ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 |
|
2016 წლის 29 თებერვალი ქ. ახალციხე |
|
მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესი
2. სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული ან ფიზიკური პირი, უფლებამოსილია ორგანიზება გაუკეთოს ახალციხის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობას, მოვლა-პატრონობას, სარიტუალო საქმიანობას.
3. ქალაქ ახალციხის სასაფლაოების მოწყობა, მოვლა-პატრონობა, სარიტუალო საქმიანობა ხორციელდება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით.
4. სასაფლაოების მოწყობის, მოვლა-პატრონობის, სარიტუალო საქმიანობის იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არ რეგულირდება ამ წესით, გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თანხმობით.
5. პირები, რომლებიც განახორციელებენ წინამდებარე წესებით გათვალისწინებულ საქმიანობას, ვალდებული არიან დაიცვან წინამდებარე წესები და დააკმაყოფილონ ამ წესებით დადგენილი პირობები, შეასრულონ ქალაქ ახალციხის მუნციპალიტეტის საკრებულოსა და მერის სამართლებრივი აქტები.
საცხოვრებელი შენობებიდან და დასასვენებელი ადგილებიდან, ხოლო არსებული სასაფლაოს მიმდებარედ სასაფლაოს მოწყობისას, თუ ეს მანძილი უკვე არსებულ სასაფლაოსთან მიმართებაში დარღვეულია, დაშორება განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასაფლაოს მოწყობის პროექტის შეთანხმებისას.
2. სასაფლაოების მოწყობის პროექტები, სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა, მოქმედი სასაფლაოების გაფართოება და რეკონსტრუქცია საჭიროებს უფლებამოსილ ორგანოსთან სავალდებულო შეთანხმებას.
3. სასაფლაოების მოწყობა დაუშვებელია შემდეგ ტერიტორიებზე:
ა) წყალმომარაგების სათავეების, მინერალური წყლების სანიტარიული დაცვის პირველ და მეორე ზონებში;
ბ) ტბების, მდინარეების, ხელოვნული წყალსაცავების და სხვა ღია წყალსაცავების სანაპიროებზე, რომლებიც მოსახლეობის მიერ გამოიყენება სამეურნეო-საყოფაცხოვრებო დანიშნულებით, სხვა კულტურულ- გამაჯანსაღებელი მიზნით;
გ) მუნიციპალიტეტის სასმელი და სამეურნეო დანიშნულების წყლით მომარაგების ცენტრალიზებული სისტემებით დაკავებულ ტერიტორიებზე.
4. სასაფლაოსათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) არ უნდა იყოს მეწყერულ ზონაში;
ბ) არ უნდა იტბორებოდეს წყალდიდობის შემთხვევაში;
გ) გრუნტული წყლები უნდა იყოს სულ ცოტა ორი მეტრით დაშორებული მიწის ზედაპირიდან;
დ) ჰქონდეს მშრალი ნიადაგი, რომელიც უზრუნველყოფს საკმარის ჰაერის გამტარიანობას და სწრაფად გაშრობას. მიწა არ უნდა იყოს ტორფული და მძიმე თიხის;
ე) უნდა ჰქონდეს მოხერხებული, კეთილმოწყობილი მისასვლელები.
5. სასაფლაოს მოწყობა უნდა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული პროექტის მიხედვით, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ა) დასაფლავებისთვის ზონების, ნაკვეთების (სექტორების) გამოყოფა და მათი გამოყენების რიგითობა;
ბ) გასასვლებებისა და ფეხით სავალი გზების მიმართულება, ზომები და კეთილმოწყობა;
გ) მწვანე ნარგავების განთავსება;
დ) სასაფლაოს ფუნქციონირებისათვის საჭირო შენობები და ნაგებობები (საოფისე შენობა, წყალგაყვანილობა, ყვავილების მაღაზია, საზოგადოებრივი ტუალეტი, დაკრძალვის წინ ცხედრის დასასვენებლად (სამოქალაქო პანაშვიდი და ა.შ) განკუთვნილი სპეციალური შენობა და ა.შ;
ე) სასაფლაოს გამწვანება, სასაფლაოს პერიმეტრის გასწვრივ დამცავი მწვანე ნარგავების გაშენება და დეკორატიული ნარგავების დარგვა, ძირითად ხეივნებსა და დაკრძალვის ადგილებში საკმარისი განიავებისა და 20%-იანი ინსოლაციის უზრუნველყოფით.
