შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.02.2016
ძალაში შესვლა 01.03.2016
ძალის დაკარგვა 01.02.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №103
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019167
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/03/2016
📖 ტერმინთა განმარტებები (17)
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | კომპანიის საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული გაზეთისა და ტელევიზიის მომსახურებები |
| 2 | ტუმბოების, ძრავების, ტრანსფორმატორების და საქლორატორო დანადგარების რემონტი/შეკეთება |
| 3 | სპეცმანქანების და სპეცტექნიკის მომსახურება/შეკეთება |
| 4 | ავტოტრანსპორტისა და სპეცტექნიკის დაქირავება |
| 5 | კომპანიის საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშიებული თანამშრომელთა პროფესიული გადამზადება/კვალიფიკაციის ამაღლება/სატრენინგო მომსახურებები |
| 7 | სპეცტექნიკის/სპეცმანქანების ნაწილები |
| 8 | კომპანიის ტერიტორიული ერთეულებისათვის შეშა, შეშის ღუმელი და შეშის ღუმელის აქსესუარები |
| 9 | ინერტული მასალები |
| 10 | ქლორი, ჟანგბადი და თხევადი გაზი |
| 11 | საფილტრი და საქლორატორო სადგურების დანადგარები და მათი ნაწილები |
| 12 | საჭრისები – ფრეზის პირი, ბარგალკის ქვა, ასფალტისა და ბეტონის საჭრელი პირები, პიკები, ბურღები, მილების საჭრელი მაკრატელი |
| 13 | ტუმბოების ნაწილები |
| 14 | ძაბვის გარდამქმნელები, ტრანსფორმატორები და ელექტროენერგიის მარეგულირებელი სხვა მოწყობილობები |
| 15 | შუასადებები/მამჭიდროებლები |
| 17 | საიზოლაციო მასალები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №103
2016 წლის 26 თებერვალი
ქ. თბილისი
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“.
მუხლი 2🔗
დადგენილების მოქმედების ვადად განისაზღვროს პერიოდი ამ დადგენილების ამოქმედებიდან 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში –
წესი) ადგენს ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალურ წესს, ამავე დანართით განსაზღვრული წლიური ლიმიტის ფარგლებში, ასევე ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში –
საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს.
2. ამ წესის მიზანია:
ა) შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა;
ბ) შესყიდვების განხორციელებისას, შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა;
გ) შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა.
3. შესყიდვა, რომელზეც არ ვრცელდება ეს წესი, რეგულირდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შემსყიდველი – შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“;
ბ) შესყიდვა – შემსყიდველის სახსრებით ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა (გარდა მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ამ წესით განსაზღვრული პროცედურებისა და პირობების შესაბამისად;
გ) ერთ პირთან მოლაპარაკება – შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
დ) წელი – კალენდარული წელი;
ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში – სისტემა);
ვ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა – ამ წესის დანართით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების საშუალება, რომლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ამ წესით;
ზ) პრეტენდენტი – პირი, რომელმაც შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მიზნით, სისტემის შესაბამის ველში წარადგინა ფასი;
თ) მიმწოდებელი – პირი, რომელთანაც შემსყიდველის მიერ გაფორმებულ იქნა შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება;
ი) წინადადება – ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, სისტემის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და სისტემის შესაბამის ველში მითითებული პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული ფასი;
კ) ტექნიკური დოკუმენტაცია – პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია შემსყიდველის მიერ განცხადებითა და დოკუმენტაციით;
ლ) ელექტრონული ვაჭრობა – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ელექტრონული შესყიდვის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს სისტემის საშუალებით შეუძლია შეამციროს მის მიერ წარდგენილი წინადადების ფასი, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვების მოპოვების მიზნით;
მ) წინადადების უზრუნველყოფის გარანტია (შემდგომში – გარანტია) – წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტის მიერ შემსყიდველისათვის წარდგენილი გარანტირების მექანიზმი, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 1 (ერთი) პროცენტის ოდენობით, ხოლო პრეისკურანტის საფუძველზე შესყიდვის შემთხვევაში, სახელშეკრულებო ღირებულების 1 (ერთი) პროცენტის ოდენობით. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გარანტიის წარდგენის წესი განისაზღვრება ამ წესის მე-13 მუხლის შესაბამისად;
ნ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა დასრულებულია უარყოფითი შედეგით – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება უარყოფითი შედეგით დასრულებულად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი, რითაც დასტურდება, რომ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა მიიღო დისკვალიფიკაცია;
ო) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა არ შედგა – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება არშემდგარად, როდესაც არც ერთმა პირმა არ მიიღო მონაწილეობა შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში;
პ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა შეწყვეტილია – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება შეწყვეტილად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი;
ჟ) შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება – ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების ღირებულება;
რ) კომისია – შემსყიდველის თანამშრომლებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. შემსყიდველის უფლება-მოვალეობები
1. შემსყიდველი უფლებამოსილია:
ა) ამ წესის დაცვით, შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება);
ბ) ამ წესის შესაბამისად, მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია;
გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი ან/და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე შემსყიდველის ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე;
დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;
ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების არსებობისას.
