წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (5 მუხლი)
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 |
|
2016 წლის 26 თებერვალი ქ. წალენჯიხა |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტების, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლის №8 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
დანართი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
მუხლი 1
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ. მეტრი მიწის ნორმატიული ფასი/შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“/ დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
Cn= IMG x I TL x C x K , სადაც:
ა)
Cn – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ)
IMG – არის წალენჯიხის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,37-ს;
გ)
I TL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს (რადგან წალენჯიხაში ზონირება არ ხორციელდება);
დ)
C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს;
ე)
K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 100-ს.
მუხლი 2
პირველი მუხლის მიხედვით წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ. მეტრის მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
ა)
ქ. წალენჯიხის და ქ. ჯვარის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს:
|
ბ)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში (გარდა ქ. წალენჯიხისა და ქ. ჯვარის ადმინისტრაციული ერთეულებისა) – ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით / 4.44 ლარი/;
გ)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში (გარდა ქ.წალენჯიხისა და ქ.ჯვარისა) გამავალი შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში – ამ დადგენილების მე–2 მუხლის, პირველი პუნქტის, „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 55% ოდენობით / 4.80 ლარი/;
დ)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში – ამ დადგენილების მე–2 მუხლის პირველი პუნქტის, „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 25% ოდენობით (2.22 ლარი);
ე)
სოფ. ჯგალის სქურის უბანში – ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 80%-ის ოდენობით (7.10 ლარი).
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.03.2017.
- როდის იქნა მიღებული „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“?
- „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ მიღებულია 26.02.2016. მიმღები ორგანო — წალენჯიხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №10. სარეგისტრაციო კოდი — 200140030.35.104.016271.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 31.03.2017-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.03.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“, №10, 26.02.2016, სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.104.016271 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3204742/