6. საქალაქო სასაფლაოს ტერიტორიაზე დაკრძალვისთვის გამოყოფილი თავისუფალი მიწის ნაკვეთი შედგება არაუმეტეს 5 ზონისაგან. ზონების რიგითობას, ზონის დადგენის და აღნიშნულ ზონებში საფლავების გამოყოფის წესებს განსაზღვრავს სასაფლაოს მმართველი ორგანიზაცია. ზონების რიგითობა განისაზღვრება სამანქანო გზიდან დაშორების ან/და მიწის ნაკვეთის რელიეფის გათვალისწინებით.
7. სასაფლაოს ტერიტორია პერიმეტრზე უნდა იყოს შემოზღუდული და დაგეგმილი ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ზედაპირული წყლების სწრაფი დაკლება.
8. სასაფლაოს შესასვლელში უნდა მოეწყოს საავტომობილო სადგომი.
2. ჭირისუფლის მიერ სასაფლაოების მმართველი ორგანიზაციისთვის მიმართვის შემდეგ გაიცემა საფლავი შემდეგი საფასურის გადახდის შემთხვევაში:
ა) ერთადგილიანი – 60 ლარი;
ბ) ორადგილიანი – 120 ლარი;
გ) სამადგილიანი –180 ლარი;
დ) ოთხადგილიანი – 240 ლარი.
3. იმ მომსახურებაზე, რომელზეც საკრებულოს არ აქვს განსაზღვრული საფასური, საფასურს ადგენს სასაფლაოს მმართველი ორგანიზაცია.
4. სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურება (როგორიცაა: საფლავის კეთილმოწყობა, საფლავის ქვის, ძეგლის დამზადება, დადგმა და სხვა), რომელიც არ შეიძლება წინასწარ იქნეს განსაზღვრული და გამომდინარეობს დაინტერესებული პირის მოთხოვნებიდან, რეგულირდება მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. აღნიშნულ მომსახურებაზე ფასები გამომდინარეობს იურიდიული პირის ინტერესებიდან გამომდინარე და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების გათვალისწინებით.
2. სასაფლაოს მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია განახორციელოს შემდეგი მომსახურება:
ა) მიცვალებულის ნეშტის დასაფლავებისა და გადაადგილებისათვის საჭირო მომსახურება;
ბ) სასაფლაოზე არსებული ყველა სამარის გათხრა და ამოვსება;
გ) გარდაცვლილის სამარეში ჩასვენება;
დ) დადგენილი წესის შესაბამისად, სამარეზე სარეგისტრაციო ფირფიტის დაყენება.
3. გარდაცვლილის ნეშტის დაკრძალვასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევისას უნდა დაიცვას რელიგიური და ქვეყანაში არსებული კულტურული ტრადიციები; შესაძლებლობის ფარგლებში გაითვალისწინოს გარდაცვლილის ჭირისუფლის სურვილები.
4. სასაფლაოს მმართველი ორგანიზაცია გარდაცვლილის შესახებ უნდა ფლობდეს შემდეგ ინფორმაციას (ინფორმაციის მომცველი შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენით):
ა) სახელი, გვარი;
ბ) რეგისტრაციის უკანასკნელი ადგილი ან/და უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილი;
გ) დაბადების და გარდაცვალების თარიღი (გარდაცვალების მოწმობა);
დ) იმ ახლობლის სახელი, გვარი, მისამართი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება გარდაცვლილის დასაფლავების შესახებ.
