია სხვა დასახლებაში;
ზ)
ხელმომწერი პირი წარდგენილი განცხადებით ადასტურებს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით;
თ)
არასრულად ან არასწორად არის მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
ი)
ხელმოწერა შესრულებულია იმ ფურცელზე, რომელიც არ შეესაბამება ამომრჩეველთა სიის დადგენილ და დამოწმებულ ფორმას.
13.
ხელმოწერ(ებ)ის გაყალბებისათვის პასუხისმგებლობა დგება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
14.
საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს მუნიციპალიტეტის მერის უარი ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული განცხადების რეგისტრაციაზე გაასაჩივროს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.
15.
საერთო კრების მოწვევის თარიღად განისაზღვრება ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის დღიდან არაუადრეს 15 დღე.
16.
საერთო კრება უფლებამოსილია შეიკრიბოს საერთო კრების მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციის ცნობის მიღების შემთხვევაში.
17.
საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას მუნიციპალიტეტის მერის ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელის მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერით უზრუნველყოფს საინიციატივო ჯგუფი. საინიციატივო ჯგუფი პასუხისმგებელია იმ მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყენებაზე, რომელიც საერთო კრების მოწვევისთვის განისაზღვრება
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 26.02.2016
მუხლი 7. ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის მიერ საერთო კრების მოწვევა
თავი II — საერთო კრების სტრუქტურა, უფლებამოსილებები, მოწვევის და საქმიანობის წესი
მთავარი მონაცემები
- ვადა 3 სამუშაო დღის ვადაში
- ვადა 5 სამუშაო დღის ვადაში
- ვადა 2 სამუშაო დღის ვადაში
- ვადა 2 სამუშაო დღის ვადა
- ვადა 1 სამუშაო დღის ვადაში
- განაკვეთი 5%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 7. ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის მიერ საერთო კრების მოწვევა
- მუხლი 7. ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის მიერ საერთო კრების მოწვევა
- მუხლი 7. ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის მიერ საერთო კრების მოწვევა
- მუხლი 7. ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის მიერ საერთო კრების მოწვევა
- მუხლი 7. ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის მიერ საერთო კრების მოწვევა
- მუხლი 7. ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის მიერ საერთო კრების მოწვევა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეაკაკი დარჯანია
- მუხლი 1. დასახლების საერთო კრების ცნება
- მუხლი 2. საერთო კრების საქმიანობის პრინციპები
- მუხლი 3. საერთო კრების შემადგენლობა
- მუხლი 4. საერთო კრების უფლებამოსილება
- მუხლი 6. საერთო კრების მოწვევის უფლების მქონე სუბიექტები:
- მუხლი 8. მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრების მოწვევა
- მუხლი 9. რჩეულის მიერ საერთო კრების მოწვევა
- მუხლი 10. საერთო კრების საქმიანობის წესი
- მუხლი 11. ოქმი
- მუხლი 12. რჩეულის უფლებამოსილება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 7, №4/7, 26.02.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.111.016293 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.02.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3204504/muxli-7/