1. რჩეულად არ შეიძლება არჩეულ იქნეს:

ა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;

ბ. მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელე;

გ. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთან შრომით ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური პირი;

დ. მუნიციპალიტეტის 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოსთან შრომით ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური პირი;

ე. პირი, რომელიც არ არის შესაბამისი დასახლების საერთო კრების წევრი.

2. რჩეულის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’-,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რჩეულს უწყდება უფლებამოსილება.