5. სასაფლაოს მმართველ ორგანიზაციას უფლება აქვს:
ა) ხელშეკრულების საფუძველზე მიიღოს ნებისმიერი შენატანი, ანაზღაურება, ქონება, ფასიანი ქაღალდები ან ნებისმიერი სხვა საკუთრება ან შემოსავალი, რათა წესრიგში იქონიოს ან რაიმე განსაკუთრებული სახით მოუაროს საფლავს, ძეგლს და სხვა;
ბ) შეიძინოს ახალი ქონება, ააშენოს ახალი შენობა-ნაგებობები, რათა გაზარდოს სასაფლაოების მოვლის ეფექტიანობა;
გ) მოაწესრიგოს სასაფლაოს ტერიტორიაზე ძეგლების, სასაფლაოს ქვების გამოსახულების, საფლავის შემოფარგვლის, მოპირკეთებითი სამუშაოების, გარდაცვლილის ხსოვნისადმი საჭირო სხვა ობიექტების დადგმა-დამონტაჟების საკითხები ან აკრძალოს ისინი;
დ) მერიას განსახილველად წარუდგინოს მისი აზრით სასაფლაოების ეფექტიანად მომსახურებისთვის საჭირო მომსახურების ახალი სახეები და საფასურები საკრებულოზე წარსადგენად.
6. მერიას უფლება აქვს, სასაფლაოს ტერიტორიაზე წინასწარ დაადგინოს ძეგლების, სასაფლაოების ქვების, გამოსახულების და ა.შ. ზომები. სასაფლაოს მმართველს უფლება არ აქვს, დაავალდებულოს ჭირისუფალი მათი განსაზღვრული პირისგან შეძენა ან დამზადება.
7. სასაფლაოს მმართველი ორგანიზაციის საქმიანობის კონტროლი ხორციელდება ქალაქ ახალციხის მუნციპალიტეტის მერიის მიერ.
8. სასაფლაოს მმართველ ორგანიზაციას შეუძლია დაკრძალვასთან დაკავშირებით სარიტუალო საქმიანობის განხორციელების მიზნით გარკვეული ვადით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მერიის თანხმობის საფუძველზე, მოიწვიოს იურიდიული ან ფიზიკური პირი.
ა) ბალახის, ბუჩქების და ხეების გაკრეჭვას და მოვლას;
ბ) წყალარინების სისტემის, წყლის ქსელების, გზების, შენობების და სასაფლაოს სხვა სტრუქტურების წესრიგში მოყვანას;
გ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების და მოწყობილობების შეძენასა და მომსახურებას;
დ) მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებას და სხვა თანხების გადახდას;
ე) სასაფლაოს ტერიტორიის (გასასვლელები, ბილიკები, საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილები) და არსებული ქონების მოვლას. მათ შორის, მორწყვას, რეგულარულ დაგვა-დასუფთავებას, მწვანე ნარგავების კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებას.
2. სასაფლაოს მმართველი ორგანიზაცია საფლავის მომსახურებას ახორციელებს ჭირისუფალთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
2. საქალაქო სასაფლაოებზე (გარდა ამ წესის შესაბამისად დამტკიცებული ზონებისა) ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტები შესაძლებელია შემცირდეს ისე, რომ არსებითად არ შეიზღუდოს საფლავებს შორის დაშორება.
3. სამარის სიღრმე არ უნდა იყოს 1,5 მეტრზე ნაკლები (ადგილობრივი ნიადაგისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით). გარდაცვლილ ჩვილ ბავშვთა ან ადრე გარდაცვლილის ნეშტის დასაფლავებისას, სამარე შესაბამისად შეიძლება შემცირდეს. ყოველ სამარეზე უნდა მოეწყოს მისი ბორცვი.
4. საძმო საფლავებში ნეშტის დაკრძალვა დასაშვებია საფლავებისათვის დადგენილი წესების დაცვის გარეშე.
5. გარდაცვლილთა დასაფლავების ადგილამდე გადატანა, როგორც წესი, ხორციელდება კუბოთი, უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში – დაკრძალვისათვის დამზადებული სპეციალური სუდარით.