2. შემსყიდველი ვალდებულია:
ა) რაციონალურად განახორციელოს შესყიდვები ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით;
ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, აუნაზღაუროს მიმწოდებელს მიწოდებული საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ღირებულება;
გ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, აცნობოს გადაწყვეტილება ყველა პრეტენდენტს (ცნობად ჩაითვლება შესაბამისი დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვა). ამასთან, ამ შემთხვევაში, შემსყიდველი არ არის ვალდებული პრეტენდენტებს წარუდგინოს რაიმე მტკიცებულება ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიიღო გადაწყვეტილება. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს აუნაზღაუროს შესყიდვაში მონაწილეობასთან ან/და ხელშეკრულების მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯები.
მუხლი 4🔗. შესყიდვის საშუალებები
1. ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით, ამავე დანართით განსაზღვრული წლიური ლიმიტის ფარგლებში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული საქონლის ან მომსახურების შესყიდვა შემსყიდველის დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის თანხმობის შემთხვევაში, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, შესაძლებელია განხორციელდეს რეგიონული ფილიალის ან/და სერვის ცენტრის/გაერთიანებული სერვის ცენტრის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, ამასთანავე თითოეული ფილიალის ან/და სერვის ცენტრის/გაერთიანებული სერვის ცენტრის განხორციელებული შესყიდვების ჯამური ღირებულება თვეში არ უნდა აღემატებოდეს 1000 (ათასი) ლარს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით უფლებამოსილ წარმომადგენელს განსაზღვრავს შემსყიდველის დირექტორი.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზღვრის (ათასი ლარი) გაზრდა დაუშვებელია მიუხედავად იმისა, საანგარიშო თვის წინა თვეებში სრულად მოხდება თუ არა უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ლიმიტით დადგენილი თანხის ათვისება.
5. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას ახორციელებს შემსყიდველის დირექტორი ან/და კომისია.
მუხლი 5🔗. კომისია
1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას ატარებს კომისია, რომელსაც ბრძანებით, არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით, ქმნის შემსყიდველის დირექტორი.
2. კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველის დირექტორი ან მის მიერ დანიშნული კომისიის ერთ-ერთი წევრი. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
3. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
4. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის წევრები. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება კომისიის ყველა დამსწრე წევრის მიერ ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. ყველა ის სხდომის ოქმი, რომელიც შეიქმნება წინადადების ვადის დაწყების შემდეგ, ატვირთულ უნდა იქნეს სისტემაში. სისტემაში ატვირთული ოქმის შეცვლა შესაძლებელია, მხოლოდ სისტემაში უკვე ატვირთული ოქმის გაუქმებით და შეცვლილი, დამატებული ოქმის სისტემაში ატვირთვის გზით.
6. შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/წერილობითი შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე. მიმოწერა/წერილობითი შეტყობინების გაგზავნა სავალდებულო არ არის. მიმოწერა/წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.
მუხლი 6🔗. კომისიის აპარატი
1. კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შემსყიდველის დირექტორის ბრძანებით, შემსყიდველის თანამშრომელთა შემადგენლობით იქმნება კომისიის აპარატი (შემდგომში – აპარატი), რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
2. აპარატის ფუნქცია არის შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარებასთან დაკავშირებული ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხის მოგვარების უზრუნველყოფა.
3. აპარატს უფლება აქვს, მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს პრეტენდენტებს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონულ პროცედურებთან დაკავშირებით.
4. აპარატი ვალდებულია, ყოველი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაციული მასალა შეინახოს ხელშეკრულების დადებიდან 3 წლის განმავლობაში.
მუხლი 7🔗. განცხადება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ
1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების (შემდგომში – განცხადება) შევსება და განთავსება ხდება სისტემის მეშვეობით. წინადადებების მიღების დაწყებისა და წინადადებების მიღების დასრულების ვადის ათვლა იწყება განცხადების სისტემაში განთავსებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.
