1.
რჩეული, ან ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საერთო კრების თავმჯდომარეობაზე უფლებამოსილი პირი, წარმოდგენილი კანდიდატურების დასახელების შემდეგ, ითხოვს მათ თანხმობას, კენჭი იყარონ რჩეულის თანამდებობაზე.
2.
რჩეულის კანდიდატად დასახელებულ კრების წევრს უფლება აქვს უარი თქვას კანდიდატად დასახელებასა და კენჭისყრაში მონაწილეობაზე.
3.
კანდიდატთა სიის დადგენის შემდეგ რჩეული, ან მისი არყოფნის შემთხვევაში, ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირი აცხადებს კენჭისყრას. რჩეულის არჩევნები ტარდება ღია ან ფარული კენჭისყრით, ბიულეტენების საშუალებით, რომლის ფორმასაც ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი.
4.
ბიულეტენებში შეიტანება ყველა ის დასახელებული კანდიდატურა, რომელიც თანხმობას განაცხადებს კენჭი იყაროს რჩეულის თანამდებობაზე. ბიულეტენებში კანდიდატები შეიტანება მათი დასახელების რიგითობის მიხედვით.
5.
ბიულეტენების მომზადების, დარიგებისა და კენჭისყრის პროცესს ხელმძღვანელობს ხმის დამთვლელი კომისია. კომისია შედგება რჩეულის კანდიდატურის წარმდგენი საინიციატივო ჯგუფის თითო წარმომადგენლისა და რჩეულის ან საერთო კრების საინიციატივო ჯგუფის ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირისაგან. კომისიას თავმჯდომარეობს რჩეული ან საერთო კრების საინიციატივო ჯგუფის ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირი.
6.
კენჭისყრის დამთავრების შემდეგ, ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრების თანდასწრებით ხსნის კენჭისყრისათვის გათვალისწინებულ სპეციალურ ყუთს და ითვლის ბიულეტენების რაოდენობას. ბიულეტენი ბათილად იქნება ცნობილი, თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატის რიგითი ნომერი, არ არის შესაბამისობაში ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ფორმასთან შესაბამისობაში ან შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა.
7.
ხმის დამთვლელი კომისია განიხილავს ხმების დათვლის შედეგებს, ადგენს ოქმს, რომელშიც აღინიშნება თითოეული კანდიდატის მიერ მიღებული ხმების, აგრეთვე, ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა. ოქმი მტკიცდება საარჩევნო კომისიის მიერ. ხმების თანაბრად გაყოფის, ან შედეგების არდამტკიცების შემთხვევაში, არჩევნები ტარდება ხელახლა. ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. კომისიის ოქმს საერთო კრებას აცნობს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის ოქმი ნამდვილია, თუ ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. კომისიის წევრს უფლება აქვს ხელი არ მოაწეროს ოქმს თუ მიიჩნევს, რომ ოქმი არ ასახავს კენჭსყრის შედეგებს, ხმის მიცემის პროცედურა არ შეესაბამებოდა წინამდებარე დებულებით დადგენილ პროცედურას ან/და არსებობს სხვა მიზეზი რაც არჩევნების უკანონობაზე მიუთითებდა.
8.
ღია კენჭისყრა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ რჩეულად დასახელებულია მხოლოდ ერთი კანდიდატი. მიღებული ხმების დათვლა და ოქმში ასახვა ხორციელდება ამ მუხლის მე-7 და მე-9-მე-10 პუნქტების შესაბამისად.
9.
რჩეულად აირჩევა ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა მეტ რაოდენობას, მაგრამ არანაკლებ საერთო კრების დამსწრე წევრთა უმრავლესობისა.
10.
არჩევნების შედეგების მიხედვით, რამდენიმე კანდიდატმა ერთნირი შედეგები აჩვენა, არჩევნები ხელახლა ტარდება იმ ორ კანდიდატს შორის, რომლმაც ყველაზე მეტი ხმა დააგროვა. გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას.
11.
არჩევნებზე კანდიდატურის არდასახელება ან არჩევნების ჩაშლა, არ იწვევს საერთო კრების უფლებამოსილების შეჩერებას ან შეწყვეტას. საერთო კრების შესაბამის სხდომას ბოლომდე უძღვება რჩეული ან ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირი
დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 26.02.2016
მუხლი 15. რჩეულის არჩევის პროცედურა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 9. რჩეულის მიერ საერთო კრების მოწვევა
- მუხლი 10. საერთო კრების საქმიანობის წესი
- მუხლი 11. ოქმი
- მუხლი 12. რჩეულის უფლებამოსილება
- მუხლი 13. რჩეულის უფლებამოსილების ვადა
- მუხლი 14. რჩეულის არჩევის წესი
- მუხლი 16. რჩეულის თანამდებობრივი შეუთავსებლობა
- მუხლი 17. რეგულირების სფერო
- მუხლი 19. საერთო კრების საქმიანობის წესი
- მუხლი 20. საერთო კრების სხდომის ოქმი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 15, №7, 26.02.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.168.016185 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.02.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3206244/muxli-15/