6. ნეშტის გადასვენების შემდეგ სამარე მაშინვე უნდა ამოივსოს და მიწის ზედაპირს ჩაუტარდეს დაგეგმარება.
7. ცხედრის დაკრძალვა შეიძლება მხოლოდ გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენის შემდეგ. გამონაკლის შემთხვევაში უქმე დღეების გამო ან სხვა რაიმე მიზეზით გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში მიცვალებულის დაკრძალვა შესაძლებელია გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ან ექსპერტიზის აქტის წარმოდგენის საფუძველზე. (ჭირისუფალი ვალდებულია წარმოადგინოს გარდაცვალების მოწმობა დაკრძალვიდან 1 კვირის მანძილზე).
8. ჭირისუფალი ვალდებულია სასაფლაოს მმართველ ორგანიზაციას გარდაცვლილის შესახებ მიაწოდოს მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია შესაბამისი დოკუმენტაციის სახით .
9. საქალაქო სასაფლაოს ტერიტორიაზე არსებულ საფლავებში, რომლის ან მასში დაკრძალული ნეშტის შესახებ სასაფლაოს მმართველ ორგანიზაციას არ გააჩნია ან/და არასრულია სათანადო საარქივო მონაცემები, ან/და საფლავზე არ არსებობს ან არასრულია საიდენტიფიკაციო ნიშნები, დაკრძალვა/ზემოდან დაკრძალვა/გადასვენება შესაძლებელია მხოლოდ ჭირისუფლის მოთხოვნით, რომელმაც დაკრძალვის შემთხვევაში სასაფლაოს მმართველ ორგანიზაციას უნდა წარუდგინოს შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მიუთითოს საფლავში დაკრძალულის ვინაობა სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით, ხოლო ზემოდან დაკრძალვისა და გადასვენების შემთხვევაში, დამატებით უნდა წარუდგინოს სასაფლაოს მმართველ ორგანიზაციას ადრე გარდაცვლილის გარდაცვალების მოწმობა. ასეთ შემთხვევაში დავის წარმოშობისას, განმცხადებელი ვალდებულია საკუთარი რისკით აღმოფხვრას დავის საფუძვლები, ხოლო აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მხარეებს შორის დავა წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობას და განიხილავს სასამართლო, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
10. საქალაქო სასაფლაოს ტერიტორიაზე არსებული საფლავების, რომლის ან მასში დაკრძალული ნეშტის შესახებ სასაფლაოს მმართველ ორგანიზაციას არ გააჩნია ან/და არასრულია სათანადო საარქივო მონაცემები ან/და საფლავზე არ არსებობს ან არასრულია საიდენტიფიკაციო ნიშნები, მოპირკეთებითი სამუშაოების შესრულება, ძეგლების, სასაფლაოს ქვების გამოსახულებისა და გარდაცვლილის ხსოვნისადმი საჭირო სხვა ობიექტების დადგმა-დამონტაჟება შესაძლებელია მხოლოდ ჭირისუფლის მოთხოვნით, რომელმაც სასაფლაოს მმართველს უნდა წარუდგინოს შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მიუთითოს საფლავში დაკრძალულის ვინაობა სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით, რასაც ამავე წესით დამოწმებული აქტით დაადასტურებს არანაკლებ 2 მოქალაქე. ასეთ შემთხვევაში დავის წარმოშობისას, განმცხადებელი ვალდებულია საკუთარი რისკით აღმოფხვრას დავის საფუძვლები, ხოლო აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მხარეებს შორის დავა წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობას და განიხილავს სასამართლო, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