2. განცხადების და დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 (ერთი) სამუშაო დღეს. ამ ვადის დასრულებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში პრეტენდენტს შეუძლია სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარდგენილი წინადადების ფასი კლებადობის პრინციპით და ბიჯის გათვალისწინებით.
3. განცხადებაში უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) განცხადების ნომერი;
ბ) შემსყიდველის დასახელება;
გ) გამოცხადების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით;
დ) წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით;
ე) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება, ხოლო პრეისკურანტით ვაჭრობის შემთხვევაში, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება და სახელშეკრულებო ღირებულება;
ვ) მითითება იმის შესახებ, წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გათვალისწინებით, თუ – მის გარეშე;
ზ) შესყიდვის ობიექტის რაოდენობა ან მოცულობა;
თ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ან შესრულების ვადა;
ი) გარანტიის ოდენობა (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში);
კ) CPV კოდი.
4. განცხადებაში, შესაბამისი მითითების საფუძველზე, პრეტენდენტთა მიერ წინადადების ფასის წარდგენა ხდება დღგ-ის გათვალისწინებით ან მის გარეშე.
5. განცხადების დამატებითი ინფორმაციის ველი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, შესყიდვის ობიექტის დამატებითი აღწერის მიზნით.
6. განცხადების სისტემაში განთავსებისთვის აუცილებელია დოკუმენტაციის ატვირთვა სისტემაში.
7. შემსყიდველის გადაწყვეტილებით, განცხადება და დოკუმენტაცია შესაძლოა განთავსდეს დამატებით, ინგლისურ ენაზეც.
მუხლი 8🔗. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციის სისტემაში განთავსება და დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა
1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციაში შესატან მონაცემებს ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის განსაზღვრავს შემსყიდველი.
2. კომისიას უფლება აქვს წინადადების მიღების დროის დაწყებამდე შეიტანოს ცვლილება განცხადებაში (გარდა შესყიდვის ტიპისა და შესყიდვის ობიექტისა) და შეცვალოს დოკუმენტაცია სისტემაში უკვე ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის გაუქმებით და შეცვლილი/დამატებული დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის გზით.
მუხლი 9🔗. წინადადების წარდგენა
1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტს შეუძლია წარადგინოს წინადადება წინადადების მიღების ვადის დაწყების ეტაპიდან წინადადების მიღების ვადის დასრულებამდე.
2. წინადადების წარდგენამდე ნებისმიერ პირს უფლება აქვს სისტემაში გაეცნოს განცხადებას და დოკუმენტაციას.
3. წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით. პრეტენდენტის შეთავაზება შემსყიდველის მიერ ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციით მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად უნდა შეიცავდეს გარანტიის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში).
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ატვირთვის შემდგომ, პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას. ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვისა და წინადადების ფასის მითითების შემდეგ, დაუშვებელია ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის შეცვლა, დამატება, გაუქმება ან წაშლა.
5. იმ შემთხვევაში, თუ განცხადებით გათვალისწინებულია წინადადების ფასის დღგ-ის გარეშე წარდგენა, პრეტენდენტი წინადადების ფასში არ ითვალისწინებს დღგ-ს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, შერჩევა-შეფასება ხორციელდება წარდგენილი წინადადების ფასების მიხედვით. შემსყიდველი ვალდებულია, ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინოს წინადადების ფასის დღგ-ის შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის პრეტენდენტი არის დღგ-ის გადამხდელი, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
6. ელექტრონული ვაჭრობის წესი და პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 10🔗. ტექნიკური მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ და შესყიდვის ობიექტის აღწერის წესი
1. შემსყიდველი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უფლებამოსილია განსაზღვროს მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი და პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაცია.
2. ტექნიკური მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა პროფესიული კვალიფიკაციის, ფინანსური რესურსების, გამოცდილებისა და რეპუტაციის, ტექნიკური აღჭურვილობისა და სხვა საკითხების მიმართ.
3. შემსყიდველის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია დაწესებულ იქნეს ნიმუშის წარდგენის მოთხოვნის ვალდებულება. პრეტენდენტის მიერ ნიმუშის წარუდგენლობა ან მისი შეუსაბამობა განცხადების ან/და დოკუმენტაციის მოთხოვნებთან, ან სისტემის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას. პრეტენდენტს შესყიდვის ობიექტის ნიმუში უბრუნდება გონივრულ ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნიმუში მალფუჭებადი ნივთია.
4. დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში გამოყენებულ იქნეს ისეთი მახასიათებლები და ტერმინოლოგია, რომლებიც ორაზროვანია და უშვებს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას.
