1. რჩეული
ა. უძღვება და თავმჯდომარეობს საერთო კრების მუშაობას;
ბ. ადგენს საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის თანმიმდევრობას და განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას;
გ. განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას, აკონტროლებს გამომსვლელთა მიერ დროის რეგლამენტის დაცვას;
დ. ახდენს დამსწრე წევრთა რეგისტრაციას, ადასტურებს კვორუმის არსებობას, სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს.
ე. უზრუნველყოფს საერთო კრების გადაწყვეტილების მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებისთვის წარდგენას;
ვ. უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მუნიციალიტეტის გამგებლის მრჩეველთა საბჭოს მუშაობაში.
ზ. შესაბამისი მოწვევის შემთხვევაში, მონაწილეობას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საერთო კრების გადაწყვეტილებების განხილვაში;
თ. საერთო კრების გადაწყვეტილებით ასრულებს საერთო კრების ცალკეულ დავალებებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’-,,ვ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებით სარგებლობს, აგრეთვე ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საერთო კრების თავმჯდომარეობაზე უფლებამოსილი პირი.
3. რჩეული ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე. რჩეული, საერთო კრების ყოველი შეკრებისას, საერთო კრების წინაშე წარსდგება ანგარიშით გაწეული საქმიანობის შესახებ