11. საქალაქო სასაფლაოს ტერიტორიაზე არსებულ საგვარეულო საფლავებში, რომლის ან მასში დაკრძალული ნეშტის შესახებ სასაფლაოს მმართველ ორგანიზაციას ან/და ჭირისუფალს არ გააჩნია ან/და არასრულია სათანადო საარქივო მონაცემები, ან/და საფლავზე არ არსებობს ან არასრულია საიდენტიფიკაციო ნიშნები, ასეთ ნეშტზე ზემოდან დაკრძალვა შესაძლებელია მხოლოდ ჭირისუფლის მოთხოვნით, რომელმაც სასაფლაოს მმართველ ორგანიზაციას უნდა მიუთითოს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით, რომ ამ სამარეში არ განხორციელებულა დაკრძალვა არანაკლებ უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში, ხოლო საფლავი კი მთელი ამ დროის მანძილზე მის პატრონობაშია, რასაც ამავე წესით დამოწმებული აქტით დაადასტურებს არანაკლებ 2 მოქალაქე. ასეთ შემთხვევაში დავის წარმოშობისას, განმცხადებელი ვალდებულია საკუთარი რისკით აღმოფხვრას დავის საფუძვლები, ხოლო აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მხარეებს შორის დავა წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობას და განიხილავს სასამართლო, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
12. საქალაქო სასაფლაოს ტერიტორიაზე არსებულ საგვარეულო საფლავებში ადრე გარდაცვლილის ნეშტზე ზემოდან დაკრძალვა დასაშვებია გარდაცვალებიდან 15 წლის გასვლის შემდეგ.
13. გარდაცვლილთა სხვა სამარეში გადასვენება შესაძლებელია მხოლოდ ჭირისუფლისა და სასაფლაოს მმართველ ორგანიზაციასთან შეთანხმებით, შესაბამის ტერიტორიაზე მიცვალებულის დასაკრძალად გამოყოფილი/განკუთვნილი მიწის ნაკვეთის შესახებ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანოს ან/და შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული დოკუმენტის (გარდა უცხოეთში გადასვენების შემთხვევისა) საფუძველზე, სათანადო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვით შესაბამისი მოთხოვნის რეგისტრაციიდან 60 დღის ვადაში. ჭირისუფლის მოთხოვნის შემთხვევაში, გადასვენებისათვის განკუთვნილი ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს ერთი თვისა. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადებში გადასვენების განუხორციელებლობის შემთხვევაში შეთანხმება ითვლება ძალადაკარგულად და გადახდილი საფასური უკან არ დაბრუნდება.
14. გადასასვენებლად გაცემულ საფლავებზე, გადასვენების განუხორციელებლობის შემთხვევაში, უნდა დაიდგას საინფორმაციო ფირფიტა სათანადო აღნიშვნით და შესაბამისი ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს სასაფლაოს მმართველის ვებგვერდზე. ამ პუნქტის შესაბამისად, გადასვენება ხორციელდება საფლავის ფაქტობრივი ვითარების გათვალისწინებით, თუ საარქივო მონაცემებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო გადასვენების და სამარხზე მომსახურების საფასური განისაზღვრება შესასრულებელი სამუშაოს შესრულების პერიოდში მოქმედი წესების შესაბამისად.
15. ამ მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებით გათვალისწინებული გადასვენების ხანდაზმულობის ვადები არ გავრცელდეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსასვენებელ გარდაცვლილთა დაკრძალვისათვის გაცემულ საფლავებზე. ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსვენების ფაქტი უნდა დადასტურდეს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ.
16. საქალაქო სასაფლაოდან მიცვალებულის ნეშტის გადასვენება დასაშვებია დაკრძალვიდან 40 დღეში ან/და 1 წლის გასვლის შემდეგ.
ა) ერთადგილიანი, ორადგილიანი, სამადგილიანი ან ოთხადგილიანი;
ბ) საგვარეულო სამარხი;
გ) საძმო საფლავი.
2. საფლავში, როგორც წესი, შეიძლება იყოს არაუმეტეს ექვსი სამარე. გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, სასაფლაოს მმართველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით მერის თანხმობით.
3. თუ საფლავში არის მხოლოდ ერთი თავისუფალი სამარე, მაშინ ის უპირობოდ ეკუთვნის გარდაცვლილის მეუღლეს, თუ მეუღლეები არ არიან განქორწინებული ან გარდაცვლილის მიერ ანდერძით სხვა რაიმე არ არის დადგენილი.