მუხლი 11🔗. შერჩევა/შეფასება
1. კომისიის მიერ პრეტენდენტთა შეფასება ხდება წინადადების ფასისა და მათ მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით, ამავე პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობით.
2. პრეტენდენტის წინადადების ფასის შეფასება ხდება ელექტრონული ვაჭრობის ეტაპის დასრულების შემდგომ. შემსყიდველი შერჩევის პირველ ეტაპზე ადგენს ყველაზე დაბალი ფასის შემთავაზებელი პრეტენდენტის მიერ ატვირთული გარანტიის (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში) შესაბამისობას ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, ხოლო, თავის მხრივ, პრეტენდენტი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადაში და მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს გარანტიის (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში) დედნის წარდგენა.
3. იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი პრეტენდენტის მიერ სისტემაში მითითებულია თანაბარი ფასი, უპირატესობა ენიჭება იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა წინადადების აღნიშნული ფასი.
4. კომისიამ უნდა იმსჯელოს შეესაბამება თუ არა წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შემსყიდველის მიერ სისტემაში განთავსებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებასა და შემსყიდველის მიერ დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისიის გადაწყვეტილებით ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემებს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შემსყიდველი მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა წარდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება, კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ელექტრონული დოკუმენტის სახით (რომელიც არ იკითხება), შემსყიდველს უფლება არ აქვს პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარვეზიანია ტექნიკური დოკუმენტაციის ისეთი ნაწილი, რომლის წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. დაუშვებელია დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის განმეორებით დაზუსტება.
7. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს და დასაზუსტებელია მხოლოდ ხარჯთაღრიცხვა ან/და ფასების ცხრილი, შემსყიდველის მიერ ხარჯთაღრიცხვის ან/და ფასების ცხრილის დაზუსტების მოთხოვნა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად.
8. პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენა შემსყიდველისათვის ხდება სისტემის მეშვეობით.
9. თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებას ან/და შემსყიდველის მიერ სისტემაში განთავსებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას, კომისია ვალდებულია, მოახდინოს ამ პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნით მიმართოს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს, თუ ამ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს. თუ წინადადების მომდევნო ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის წინადადების ფასი, ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად, მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას, კომისიას უფლება აქვს შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა.
მუხლი 12🔗. დისკვალიფიკაცია
1. კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ ოქმი ატვირთულ უნდა იქნეს სისტემაში.
2. მიმწოდებელი ან/და პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, ამ წესის მე-11 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების გათვალისწინებით, არ შეესაბამება განცხადებას ან/და შემსყიდველის მიერ ატვირთულ დოკუმენტაციას;
ბ) თუ პრეტენდენტი უარს იტყვის თავის წინადადებაზე;
გ) თუ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას;
დ) მოთხოვნის შემთხვევაში, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში არ წარადგენს გარანტიას, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას;
ე) თუ გამარჯვებული პრეტენდენტი არ წარადგენს დაზუსტებული ფასების ცხრილს/ხარჯთაღრიცხვას, უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან/და სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე.
3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს წინადადების ვადის დასრულების დროისთვის არ ექნება შემსყიდველის მიერ ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა სრული დაცვით ატვირთული გარანტია (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში), პრეტენდენტის შეთავაზება არ განიხილება და კომისიას შეუძლია განიხილოს ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტის წინადადება.
მუხლი 13🔗. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გარანტიის წარდგენის წესი
1. პრეტენდენტი ვალდებულია, წარადგინოს შემსყიდველის მიერ სისტემაში განთავსებულ ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულ ანგარიშზე გადახდილი გარანტია (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში), ამ წესით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.
2. გარანტიის (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში) ოდენობა შეადგენს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების მინიმუმ 1%-ს, ხოლო პრეისკურანტის საფუძველზე შესყიდვის შემთხვევაში – სახელშეკრულებო ღირებულების მინიმუმ 1%-ს.
3. იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10000 ლარზე ნაკლებია, დაუშვებელია გარანტიის მოთხოვნა.
4. გარანტია (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში) დაბრუნებას ექვემდებარება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების, ან შესყიდვის ელექტრონული პროცედურის უარყოფითი შედეგით დასრულების, ან შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებლისაგან/პრეტენდენტისაგან შესაბამისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. გარანტიის (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში) დაბრუნების მოთხოვნა წარდგენილ უნდა იქნეს ხელშეკრულების დადების, ან შესყიდვის ელექტრონული პროცედურის უარყოფითი შედეგით დასრულების, ან შეწყვეტის დღიდან 3 (სამი) თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ, გარანტია (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში) არ ბრუნდება და იგი წარმოადგენს შემსყიდველის შემოსავალს. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.
