„მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №106 |
|
2016 წლის 26 თებერვალი ქ. თბილისი |
|
მუხლი 1. მიზანი და რეგულირების სფერო
1. ეს წესი ადგენს მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) და მაგისტრალურ მილსადენებთან დაკავშირებული ობიექტების დაცვის, უსაფრთხოების და საკონსულტაციო ზონებს და ამ ზონებში მოქმედ შეზღუდვებსა და რეგულირების პირობებს. 2. ამ წესის მიზანია მაგისტრალური მილსადენების და მაგისტრალურ მილსადენებთან დაკავშირებული ობიექტების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობა, ექსპლუატაციის უსაფრთხო პირობების შექმნა, სანიტარიული ნორმების დაცვა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილება. 3. ეს წესი გამოიყენება მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) და მაგისტრალურ მილსადენებთან დაკავშირებული ობიექტების დაპროექტების, მშენებლობის ნებართვის მოპოვების, მშენებლობის და ექსპლუატაციის დროს, ასევე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე შესასრულებელ სამუშაოთა წარმოებისას. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) მაგისტრალური მილსადენი - მილსადენი, აგრეთვე მასთან დაკავშირებული ობიექტები, რომლებიც განკუთვნილია ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების ტრანსპორტირებისათვის და არ გამოიყენება მათი განაწილებისა და მომხმარებლისათვის მისაწოდებლად; ბ) მაგისტრალურ მილსადენთან დაკავშირებული ობიექტი - მაგისტრალურ მილსადენთან უშუალოდ დაკავშირებული მიწისქვეშა ან მიწისზედა შენობა-ნაგებობა, დანადგარი, რომელიც დაკავშირებულია მაგისტრალური მილსადენის ექსპლუატაციასთან, რაც მოიცავს: ონკანებს, სატუმბ, საკომპრესორო, გაზსაზომ და მანაწილებელ სადგურებს, კათოდური და ელექტროქიმიური დაცვის სისტემებს და ა.შ.; გ) დაცვის ზონა - მაგისტრალური მილსადენის ღერძიდან და/ან მაგისტრალურ მილსადენთან დაკავშირებული ობიექტის პერიმეტრიდან გარკვეულ მანძილზე გავრცელებული განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორია, რომელზეც ოპერატორი ახორციელებს კონტროლს; დ) უსაფრთხოების ზონა (III ზონა) - მაგისტრალური მილსადენის ღერძიდან და/ან მაგისტრალურ მილსადენთან დაკავშირებული ობიექტის პერიმეტრიდან გარკვეულ მანძილზე დაშორებული ტერიტორია, სადაც საქმიანობის წარმოება და/ან შენობა-ნაგებობების განთავსება რეგულირდება წინამდებარე წესით განსაზღვრული პირობებით; ე) საკონსულტაციო ზონა (IV ზონა) - მაგისტრალური მილსადენის ღერძიდან დაშორების მანძილის მიხედვით გამოყოფილი ტერიტორია, სადაც ახალი ობიექტების განთავსების, სამუშაოების წარმოების და სხვა საკითხების შეთანხმება ხდება ოპერატორს და დაინტერესებულ მხარეს შორის გამართული კონსულტაციის საფუძველზე, წინამდებარე წესით დადგენილი პირობების შესაბამისად; ვ) მილსადენის უბნის კატეგორია - მაგისტრალური მილსადენის უბნის საშიშროების მახასიათებელი, რომელიც დგინდება მილსადენით ტრანსპორტირებული პროდუქტის, მილსადენის ტექნიკური მახასიათებლების, მოსახლეობის სიმჭიდროვის, მილსადენის სიახლოვეს ანთროპოგენური აქტიურობის და რისკის სხვა ფაქტორების გათვალისწინებით; ზ) ადგილმდებარეობის კლასი - მილსადენის ტრასის გასწვრივ არსებული ტერიტორია, რომლის კლასიფიცირება ხდება შენობების რაოდენობის და სიახლოვის შესაბამისად, სხვა გასათვალისწინებელ მახასიათებლებთან ერთად, რომლებიც გამოიყენება მაგისტრალური გაზსადენის შესაბამის ადგილზე მშენებლობისათვის საანგარიშო კოეფიციენტის, მუშა წნევის და გამოცდის მეთოდის განსაზღვრისათვის და აგრეთვე მისი ექსპლუატაციისა და რემონტისთვის მოთხოვნების დასამუშავებლად; თ) მიწათმოსარგებლე - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საკუთრებაში ან სარგებლობაში არის მაგისტრალური მილსადენის დაცვის, უსაფრთხოების და/ან საკონსულტაციო ზონებში მდებარე მიწის ნაკვეთი და/ან სხვა უძრავი ქონება; ი) მესაკუთრე - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საკუთრებაშიც არის მაგისტრალური მილსადენი და/ან მასთან დაკავშირებული ობიექტი; კ) ოპერატორი - „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ბუნებრივი გაზის ან ნავთობის ტრანსპორტირების ლიცენზიის მფლობელი პირი ან პირი, რომელიც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად ახორციელებს მაგისტრალური მილსადენის ოპერირებას (ექსპლუატაციას). ასეთი