სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში:
ა)
უზრუნველყოს დასახლებების საერთო კრებების ასახვა შემდეგი ინფორმაციის გამოყენებით:
ა.ა)
მუნიციპალიტეტის დასახლებების ჩამონათვალი, რომელებშიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 500-ს არ აღემატება;
ა.ბ)
მუნიციპალიტეტის დასახლებების ჩამონათვალი, რომლებშიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 500-ს აღემატება და 2000-ზე ნაკლებია;
ა.გ)
თითოეულ დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა.
ბ)
რჩეულის კანდიდატთა ბიულეტენების ფორმის, ამომრჩეველთა სიის ფორმის დამტკიცება;
გ)
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში ცვლილებების პროექტის მომზადება, სადაც განისაზღვრება სტრუქტურული ერთეული, რომელსაც ექნება საერთო კრებებთან დაკავშირებული უფლებამოსილება და მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის წარდგენა.
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტი შესრულდეს ამ დადგენილების ამოქმედებიდან  30 დღის  ვადაში