ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, ფერმწერთა ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მათემატიკოსი, აკადემიკოსი ანდრო ბიწაძის სახელის მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№52
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.101.016148
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №52

2016 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, ფერმწერთა ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მათემატიკოსის, აკადემიკოს ანდრო ბიწაძის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) ვაკის რაიონში, ფერმწერთა ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს მათემატიკოსი, აკადემიკოს ანდრო ბიწაძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6)

 

საკრებულოს თავმჯდომარე                           გიორგი ალიბეგაშვილი