პირის არარსებობის შემთხვევაში - მაგისტრალური მილსადენის მესაკუთრე; ლ) საანგარიშო კოეფიციენტი F - კოეფიციენტი, რომელიც განსაზღვრულია ადგილმდებარეობის კლასის მიხედვით და გამოიყენება გაზსადენის მილის კედლის სისქის ან საპროექტო წნევის გაანგარიშების დროს; მ) ტიპური უბანი - მაგისტრალური გაზსადენის უსაფრთხოების III ზონის 1600 მეტრი სიგრძის პირობითი, დაუმაგრებელი ნაწილი; ნ) შენობა - შენობა, რომელიც გათვალისწინებულია საცხოვრებლად, სამუშაოდ ან სხვა მიზნით თავშეყრისათვის; ო) მრავალსართულიანი შენობა - შენობა, რომელსაც აქვს ოთხი ან მეტი სართული მიწის ზემოთ; პ) წნევა - დამყარებული (სტატიკური) ნაკადის პირობებში არსებული (გაზომილი) ჭარბი წნევა; ჟ) მუშა წნევა - მაქსიმალური შიგა წნევა, რომელზეც უზრუნველყოფილია მილსადენის ექსპლუატაცია დადგენილი რეჟიმით; რ) საპროექტო წნევა - მაქსიმალური შიგა წნევა, რომელზეც გაანგარიშებულია მილსადენის ან მისი ნაწილის სიმტკიცე; ს) საგამოცდო წნევა - წნევა, რომელზეც ხდება მილსადენის ან მისი ნაწილის სიმტკიცეზე გამოცდა. 2. ამ წესში გამოყენებულ სამშენებლო ტერმინებს მინიჭებული აქვთ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრული მნიშვნელობები. მუხლი 3. მაგისტრალური მილსადენების კლასიფიკაცია
1. მაგისტრალური გაზსადენების კლასიფიცირება ხდება: ა) მუშა წნევის მიხედვით: ა.ა) მაღალი წნევის გაზსადენი - მაქსიმალური მუშა წნევით 1,6 მგპა-ზე მეტი; ა.ბ) დაბალი წნევის გაზსადენი - მაქსიმალური მუშა წნევით 0,3 მგპა-დან 1,6 მგპა-ს ჩათვლით, რომელიც თავის მხრივ შეიძლება იყოს მუშა წნევით 0,3 მგპა-დან 1,2 მგპა-ს ჩათვლით და მუშა წნევით 1,2 მგპა-დან 1,6 მგპა-ს ჩათვლით; ბ) ხანდაზმულობის მიხედვით: ბ.ა) 2006 წლამდე აშენებული მილსადენები; ბ.ბ) 2006 წლის შემდეგ აშენებული მილსადენები. 2. მაგისტრალური ნავთობსადენების და ნავთობპროდუქტსადენების კლასიფიცირება ხდება მილსადენის დიამეტრის მიხედვით: ა) I კლასი - პირობითი დიამეტრით 1000 მმ-დან 1200 მმ-ის ჩათვლით; ბ) II კლასი - პირობითი დიამეტრით 500 მმ-დან 1000 მმ-ის ჩათვლით; გ) III კლასი - პირობითი დიამეტრით 300 მმ-დან 500 მმ-ის ჩათვლით; დ) IV კლასი - პირობითი დიამეტრით 300 მმ და ნაკლები. 3. მაგისტრალური მილსადენების ცალკეულ უბნებს შესაძლოა მიენიჭოთ კატეგორიები მათ სიმტკიცეზე, მდგრადობასა და დეფორმაციებზე გაანგარიშებისათვის. მუხლი 4. მაგისტრალური მილსადენების დაცვის ზონები და განაკაფები
1. მაგისტრალურ მილსადენებს აქვთ დაცვის ორი ზონა, კერძოდ I ზონა და II ზონა, ასევე უსაფრთხოების III ზონა და საკონსულტაციო IV ზონა. 2. დაცვის I ზონა ვრცელდება მაგისტრალური მილსადენის ღერძიდან და/ან მაგისტრალურ მილსადენთან დაკავშირებული ობიექტის პერიმეტრიდან 4 მეტრზე ყველა მხარეს. 3. დაცვის II ზონა ვრცელდება I ზონის გარეთა საზღვრიდან: ა) 21 მეტრზე - მაღალი წნევის გაზსადენისთვის; ბ) 11 მეტრზე - დაბალი წნევის გაზსადენებისათვის მუშა წნევით 1,2 მგპა-დან 1,6 მგპა-ს ჩათვლით; გ) 6 მეტრზე - დაბალი წნევის გაზსადენებისთვის მუშა წნევით 0,3 მგპა-დან 1,2 მგპა-ს ჩათვლით. 4. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენისა და სამხრეთკავკასიური მილსადენისათვის II ზონა ვრცელდება I ზონის გარეთა საზღვრიდან 11 მეტრზე ყველა მხარეს, ხოლო დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენისათვის (ბაქო-სუფსის ნავთობსადენი) - 21 მეტრზე ყველა მხარეს. 5. 2016 წლის პირველი მარტის შემდეგ აშენებული ნავთობის, ნავთობპროდუქტების და ნავთობის თანმდევი პროდუქტების სატრანსპორტო მაგისტრალური მილსადენების (გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე აშენებული მილსადენებისა, თუ ხელშეკრულებით სხვა პირობები არ არის გათვალისწინებული) დაცვის წესი და მათი ღერძიდან შენობა-ნაგებობებამდე დაშორების მანძილები უნდა დადგინდეს ამ სფეროში მოქმედი სსიპ - საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული საქართველოს სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად. 6. მაგისტრალური მილსადენებით მდინარეების, არხების, წყალსაცავების, ტბების გადაკვეთის ადგილებზე დაცვის II ზონა იწყება დაცვის I ზონის გარეთა საზღვრიდან და ვრცელდება 96 მეტრზე ნაპირის ხაზის გაყოლებით ორივე მხარეს წყლის სივრცეზე - ზედაპირიდან ფსკერამდე. 7. მაგისტრალურ გაზსადენთან დაკავშირებული ობიექტებისათვის დაცვის II ზონა ვრცელდება I ზონის გარეთა საზღვრიდან 21 მეტრზე ყველა მხარეს. 8. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითად საექსპორტო მილსადენთან, სამხრეთ-კავკასიურ მილსადენსა და დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენთან დაკავშირებული ობიექტებისათვის II ზონა ვრცელდება I ზონის გარეთა საზღვრიდან 21 მეტრზე ყველა მხარეს. 9. მაგისტრალური მილსადენების დაცვის I და II ზონების საზღვრების შეცვლა დაუშვებელია. 10. მაგისტრალური მილსადენის (გარდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის, სამხრეთ-კავკასიური მილსადენის და დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის) და მასთან დაკავშირებული ობიექტების უსაფრთხოების III ზონა ვრცელდება დაცვის II ზონის გარეთა საზღვრიდან 175 მეტრზე ყველა მხარეს. 11. დაბალი წნევის მაგისტრალურ გაზსადენს მუშა წნევით 0,3 მგპა-დან 1,2 მგპა-ს ჩათვლით უსაფრთხოების III ზონა არ გააჩნია. 12. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის, სამხრეთ-კავკასიური მილსადენის და მასთან დაკავშირებული ობიექტებისათვის უსაფრთხოების III ზონა ვრცელდება II ზონის გარეთა საზღვრიდან 370 მეტრზე ყველა მხარეს, ხოლო დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენისა და მასთან დაკავშირებული ობიექტებისთვის - II ზონის გარეთა საზღვრიდან 125 მეტრზე. 13. მილსადენის უსაფრთხოების III ზონის გავრცელების მანძილის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ ოპერატორისა და მესაკუთრის გადაწყვეტილებით, გაზსადენის ტექნიკური მდგომარეობის ან/და ექსპლუატაციის პირობების შეცვლის შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე. უსაფრთხოების III ზონის გავრცელების მანძილის შეცვლა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც მესაკუთრისა და ოპერატორის, ასევე დაინტერესებული მხარის ინიციატივის საფუძველზე. 14. დაინტერესებული პირის შუამდგომლობა უსაფრთხოების III ზონის გავრცელების მანძილის შეცვლის საკითხთან დაკავშირებით უნდა წარედგინოს ოპერატორს. შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას უსაფრთხოების III ზონის გავრცელების მანძილის შეცვლის საჭიროების, მიზანშეწონილობის ან/და აუცილებლობის შესახებ. ოპერატორი ვალდებულია, გონივრულ ვადებში უზრუნველყოს დაინტერესებული მხარის შუამდგომლობის შესწავლა და სათანადო რეკომენდაციის მომზადება, რომელიც უნდა წარედგინოს მესაკუთრეს. საბოლოო გადაწყვეტილება უსაფრთხოების III ზონის გავრცელების მანძილის შეცვლის თაობაზე მიღებულ უნდა იქნეს ერთობლივად ოპერატორისა და მესაკუთრის მიერ. 15. მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის 150 მეტრზე მეტ სიგრძეზე მიწისზედა განლაგების შემთხვევაში, უსაფრთხოების III ზონა იზრდება 50 პროცენტით. 16. მაგისტრალური მილსადენებით მდინარეების, არხების, წყალსაცავების, ტბების გადაკვეთებზე უსაფრთხოების III ზონა იწყება დაცვის II ზონის გარეთა საზღვრიდან და ვრცელდება 4,9 კილომეტრზე, ნაპირის ხაზის გაყოლებით ორივე მხარეს წყლის სივრცეზე - ზედაპირიდან ფსკერამდე. 17. მაგისტრალური მილსადენის და/ან მასთან დაკავშირებული ობიექტის საკონსულტაციო IV ზონა იწყება უსაფრთხოების III ზონის გარეთა საზღვრიდან (დაბალი წნევის მაგისტრალურ გაზსადენისთვის მუშა წნევით 0,3 მგპა-დან 1,2 მგპა-ს ჩათვლით დაცვის II ზონის გარეთა საზღვრიდან) და ვრცელდება მილსადენის ღერძიდან და/ან მაგისტრალურ მილსადენთან დაკავშირებული ობიექტის პერიმეტრიდან 500 მეტრზე ყველა მხარეს. 18. მაგისტრალური მილსადენებისათვის ტყის მასივებში, პარკებში, ბაღებში, ნარგავებსა და დაცულ ტერიტორიებში დგინდება განაკაფი მაგისტრალური მილსადენის ღერძიდან და/ან მაგისტრალურ მილსადენთან დაკავშირებული ობიექტის პერიმეტრიდან 8 მეტრამდე ყველა მხარეს (რომლის მოწყობა ხორციელდება ოპერატორის ხარჯებით), საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, მესაკუთრის მიერ მოპოვებული ნებართვის საფუძველზე, გარდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის, სამხრეთ-კავკასიური მილსადენის და დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენისა, რომლისთვისაც ნებართვის მოპოვება ხორციელდება უშუალოდ ოპერატორის მიერ. 19. მაგისტრალური მილსადენების გასწვრივ აუცილებელია მოეწყოს მანიშნებელი ბოძები, ხოლო მაღალი საფრთხის შემცველ მონაკვეთებზე აგრეთვე ფირნიშიანი ბოძები, რომლებზეც დაიტანება დაცვის ზონის პარამეტრები, მაგისტრალური მილსადენების ოპერატორის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია. 20. მესაკუთრე უფლებამოსილია საკუთარი ხარჯით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურში ხაზობრივი ნაგებობის სახით მოახდინოს მაგისტრალური მილსადენის რეგისტრაცია მაგისტრალური მილსადენის ღერძის და მაგისტრალურ მილსადენთან დაკავშირებული ობიექტების პარამეტრების, მათ შორის, ამ წესით განსაზღვრული დაცვის ზონების მითითებით. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობის ან/და მესაკუთრის მიერ სათანადო უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში, ამ პუნქტით განსაზღვრული მოქმედებები შესაძლოა განახორციელოს ოპერატორმაც. 21. ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე ოპერატორის მიერ დაინტერესებული მხარეებისთვის კონსულტაციების გაწევა და გადაწყვეტილების მიღება უნდა განხორციელდეს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 45-ე მუხლით, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისათვის განსაზღვრულ ვადებში. მუხლი 5. მაგისტრალური მილსადენების დაცვის ზონებში მოქმედი შეზღუდვები და რეგულირების პირობები
1. მაგისტრალური მილსადენის დაცვის ზონაში იკრძალება შენობებისა და ნაგებობების მშენებლობა. დასაშვებია სხვა ხაზობრივი ნაგებობებით მაგისტრალური გაზსადენის გადაკვეთა. ამ ზონაში სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები უნდა შესრულდეს ოპერატორის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის მიხედვით და მისი წარმომადგენლის მეთვალყურეობით. 2. დაცვის I ზონაში იკრძალება ნებისმიერი საქმიანობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მაგისტრალური მილსადენის ნორმალური ფუნქციონირების დარღვევა, კერძოდ: ა) ხეების დარგვა; ბ) ნებისმიერი სახის საქმიანობა, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მაგისტრალური მილსადენის პატრულირებას და სხვა საექსპლუატაციო საქმიანობას; გ) რაიმე სახის მასალის, მათ შორის, ნაგვის ან ნარჩენების განთავსება - ნაგავსაყრელის მოწყობა; დ) ნებისმიერი დანიშნულების ჭაბურღილის მოწყობა; ე) ნებისმიერი ფორმით მიწის საფარის ამაღლება ან დადაბლება; ვ) მაგისტრალურ მილსადენთან დაკავშირებულ ობიექტებზე ზემოქმედება ან მათი დაზიანება; ზ) 30 სმ-ზე მეტი სიღრმის ახალი საირიგაციო ან სადრენაჟო არხების აგება; თ) ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული საქმიანობა; ი) ნებისმიერი სხვა სახის საქმიანობა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მაგისტრალური მილსადენისათვის ან მაგისტრალურ მილსადენთან დაკავშირებული ობიექტისათვის ზიანის მიყენება. 3. დაცვის I ზონაში ოპერატორის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე იკრძალება: ა) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა და მიწის სამუშაოები; ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანების გამოყენება; გ) არსებული არხებისა და სადინრების გაწმენდა-გასუფთავება; დ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანების მოძრაობა, რომელთა წონა აღემატება 1.5 ტონას; ე) საკომუნიკაციო ან სატრანსპორტო ხაზობრივი ნაგებობის, კაბელების ან მილების დამონტაჟება, მშენებლობა, რეკონსტრუქცია; ვ) ღობეების დამონტაჟება; ზ) ნიადაგიდან სინჯების აღება; თ) მდინარის ნაპირების ან მიმდებარე ტერიტორიის შეცვლა ან მოშლა, ნაპირებზე ნარგავების გაჩეხვა ან ამოღება; ი) ნებისმიერი სახის ზემოქმედება მდინარის დინებაზე ან კალაპოტზე, მათ შორის, მდინარიდან ინერტული მასალების ამოღება. 4. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის და სამხრეთ-კავკასიური მილსადენის დაცვის I ზონაში დასაშვებია: ა) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება 30 სმ-მდე სიღრმეზე, 10.6 ტონამდე წონის და გრუნტზე 1.01 კგ/სმ2-მდე დატვირთვის მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანების გამოყენებით, რომელთა თითოეულ ღერძზე მოსული დატვირთვა არ აღემატება 7.6 ტონას; ბ) მიწის დამუშავება 4 ტონამდე წონის ტრაქტორით, 30 სმ-მდე სიღრმეზე. 