მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად წარმოსადგენ დოკუმენტებზე დამატებითი რეგულაციების დადგენის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 |
|
2016 წლის 26 თებერვალი დაბა შუახევი |
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად წარმოსადგენ დოკუმენტებზე დამატებითი რეგულაციების დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილებით დამტკიცებული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დადგინდეს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად წარმოსადგენ დოკუმენტებზე შემდეგი დამატებითი რეგულაციები:
ა)
„მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილებით დამტკიცებული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის:
ა.ა)
მე-5 მუხლის მე-4 „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იმავე მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ ორი მოწმის განცხადება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ;
ა.ბ)
მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმეტი დამოწმებული უნდა იყოს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ და თან უნდა დაერთოს გამგებლის წარმომადგენლის წერილობითი მომართვა ფიზიკური პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში შინასამეურნეო საქმიანობის განხორციელების ფაქტის დადასტურების თაობაზე;
ა.გ)
მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ 16 წლამდე არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ განცხადებას თან უნდა დაერთოს კანონიერი წარმომადგენლის განმარტებითი ბარათი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობის უფლების წარმოშობის შესახებ და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად წარმოსადგენ დოკუმენტებზე დამატებითი რეგულაციების დადგენის შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად წარმოსადგენ დოკუმენტებზე დამატებითი რეგულაციების დადგენის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.05.2020.
- როდის იქნა მიღებული „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად წარმოსადგენ დოკუმენტებზე დამატებითი რეგულაციების დადგენის შესახებ“?
- „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად წარმოსადგენ დოკუმენტებზე დამატებითი რეგულაციების დადგენის შესახებ“ მიღებულია 26.02.2016. მიმღები ორგანო — შუახევის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №4. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.135.016154.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად წარმოსადგენ დოკუმენტებზე დამატებითი რეგულაციების დადგენის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 29.05.2020-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად წარმოსადგენ დოკუმენტებზე დამატებითი რეგულაციების დადგენის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად წარმოსადგენ დოკუმენტებზე დამატებითი რეგულაციების დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.05.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად წარმოსადგენ დოკუმენტებზე დამატებითი რეგულაციების დადგენის შესახებ“, №4, 26.02.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.135.016154 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.05.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3204906/