1.
დასახლების საერთო კრება ტარდება დასახლების ცალკეულ ნაწილებში, უბნის კრების სახით. ერთ დასახლებაში უბნის კრებები ერთი საერთო კრებისთვის უნდა ჩატარდეს თანმიმდევრობით ერთი კვირის ვადაში.
2.
ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კვორუმი და გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო საერთო კრებაზე დამსწრეთა უმრავლესობა იანგარიშება ყველა უბნის კრებების დამსწრეთა საერთო რაოდენობიდან.
3.
დასახლების ცალკეულ ნაწილებში/უბნებში გამართვისას კენჭისყრები იმართება ცალ-ცალკე თითოეულ ნაწილში/უბანში. დასახლების ცალკეულ ნაწილებში ჩატარებული კენჭისყრის შედეგები ჯამდება, რის შედეგადაც დგინდება კენჭისყრის საბოლოო შედეგი.
4.
ერთსა და იმავე საერთო კრებისთვის დასახლების ცალკეულ ნაწილებში გამართული შეხვედრების დღის წესრიგი იდენტურია.
5.
უბნის კრებას წარმართავს და თავმჯდომარეობს რჩეული ან ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირი.
6.
დასახლებაში რეგისტრირებული საერთო კრების წევრი ხმის უფლებით მონაწილეობს დასახლების საერთო კრების მხოლოდ ერთი უბნის კრებაში
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 26.02.2016
მუხლი 19. საერთო კრების საქმიანობის წესი
თავი II — საერთო კრების სტრუქტურა, უფლებამოსილებები, მოწვევის და საქმიანობის წესი
მთავარი მონაცემები
- ვადა ერთი კვირის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 12. რჩეულის უფლებამოსილება
- მუხლი 13. რჩეულის უფლებამოსილების ვადა
- მუხლი 14. რჩეულის არჩევის წესი
- მუხლი 15. რჩეულის არჩევის პროცედურა
- მუხლი 16. რჩეულის თანამდებობრივი შეუთავსებლობა
- მუხლი 17. რეგულირების სფერო
- მუხლი 20. საერთო კრების სხდომის ოქმი
- მუხლი 21. რჩეული
- მუხლი 22. რეგულირების სფერო
- მუხლი 23. საერთო კრება
- მუხლი 24. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 90 დღის ვადაში უზრუნველყოს:
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 19, №4/7, 26.02.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.111.016293 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.02.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3204504/muxli-19/