5. დაცვის II ზონაში იკრძალება ნებისმიერი საქმიანობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მაგისტრალური მილსადენის ნორმალური ფუნქციონირების დარღვევა, კერძოდ: ა) ნებისმიერი სახის შენობის და/ან ნაგებობის მშენებლობა; ბ) ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენება; გ) ნებისმიერი სახის შედუღება, ცეცხლის დანთება ან/და ხანძარსაშიში სამუშაოების ჩატარება; დ) ადვილად აალებადი, კოროზიული ან ტოქსიკური სითხეების შენახვა ან დაღვრა; ე) ფურაჟის, სასუქის და სხვა მასალების შენახვა; ვ) მანქანების ან სხვა მოძრავი აგრეგატების გასაჩერებლად სადგომების მოწყობა; ზ) დაღვრილი ნავთობის შეგროვების და გავრცელების შეკავების მიზნით მოწყობილი საცავების, არხების ან თხრილების შეცვლა ან დაზიანება; თ) მაგისტრალური მილსადენის დამცავი ნაგებობების შეცვლა ან დაზიანება; ი) ნებისმიერი სახის საქმიანობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ზონის დატბორვა; კ) იმ სახეობის ნარგავების დარგვა, რომლებიც არ არის ნებადართული ამ წესის დანართში მოცემული ნარგავების განთავსების სქემით. 6. დაცვის II ზონაში ოპერატორის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე იკრძალება: ა) ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული საქმიანობა; ბ) 30 სმ-ზე მეტი სიღრმის ახალი საირიგაციო ან სადრენაჟო არხების გაყვანა; გ) მიწის საფარის ამაღლება ან დადაბლება; დ) ნებისმიერი დანიშნულების ჭაბურღილის მოწყობა. 7. მაგისტრალური მილსადენის უსაფრთხოების III ზონაში ოპერატორის რეკომენდაციის და/ან ტექნიკური პირობის გარეშე იკრძალება: ა) შენობა-ნაგებობების, მათ შორის, მასობრივი თავშეყრისათვის განკუთვნილი ნაგებობების მშენებლობა; ბ) მსხვილმუხტიანი აფეთქებები; გ) წიაღისეულის მოპოვება; დ) მდინარეების, არხების, წყალსაცავების, ტბების კალაპოტის შეცვლა ან ჰიდროტექნიკური ნაგებობის მშენებლობა. 8. 0,3 მგპა-დან 1,2 მგპა-ს ჩათვლით მუშა წნევის მაგისტრალური გაზსადენის დაცვის ზონის გარეთ შენობა-ნაგებობების განთავსებაზე შეზღუდვები არ არის. 9. მაღალი წნევის მაგისტრალური მილსადენის საკონსულტაციო IV ზონაში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების შესრულება (მასობრივი თავშეყრისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო და ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობა, წიაღისეულის მოპოვება და სხვა) უნდა მოხდეს ოპერატორთან კონსულტაციის ან/და მის მიერ გაცემული ტექნიკური პირობების საფუძველზე. სხვა სახის მშენებლობებზე მაგისტრალური მილსადენის საკონსულტაციო IV ზონაში შეზღუდვები არ არის. 10. მილსადენის უსაფრთხოების III და საკონსულტაციო IV ზონებში „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის გაცემის I სტადიის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობას იღებს ოპერატორი, რომელიც უფლებამოსილია ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინოს რეკომენდაცია და/ან ტექნიკური პირობები, მაგისტრალური მილსადენის დაპროექტებისა და მშენებლობის შესაბამისი ნორმების და ამ წესის მოთხოვნების გათვალისწინებით. 11. მაგისტრალური მილსადენის დაცვის ზონაში მდებარე სხვა ხაზობრივი ნაგებობის ტექნიკური მომსახურების განხორციელებისას, ამ მუხლით აკრძალული საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საქმიანობა არ გამოიწვევს მაგისტრალური მილსადენის ნორმალური ფუნქციონირების დარღვევას (მათ შორის, დაზიანებას) და ხაზობრივი ნაგებობის მფლობელის მიერ ოპერატორთან წინასწარ იქნება შეთანხმებული შესაბამისი სამუშაოების დაწყების თარიღი, უსაფრთხოების წესი და პირობები. 12. ამ წესის დანართში მოცემული ნარგავთა განთავსების სქემა ზოგადია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეთანხმდეს მაგისტრალური მილსადენის ოპერატორთან, ხოლო თუ ოპერირება ხდება საქართველოს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან. 13. მაგისტრალური გაზსადენის (ამ მუხლის მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-18, მე-19, მე-20, 21-ე, 22-ე, 23-ე და 24-ე პუნქტები არ ვრცელდება საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე აშენებულ მილსადენებზე) უსაფრთხოების III ზონის ტიპურ უბანზე შენობების დასაშვები რაოდენობა რეგულირდება ადგილმდებარეობის კლასის, საანგარიშო კოეფიციენტის და სიმტკიცეზე საგამოცდო წნევის მიხედვით. 