4. ცხედრის კონკრეტულ სასაფლაოზე დაკრძალვასა ან გადასვენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება (თუ სხვა რაიმე წერილობითი განკარგულება, ანდერძი არ არსებობს) შეუძლია მიიღონ:
ა) გარდაცვლილის სიცოცხლეში სათანადო ხელშეკრულებით დანიშნულმა მისი დაკრძალვის ცერემონიის განმახორციელებელმა პირმა;
ბ) გარდაცვლილის მეუღლემ;
გ) გარდაცვლილის სრულწლოვანმა შვილმა (შვილებმა);
დ) გარდაცვლილის მშობლებმა;
ე) გარდაცვლილის ოჯახის სხვა სრულწლოვანმა წევრებმა;
ვ) გარდაცვლილის ნათესავებმა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილ პირებს შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში კონკრეტულ სასაფლაოზე დაკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება სასაფლაოს მმართველი ორგანიზაციის მიერ.
7. გარდაცვლილის დაკრძალვის შემდეგ ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნულ პირთან, მისი თანხმობის შემთხვევაში, სასაფლაოს მმართველმა ორგანიზაციამ შეიძლება დადოს ხელშეკრულება საფლავის მოვლა- პატრონობასა და მომსახურებაზე. სასაფლაოს მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია წინასწარ წარუდგინოს გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი და ფასები.
8. იმ შემთხვევაში, როდესაც გაცემული საფლავი მოუვლელია, პრაქტიკულად დაკარგული აქვს საფლავის იერსახე და ბოლო დაკრძალვიდან გასულია 60 წელი, სათანადო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვით ასეთი ფართობი შეიძლება გაცემულ იქნეს, როგორც ახალი ადგილი, არსებული წესის შესაბამისად.
9. სამარის გათხრის უფლება აქვს მხოლოდ სასაფლაოს მმართველ ორგანიზაციას. გამონაკლის შემთხვევაში (ეპიდემიის გავრცელება, სტიქიური უბედურება და სხვა) სამარის გათხრა შესაძლებელია განხორციელდეს სასაფლაოს მმართველი ორგანიზაციის მიერ საკუთარი ხარჯებით.
2. საქალაქო სასაფლაოზე ახალი და ადრე არსებული საფლავების ადგილების შევსების შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია ახალი საფლავების გამოყოფა, ასევე შეუძლებელია არსებულ სასაფლაოზე დადგენილი წესით მეორადი დაკრძალვა, საქალაქო სასაფლაოს მმართველის ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე საკრებულო იღებს გადაწყვეტილებას საქალაქო სასაფლაოს გაუქმების შესახებ.
3. სასაფლაოს ლიკვიდაცია შესაძლოა განხორციელდეს მისი გაუქმებიდან სულ ცოტა 60 წლის გასვლის შემდეგ, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოების აზრის გათვალისწინებით, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით.
4. ლიკვიდაციისათვის განკუთვნილი საქალაქო სასაფლაოს ტერიტორია გამოყენებული უნდა იქნეს საზოგადოებრივი სარგებლობის მწვანე მასივის სახით. ასეთ შემთხვევაში, საქალაქო სასაფლაოების ლიკვიდაცია, საინფორმაციო საშუალებებით წინასწარი განცხადების შემდეგ, როგორც წესი, ხორციელდება ნეშტის ნარჩენების ამოღების გარეშე, საფლავის ქვების ამოღების გზით.
5. ცალკეულ შემთხვევაში, ლიკვიდირებული საქალაქო სასაფლაოს ტერიტორიის სხვა მიზნით გამოყენება დაიშვება კანონმდებლობის შესაბამისად.
6. საჭიროების შემთხვევაში საქალაქო სასაფლაოს ლიკვიდაციისას, მიცვალებულთა გვამების გადასვენება ხორციელდება სანიტარიული ნორმების დაცვით.