მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად წარმოსადგენ დოკუმენტებზე დამატებითი რეგულაციების დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 26.02.2016
გამომცემი ორგანო შუახევის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.135.016154
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/03/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 253 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ ქარცივაძე შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დმანისის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი რეგულაციების დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 18.10.2016 მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 04.01.2016 ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 85% 27.08.2025 „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 85% 17.11.2016 აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს განსაზღვრის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 85% 18.01.2016

დოკუმენტის ტექსტი

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად წარმოსადგენ დოკუმენტებზე დამატებითი რეგულაციების დადგენის შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 2016 წლის 26 თებერვალი დაბა შუახევი მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად წარმოსადგენ დოკუმენტებზე დამატებითი რეგულაციების დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილებით დამტკიცებული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად წარმოსადგენ დოკუმენტებზე შემდეგი დამატებითი რეგულაციები: ა) „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილებით დამტკიცებული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის: ა.ა) მე-5 მუხლის მე-4 „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იმავე მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ ორი მოწმის განცხადება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ; ა.ბ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმეტი დამოწმებული უნდა იყოს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ და თან უნდა დაერთოს გამგებლის წარმომადგენლის წერილობითი მომართვა ფიზიკური პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში შინასამეურნეო საქმიანობის განხორციელების ფაქტის დადასტურების თაობაზე; ა.გ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ 16 წლამდე  არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ განცხადებას თან უნდა დაერთოს კანონიერი წარმომადგენლის განმარტებითი ბარათი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობის უფლების წარმოშობის შესახებ და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ქარცივაძე