14. მაგისტრალური გაზსადენის ტრასის მოსაზღვრე ტერიტორიას მიწების სახეობის, მოსახლეობის სიმჭიდროვისა და სამრეწველო და დასახლებული პუნქტების ხასიათის მიხედვით მიენიჭება ადგილმდებარეობის სხვადასხვა კლასი: ა) ადგილმდებარეობის პირველი კლასი მოიცავს გაზსადენის ნებისმიერ ტიპურ უბანს, რომელზეც განლაგებულია 10 ან ნაკლები შენობა და მოიცავს უდაბურ (დაუსახლებელ) მიწებს, უდაბნოს, მთებს, საძოვრებს, დასამუშავებელ მიწებს და მცირედდასახლებულ უბნებს. ადგილმდებარეობის პირველი კლასი შედგება ორი ქვეკლასისგან: ა.ა) ადგილმდებარეობის პირველი კლასის პირველ ქვეკლასს მიეკუთვნება გაზსადენის უბანი მილის საანგარიშო კოეფიციენტით და გამოცდილი 1,25 მაქსიმალურ მუშა წნევაზე ; ა.ბ) ადგილმდებარეობის პირველი კლასის მე-2 ქვეკლასს მიეკუთვნება გაზსადენის უბანი მილის საანგარიშო კოეფიციენტით და გამოცდილი 1,1 მაქსიმალურ მუშა წნევაზე ; ბ) ადგილმდებარეობის მე-2 კლასი მოიცავს გაზსადენის ნებისმიერ ტიპურ უბანს, რომელზეც განლაგებულია 10-ზე მეტი და 46-ზე ნაკლები შენობა და მოიცავს ფართობებს დასახლების ხარისხის მიხედვით, შუალედურს პირველ და მე-3 კლასებს შორის, როგორებიცაა ქალაქის გარეუბნები, სამრეწველო რაიონები და დასამუშავებელი მიწები, ქალაქგარე რაიონები, ფერმები და სხვა; გ) ადგილმდებარეობის მე-3 კლასი მოიცავს მოედნებს, ქალაქის დასახლებულ რაიონებს, სავაჭრო ცენტრებს, საცხოვრებელ კვარტალებს, სამრეწველო რაიონებს და სხვა დასახლებულ უბნებს, რომლებიც არ შედის ადგილმდებარეობის მე-4 კლასში; დ) ადგილმდებარეობის მე-4 კლასი მოიცავს ადგილმდებარეობას მრავალსართულიანი შენობებით, განვითარებული სატრანსპორტო ქსელით და მრავალრიცხოვანი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. 15. უსაფრთხოების III ზონის ტიპურ უბანზე შენობების დასაშვები რაოდენობა ადგილმდებარეობის 1-4 კლასებისთვის, შესაბამისი საანგარიშო კოეფიციენტები და გაზსადენის სიმტკიცის საგამოცდო წნევები მოცემულია პირველ ცხრილში, ხოლო საანგარიშო კოეფიციენტის მნიშვნელობები - მე-2 ცხრილში.
ადგილმდებარეობის კლასები და შესაბამისი პარამეტრები ცხრილი 1
F საანგარიშო კოეფიციენტის მნიშვნელობები მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობისთვის ცხრილი 2
16. ადგილმდებარეობის მე-2 და მე-3 კლასები უნდა დასრულდეს ამ კლასში მოყოლილი უახლოესი შენობიდან 200 მეტრში. 17. იმ შემთხვევაში, თუ პირველი და მე-2 ადგილმდებარეობის კლასის უბნებზე განლაგებულია ისეთი ობიექტები, რომლებიც მოითხოვს უფრო დაბალ საანგარიშო კოეფიციენტს, მაშინ ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი მე-2 ცხრილის შესაბამისად. 18. წინამდებარე წესის მე-2 ცხრილის მე-5 პუნქტში მითითებული ანაკრები კონსტრუქციების ადგილმდებარეობის პირველი კლასის უბანზე განლაგების შემთხვევაში საანგარიშო კოეფიციენტი 0,6 უნდა შეირჩეს იმ მანძილზე, რომელიც ტოლია კვანძის სიგრძეს დამატებული მილსადენის 5 დიამეტრი ან 3 მეტრი ყოველი მიმართულებით. 19. ადამიანების მასობრივი კონცენტრაციის (20 კაცზე მეტი) ადგილებში გაზსადენის ადგილმდებარეობის პირველი და მე-2 კლასის უბნებზე მაქსიმალური დასაშვები რგოლური დაძაბულობა არ უნდა აღემატებოდეს მილის ფოლადის მინიმალური დენადობის ზღვრის 50%-ს, ხოლო მილსადენის პატრულირება და გაზის გაჟონვებზე დაკვირვება უნდა განხორციელდეს ადგილმდებარეობის მე-3 კლასის შესაბამისი ინტერვალით. 20. საანგარიშო კოეფიციენტის მნიშვნელობა უნდა გამოითვალოს მოქმედი სახელმწიფო სსტ ასმე 31.8:2012/2014 სტანდარტით რეკომენდებული ფორმულით:
სადაც P არის ბუნებრივი გაზის წნევა, მგპა; D - მილსადენის გარეთა დიამეტრი, მმ; S - მილის ფოლადის დენადობის ზღვრის მინიმალური მნიშვნელობა, მგპა; i - მილის კედლის სისქე, მმ; E =1 - მილების გრძივი შეერთების კოეფიციენტი; T =1 - ტემპერატურული ცვლილების კოეფიციენტი. 21. პირველი ცხრილით განსაზღვრული სარგებლობის წესის შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს გაზსადენის უბნის ადგილმდებარეობის კლასი, განისაზღვროს საანგარიშო კოეფიციენტი და ტიპურ უბანზე არსებული შენობების რაოდენობა. ამის შემდეგ, ადგილმდებარეობის პირველი და მე-2 კლასების უბნებისთვის განისაზღვრება შენობების ის რაოდენობა, რომლის დამატება შეიძლება მოცემულ ტიპურ უბანზე. ადგილმდებარეობის მე-3 და მე-4 კლასების უბნებისთვის შენობების რაოდენობა შეზღუდული არ არის. 22. 