1.
დასახლების საერთო კრება ტარდება დასახლების ცალკეულ ნაწილებში, უბნის კრების სახით. ერთ დასახლებაში უბნის კრებები ერთი საერთო კრებისათვის უნდა ჩატარდეს თანმიმდევრობით ერთი კვირის ვადაში.
2.
ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კვორუმი და გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო საერთო კრებაზე დამსწრეთა უმრავლესობა იანგარიშება ყველა უბნის კრებებზე დამსწრეთა საერთო რაოდენობიდან.
3.
დასახლების ცალკეულ ნაწილებში/უბნებში კრების გამართვისას კენჭისყრა  იმართება ცალ-ცალკე თითოეულ ნაწილში/უბანში. დასახლების ცალკეულ ნაწილებში ჩატარებული კენჭისყრის შედეგები ჯამდება, რის შედეგადაც დგინდება კენჭისყრის საბოლოო შედეგი.
4.
ერთსა და იმავე საერთო კრებისათვის დასახლების ცალკეულ ნაწილებში გამართული შეხვედრების დღის წესრიგი იდენტურია.
5.
უბნის კრებას წარმართავს და თავმჯდომარეობს რჩეული ან ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირი.
6.
დასახლებაში რეგისტრირებული საერთო კრების წევრი ხმის უფლებით მონაწილეობს დასახლების საერთო კრების მხოლოდ ერთი უბნის კრებაში