5. გარანტია (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში) პრეტენდენტს არ დაუბრუნდება, თუ:
ა) გამარჯვების შემდეგ უარს იტყვის ან სხვაგვარი ქმედებით გამოხატავს უარს ხელშეკრულების გაფორმებაზე;
ბ) პრეტენდენტი გამარჯვების შემთხვევაში არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში);
გ) მოხდება მისი დისკვალიფიკაცია, შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.
მუხლი 14🔗. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შედეგად ხელშეკრულების დადება და სისტემაში ატვირთვა
1. ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადებით განსაზღვრული პირობებისა და დოკუმენტაციის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველს შორის იდება წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც ატვირთულ უნდა იქნეს სისტემაში.
2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს.
3. ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კომისიას უფლება აქვს განიხილოს ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტის წინადადება ან შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ამ წესის შესაბამისად.
4. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. ხელშეკრულების დადების შემდეგ, პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში შესაბამისი მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
5. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, წარუდგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას არანაკლებ წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობის გარანტია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.
დანართი
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ
ამ წესის შესაბამისად შესასყიდი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი
საქონლის დასახელება
ლიმიტი წლის
განმავლობაში
(ლარი)
1
ლაბორატორიული აღჭურვილობა, ქიმიური
რეაქტივები და სხვა სახის ქიმიური შენაერთები
50000
2
არაორგანული და ორგანული ქიმიკატები და წყლის
ხარისხის მართვისა და კონტროლისათვის საჭირო
სხვა შენაერთები
50000
3
საკისრები
20000
4
წყალმომარაგებისა და კანალიზაციისათვის საჭირო
სხვადასხვა სახის მილები
50000
5
მილების სხვადასხვა დამხმარე და ფასონური
ნაწილები – ვენტილები, სარქველები, უკუსარქველები,
ფილტრები, ხრახნები, გადამბმელები, ჩამკეტი
სარქველები, მილტუჩები, გადამყვანები, სამკაპები,
მუხლები, საცობები, უნაგირები, ქუროები და სხვა
50000
6
კომპანიის საქმიანობის სპეციფიკასთან/საჭიროებასთან
დაკავშირებული სამშენებლო მასალები
50000
7
სპეცტექნიკის/სპეცმანქანების ნაწილები
10000
8
კომპანიის ტერიტორიული ერთეულებისათვის შეშა,
შეშის ღუმელი და შეშის ღუმელის აქსესუარები
50000
9
ინერტული მასალები
50000
10
ქლორი, ჟანგბადი და თხევადი გაზი
20000
11
საფილტრი და საქლორატორო სადგურების
დანადგარები და მათი ნაწილები
20000
12
საჭრისები – ფრეზის პირი, ბარგალკის ქვა, ასფალტისა
და ბეტონის საჭრელი პირები, პიკები, ბურღები,
მილების საჭრელი მაკრატელი
20000
13
ტუმბოების ნაწილები
10000
14
ძაბვის გარდამქმნელები, ტრანსფორმატორები და
ელექტროენერგიის მარეგულირებელი სხვა
მოწყობილობები
10000
15
შუასადებები/მამჭიდროებლები
10000
16
მრიცხველის კვანძის მოსაწყობად საჭირო მასალები-
ვენტილები, სარქველები, უკუსარქველები,
ფილტრები, ხრახნები, გადამბმელები, ჩამკეტი
სარქველები, მილტუჩები, გადამყვანები, სამკაპები,
მუხლები, საცობები, უნაგირები, ქუროები,
ურდულები და სხვა
10000
17
საიზოლაციო მასალები
10000.
მომსახურების დასახელება
ლიმიტი წლის
განმავლობაში
(ლარი)
1
კომპანიის საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული გაზეთისა და ტელევიზიის მომსახურებები
5000
2
ტუმბოების, ძრავების, ტრანსფორმატორების და საქლორატორო დანადგარების რემონტი/შეკეთება
10000
3
სპეცმანქანების და სპეცტექნიკის
მომსახურება/შეკეთება
10000
4
ავტოტრანსპორტისა და სპეცტექნიკის დაქირავება
30000
5
კომპანიის საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშიებული თანამშრომელთა პროფესიული გადამზადება/კვალიფიკაციის ამაღლება/სატრენინგო მომსახურებები
10000
6
სხვადასხვა სახის ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების – (მათ შორის, საკების, პომპების, გენერატორების, ფრეზების, პერფერატორების, პირაპირა აპარატების, შესადუღებელი აპარატების და სხვა) შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
50000.