2006 წლის შემდეგ აშენებული გაზსადენებისა და „ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ მაგისტრალური გაზსადენისთვის, რომელთა მუშა წნევა უტოლდება საპროექტო წნევას ან სიმტკიცეზე დამატებითი გამოცდის შემდეგ შეიძლება იმუშაონ საპროექტო წნევაზე, კოეფიციენტის მნიშვნელობის გაანგარიშება უნდა მოხდეს საპროექტო წნევის მიხედვით, ხოლო 2006 წლამდე აშენებული გაზსადენებისთვის (გარდა „ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ მაგისტრალური გაზსადენისა) დადგინდეს მუშა წნევის (2,5 მგპა) მიხედვით. 23. ოპერატორმა კომპანიამ უნდა განახორციელოს მუდმივი კონტროლი მაგისტრალურ გაზსადენებზე, რომლებიც მუშაობენ საანგარიშო კოეფიციენტით 0,4-ზე მეტი იმისათვის, რომ დადგინეს გაზსადენის უსაფრთხოების III ზონაში დამატებით აგებული შენობებისა და ნაგებობების რაოდენობა. 24. ადგილმდებარეობის კლასის და შენობების დასაშვები რაოდენობის ცვლილების საკითხს გაზსადენის რეალური ტექნიკური მდგომარეობის და ექსპლუატაციის პირობებიდან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განიხილავენ და წყვეტენ ოპერატორი და მესაკუთრე მოქმედი სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 6. მაგისტრალური მილსადენების ოპერატორის უფლებები
1. მაგისტრალური მილსადენის დაცვის, უსაფრთხოების III და საკონსულტაციო IV ზონებში მილსადენის უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით, ოპერატორს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უფლება აქვს: ა) მაგისტრალური მილსადენების ტექნიკური მომსახურების მიზნით, მოაწყოს მისასვლელი გზები, ხიდები და სხვა ნაგებობები; ბ) ნებისმიერ დროს შეუფერხებლად შევიდეს, გადაადგილდეს და აწარმოოს სამუშაოები ამ წესით დადგენილი შეზღუდვებისა და რეგულირების პირობების გათვალისწინებით შესაბამისი ღონისძიებების გატარების, აგრეთვე მაგისტრალური მილსადენების ტექნიკური მომსახურების მიზნით; გ) მოაწყოს განაკაფის ზოლი და მის დასაცავად აწარმოოს ხეებისა და ხეების ტოტების მოჭრის სამუშაოები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულებისას, დასაშვებია სპეციალური ჭრები, აგრეთვე სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე 30 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა), რისთვისაც საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია, ჭრების დაწყებამდე 15 დღით ადრე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის დაწესებულებას, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში - შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს წერილობით წარუდგინოს ტყეკაფის აღრიცხვის მასალები, ჭრების განხორციელებისათვის საჭირო ტერიტორიის კოორდინატები UTM კოორდინატთა სისტემაში და Shp-ფაილების ელექტრონული ვერსია. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულება, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში - შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ტყეკაფის აღრიცხვის მასალების მიღებიდან 15 დღეში უზრუნველყოფს ტყეკაფის გამოყოფას, გამოყოფილი ტყეკაფის გახსნას და ტყეკაფის ათვისების ხელშეწყობისათვის ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელებას. ამასთან, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ველური მცენარეების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, შესაბამისი ინფორმაციის წარდგენიდან 15 სამუშაო დღეში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სპეციალური მიზნით ტყითსარგებლობის წერილობითი ხელშეკრულება არ იდება. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულება სპეციალური ჭრებით ასევე დასაშვებია სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე 30-დან 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა), მათ შორის, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ველური მცენარეების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულებისათვის, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში - შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსათვის წინასწარი სპეციალური გამოკვლევის მასალების და ტყეკაფის აღრიცხვის მასალების, არანაკლებ ჭრების დაწყებამდე 20 დღით ადრე წარდგენისა და უფლებამოსილი ორგანოს მითითებების გათვალისწინებით. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულება, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში - შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო წინასწარი სპეციალური გამოკვლევის მასალების და ტყეკაფის აღრიცხვის მასალების მიღებიდან 20 დღეში უზრუნველყოფს ტყეკაფის გამოყოფას, გამოყოფილი ტყეკაფის გახსნას და ტყეკაფის ათვისების ხელშეწყობისათვის ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელებას. ამასთან, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ველური მცენარეების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, შესაბამისი ინფორმაციის წარდგენიდან 20 სამუშაო დღეში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სპეციალური მიზნით ტყითსარგებლობის წერილობითი ხელშეკრულება არ იდება. 4. სპეციალური ჭრის შედეგად მოჭრილი ხე‑ტყის გადაცემა ხორციელდება „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-5-61 პუნქტებით დადგენილი წესით. 5. გამონაკლის შემთხვევაში, მაგისტრალურ მილსადენებსა და მაგისტრალურ მილსადენებთან დაკავშირებულ ობიექტებზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების განხორციელებისას, როდესაც გადაუდებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოება, სპეციალური ჭრა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა) დასაშვებია წინასწარი შეტყობინების გარეშე. სპეციალური ჭრის შედეგად მოჭრილი ხე‑ტყის გადაცემა ხორციელდება „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-5-61 პუნქტებით დადგენილი წესით. 6. სხვა ხაზობრივი ნაგებობის გადაკვეთებზე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება დასაშვებია სხვა ხაზობრივი ნაგებობის მფლობელთან შეთანხმებით. 7. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ამ წესით დადგენილი პირობების დარღვევით აწარმოებს საქმიანობას, მაგისტრალური მილსადენის ოპერატორმა უნდა მოითხოვოს აღნიშნული საქმიანობის დაუყოვნებლივ შეჩერება, ხოლო აღნიშნულის შესახებ ასევე აცნობოს მესაკუთრეს. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური ან/და იურიდიული პირი არ შეასრულებს ოპერატორის მოთხოვნებს, ოპერატორი ვალდებულია, მიიღოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო ზომა (ადმინისტრაციული და შინაგან საქმეთა ორგანოებისადმი, ასევე საქართველოს საერთო სასამართლოებისადმი მიმართვის ჩათვლით) გამოვლენილი დარღვევის აღმოფხვრის მიზნით. 8. ფიზიკური და/ან იურიდიული პირი ვალდებულია, აანაზღაუროს მის მიერ მაგისტრალური მილსადენის დაცვის და უსაფრთხოების ზონებში წარმოებული საქმიანობის შედეგად მიყენებული ზიანი. 9. თუ მაგისტრალური მილსადენის საავარიო-აღდგენით სამუშაოთა წარმოება მოითხოვს გზის საფარის მოხსნას, შესაბამისი სამუშაოების დაწყებამდე ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოსა და გზის მფლობელი პირების შეტყობინება სამუშაოთა წარმოების პროცესში მათი წარმომადგენლების დასწრების უზრუნველყოფის მიზნით. სამუშაოთა წარმოების ადგილი უნდა შემოიფარგლოს ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა გამაფრთხილებელი ნიშნებით. გზის საფარის აღდგენით სამუშაოებს ოპერატორი ახორციელებს საკუთარი ხარჯით. 10. გეგმური სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულების შემდეგ ოპერატორი ვალდებულია, აღადგინოს მიწის ან/და გზის საფარი და აანაზღაუროს აღნიშნული სამუშაოების შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი. სამუშაოთა დაწყებამდე 5 დღით ადრე სამუშაოთა წარმოების პირობები ეცნობება მიწათმოსარგებლეს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს. 11. გადაუდებელი აუცილებლობის სამუშაოების განხორციელების ან მიწათმოსარგებლის დადგენის შეუძლებლობის ან მისი ადგილზე არყოფნის შემთხვევაში, ნებადართულია მაგისტრალური მილსადენის საავარიო-აღდგენით სამუშაოთა წარმოება წინასწარი შეთანხმების გარეშე, ამასთან, ოპერატორი ვალდებულია, აღადგინოს მიწის საფარი პირვანდელ მდგომარეობაში და/ან აუნაზღაუროს მიწათმოსარგებლეს მიყენებული ზიანი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, შეატყობინოს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს. 12. მიწათმოსარგებლე ვალდებულია, ხელი არ შეუშალოს მაგისტრალურ მილსადენთან მომსახურე პერსონალისა და ტექნიკის შეუფერხებელ მისვლას და შესაბამისი სამუშაოების წარმოებას. 13. შესაბამისი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, გაუწიონ დახმარება ოპერატორს ამ წესის მოთხოვნათა დაცვის მიზნით.
დანართი
ნარგავთა განთავსების სქემა
|